ორ, 24-აპრ-29, 07.21
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16

 



ღვინოს აირჩევ სუფრის მშვენებად 
დალევ ,გაფანტავ გულის დარდებს, 
დამწველს ,დამდაგველს, 
მერე,მოგისვრის ლაჩარივით დარდის მორევში, 
დაგაფქვევინებს საიდუმლო გულის არაკებს. 
ხანაც გაგლექსავს,ხან აგამღერებს, 
ხან წვიმად დაგღვრის ,მეტს არას გავნებს, 
ნიკალასავით გახეტიალებს და გაქარგიებს 
უცხო ტილოებს. 
ხან ვაჟასავით მთებს დაგაჭიდებს, 
ოქროს საწმისებს ცრემლით აგივსებს, 
მუზების მეფე აღსარებების 
სავსე ფიალებს დაგაცლევიებს. 
მერეეე...,მოგივლენს გიჟმაჟ ქარიშხლებს, 
მაჯლაჯუნებით გზა-კვალს აგირევს, 
გიჟ-პოეტობით სამოთხის ჩიტსაც 
ერთი შეხედვით მოგინადირებს... 
მოდით დავლიოთ წვეთწვეთობით სულის შარბათი, 
და თავი მივცეთ ამ ცხოვრების უწყვეტ შაირებს, 
მერე,თუნდ მოვხვდეთ ჯოჯოხეთის ბასრა კლანჭებში 
რაა სიცოცხლე ,თუ სიკვდილთან არ დავაჭიდეთ.'''
კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1408 |  კომენტარები : (1)
       

 




მკითხეთ და გეტყვით' 
რად ვიკმარე ოცნება საგზლად; 
მკითხეთ და გეტყვით- 
რად კისკასებს სული კვლავ ანცად; 
მკითხეთ და გეტყვით- 
რატომ მიყვარს იის სურნელი; 
მკითხეთ და გეტყვით- 
რად დაცურავს ცაზე ღრუბელი 
მკითხეთ და გეტყვით- 
ყოველივე, რაც რომ დრომ შთანთქა, 
ჩემს გულში მაინც რად სულდგმულობს 
სიცოცხლის საგზლად; 
მკითხეთ და გეტყვით- 
მკითხეთ და გეტყვით-.... 
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1095 |  კომენტარები : (0)
       

 


სიყვარული "სინათლის" ის ნაკადია , რომელიც ადამიანს უფლისაგან მოეწოდება სიყვარულის ჩამომტანი მიწაზე არის სული . ის ზეციური მადლია . სიყვარული "სიცოცხლის ხეა " . ის ფესვებს გულსა და გონებასთან კავშირში იდგამს , მას სული ასაზრდოებს . 
ჭეშმარიტი სიყვარული უფლის სიყვარულია . დედამიწაზე დედაშვილობა ყველაზე ამაღლებული და ფასეულია ჭეშმარიტი სიყვარულის შემდეგ . მას უფლის ვალს-ე.ი. მოვალეობასაც ვეძახით. არის მოყვასის სიყვარული , რაც თავისთავად ფესვით – ჭეშმარიტი სიყვარულით ისაზრდოება . 
ქალისა და მამაკაცის სიყვარული განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ტანია "სიცოცხლის ხისა " . 
ქალისა და მამაკაცის სიყვარულისათვის საჭიროა გულის , გონებისა და სულის თანაფარდი ერთობლიობა უფლის ჯვრით შეკრული . მხოლოდ ასეთი სიყვარული მისცემს დედამიწას ჯანსაღ კაცობრიობას . " 
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1082 |  კომენტარები : (2)
       

 




