უცნაური მონატრება - 3 ნოემბერში 2009 - ლექსები..ჩანახატები..კლიპები... POEZIA SIYVARULI DA ...
ორ, 09-ნოე-23, 20.23 | მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა
RSS

სიყვარულით სავსე საიტი! ლექსები, ჩანახატები......&&

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 3 » უცნაური მონატრება
03.05
უცნაური მონატრება
 
 
 
არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს! –
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა!
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ –
არ მინდა ლექსები!..
აღარც შენ მინდიხარ!..
.
მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი –
მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს,
გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი:
მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს
.
ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და
მაცხოვრის დედასაც მშობლები ვუგინო!
გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა...
უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ!
.
რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში
მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!..
მთავარი დედობის მანდილის ამბავში...
თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები!
.
ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას –
შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!..
სხვა სიყვარულობის მეობის გაგება –
ეს არის კაცობის პირველი პრინციპი!
.
მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს
უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე...
დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში
ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი...
.
შევირგებ კიდევაც - თუ რამე მივირთვი,
არაფერს ვნატრობ და არავის დავეძებ!
ვერც ის პოეტები მშველიან ცინიზმით
ლექსებს რომ ჯღაბნიან დაბოლილ ყვავებზე...
.
არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული!
თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!..
არ მინდა ქალები!..
არ მინდა ბუმბული!..
არ მინდა ლექსები!..
ფეხებზე მკიდიხარ...
ნანახია: 119 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 administrators   (09-ნოე-13 02.32)
magari leqsia rato araa aq komentarebi ? cool

სახელი *:
Email:
კოდი *:

ჩვენი გამოკითხვა

გყავს თუ არა შეყვარებული
სულ პასუხი: 2726









reklama

reklama

reklama

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0

შესვლის ფორმა

E-mail:
პაროლი:

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30




reklama

reklama

საიტის მეგობრები