ორ, 24-აპრ-29, 09.02
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » თემო ელიავა / ერთი დღის პერსონაჟი
12.57
თემო ელიავა / ერთი დღის პერსონაჟი



ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს,
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.

კითხულობს პრესას,კაფეებში აღარ სვამს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის,
ისეთი ძუნწი,ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.

მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე.
იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს,
მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.

ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,–
გადაუღებელ წვიმებს ნატრობს,ოცნების წვიმებს.
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.

კატეგორია: თემო ელიავა | ნანახია: 1190 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
Stumari 2
Users: 0