ჩუუ...... 
საიდანღაც ჩემს გულამდე,ტალღების თქარუნს 
ცისფერი წლების სილაღე მოაქვს; 
და კარგად ვხედავ...ფეხშიშველი,ცისფერი ქალი 
ყელსაბამისთვის ნიჟარებს და კენჭებს აგროვებს. 
მზე დღეს მოწყვეტით ჩაეშვა ზღვაში, 
ცამ განრისხებით შეიკრა შუბლი და აირია დავთარი თითქოს. 
მე ვეღარ შევძელ გაპარული გაზაფხულის შემობრუნება 
შემოდგომა კი ყვითელ ფოთლებს გესლივით მანთხევს, 
ცრემლი,ცრემლი,ტკივილი მწარე, 
მოთქმა,ვაება,სინანული,წყევლა და შიში, 
შიში-ამბოხი სულის ჩაკვდომის.... 
მერე ხარხარში ეს ცხოვრებაც ჩაითელება, 
ჩაიკარგება და დღეს წასული, 
ხვალ ცრემლად მოვალ-და ბრუნავს ჯაჭვი, 
გრძნეული ჯაჭვი, ჯაჭვი ცხოვრების. 
კმარა,ო,კმარა,დავიღალე ამდენი გვემით. 
საკუთარ ხელით გაძარცვული შემრჩა ცხოვრება, 
ვგრძნობ-უძალობა შეპარულ სხეულს, 
ასეთ ყოფაში აქ მოუწევს გამოზამთრება, 
რადგან აღარ მაქვს შორ-შორს ფრენის მცირედ ხალისიც 
ბნელა და უკუნში ზარი ჩამორეკს. 
ტუჩებს დახეთქილს სიცხიანის ხავილი მოაქვს, 
თქვენი დაცინვა მე არას მაკლებს, 
ნუ შეწუხდებით ,არც რითმი მმოძღვრავს... 
ერთფეროვნებამ გადაჭამა ჩემი ცისფერი სიხარული 
და აღარ დარჩა დაუღრნელი ადგილი მცირეც. 
რა გვიან მივხვდი?!ვერც თქვენთან და ვერც თქვენს გარეშე 
მე ვერ შევძელი ცხოვრება ისე, 
,როგორც უნდოდა იმ პატარას,ზღვასთან დარჩენილს; 
ჩამოაფხრიწეს გულს სიხარული 
და ვით ბუხარში მილულული ხმელი წიფელი, 
ვიღაცის სულის შებერვას ვუცდი, 
შეშლილ თვალებით შორს დარჩენილი 
ნაკვალევს ვჩხრიკავ და ნაწამები ცისფერ დღეებს ისევ ვეძახი,... 
ო,გაიმეტეთ მცირედ ჰაერი; 
მცირედ იმედი,იმედი მცირედ, 
თორემ ვიხრჩობი და დასასრული არააქვს კვდომას. 
მე შეშლილი ვარ და არ ვარ გიჟი. 
აჰა,პორტრეტიც,სულის განგაშით 
ჩუუუუ... 
საიდანღაც ჩემს გულამდე ტალღების თქარუნს, 
ცისფერი წლების სილაღე მოაქვს. 
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1115 |  კომენტარები : (0)
       

 



ახლაც დაქანცული ვწევარ დარდიანი,
 მხოლოდ ხმაურია მზერაც ნაგვლიანი,
 გული ავადარის სევდა მოერია,
 საათიც არვიცი ახლა რომელია,
 ვწევარ მარტოდმარტო მტკივა და განვიცდი,
 ხან უკან მივდივარ ხან წინ და ხან ვიცდი,
 ხან ტვალებს ცრემლები ნაბიჯსაც ვერ ვადგავ,
 გული მეუნება დგეს ბოლო დგე დადგა,
 და მარტოობაც კი დგეს მარტო ვერ მტოვებს, 
ყველას დავაკლდები პატარებს ჩემტოლებს. 
გული გეტკინება შენც ცრემლი დაგახრჩობს,
 რომ მოვკვდე იტირებთქო მეგკიტხე? 
არმახსოვს. ერთხელ დავიბადე და 
ერთხელ მოვკვდები 
ახლა რის თქმა მინდა შენ მაინც ხომ ხვდები, 
თოვლის ფანტელები საფლავს რომ დამათოვს
 გულში ჩამიკრავს და სიცივით გამათბობს. 
გრუბელიც წამოვა იწვიმებს დარამდე, 
ჩემტვის სულ იწვიმებს შენთვის კი ხვალამდე, 
ეს ვიცი რომ მალე მე ვიცი და ვხვდები, 
მერე დამივიწყებ წარსული გავხდები. 
საფლავს დამიფარავს მე მწვანე ბალახი 
ხან რომ გაწვიმდება მას შეცვლის ტალახი 
ხან კი მზეც ამოვა მაგრამ რას გავიგებ, 
საფლავში დიდ დარდებს და სევდას წავიგებ, 
რამხელა დრო გადის ამხელა ლოდინში. 
ვისაც დავაკლდები სულ ყველას ბოდიში.......................



