იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი... იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი... იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი... იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი.. იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან.... იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?! იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ.. იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?! იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი... იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი.. იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?! ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ... არა არაფერიც არ იცი
არ მინდა ლექსები! ვერ ვიტან სტრიქონებს! – შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა! ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ – არ მინდა ლექსები!.. აღარც შენ მინდიხარ!.. . მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი – მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს, გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი: მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს . ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და მაცხოვრის დედასაც მშობლები ვუგინო! გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა... უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ! . რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!.. მთავარი დედობის მანდილის ამბავში... თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები! . ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას – შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!.. სხვა სიყვარულობის მეობის გაგება – ეს არის კაცობის პირველი პრინციპი! . მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე... დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი... <... [~~სრულიად ნახვა~~]