ავტორი :  გიო–_–
კატეგორია : გიორგი ხალაძე | ნანახია : 3177 |  კომენტარები : (39)
       

 



გამომიგონე...
ღამის ჩრდილიდან გამოთალე შენი ოცნება და დამამსგავსე,
მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,
უპატრონე ჩემს მონატრებას,
ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას,
რომ ჩემს ხელებზე,ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,
როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან საბოლოოდ ამომათრიოს...
გამომიგონე...
მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი,
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი
ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა
შენსკენ მომავალს.
მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ შენს გამოჩენას,
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე
და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხიე
ყველა ნიღაბი,
მე ხომ შენამდე მოვაღწიე,
მე ხომ დაგნებდი...
გამომიგონე...
შემიყვარე როგორიც გინდა,
დამამსგავსე შენს სურვილებს,
შემიცვალე ყოველი ნაკვთი..
მე ხომ უზომოდ დავიღალე
და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა.
მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები
მზეს მონატრებულ კედლებს შორის,
ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს.
დამტოვე შენთან, მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები,
მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს,
მოჰბანე ჭუჭყი...
მკითხე, თუ როგორ შემოვაცვდი ნაწვიმარ ქუჩას,
როგორ ჩამქოლეს, შემატოვეს დაღუპვას როგორ,
როგორ მივედი უზარმაზარ ფოლადის კართან,
შიგნითაც როგორ შემიტყუეს,ჩაკეტეს კარი,
როგორ ვტიროდი უსასრულო, ნაცრისფერ ზამთარს
და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბზარი.
ძველ ლოთობაზე, სიგიჟეზეც რაიმე მკითხე,
ძველ სიგიჟეზეც, ათასჯერ რომ შევცვალე ახლით,
თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ,
და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი
იტირე დიდხანს, იტირე ჩემში, ჩემს გარშემო
და კიდევ იქით...
მოვედი შენთან, დაღლილი ვარ, აღარ მაქვს სახე...
ჩემს მონატრებას უპატრონე, მაჩუქე ფიქრი...
გამომიგონე...
შეაერთე ყოველი ნატვრა, 
გამომიგონე ლამაზი და ერთგული შენი!
თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე,
შემომიტყუე, შემომიშვი მეც ამ საზღვრებში,
მხოლოდ შენს მკერდზე გამითენე ჩემი დღეები,
შეაკოწიწე ჩემი მზერა, ჩამალე შენში...
გამომიგონე...
დამამსგავსე შენს ერთ-ერთ სიზმარს,
შენს ერთ-ერთ ნატვრას, ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს...
მე შენთან ვდგავარ, მოვაღწიე, დამტოვე შენთან!
მე დაცლილი ვარ, მე შიგნიდან გამომწვარი ვარ,
არ შემრჩა ქარი და არც ცეცხლი და არც სიჩუმე,
მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს მონატრებას,
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები!
მე გამაწამა, მე ჩამქოლა კედლების ხროვამ,
გადააფარე შენი თმები ამ კედლებს, ქალაქს,
გადააფარე ჩემს სურვილებს ველური ვნება,
მოვედი შენთან, შემიკედლე, დამბანე ხელი,
მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს,
მერე ზაფხული მომანატრე...
მერე მიჩვენე, ზაფხულში თვითონ შემიძეხი როგორც ყვავილი,
შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჭრილობა,
გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი,
დამიკრიალე ეს ოცნება და მერე ჰკოცნე...
დამტოვე შენთან, მიპატრონე, მიტირე შენში,
გამომიგონე, დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1116 |  კომენტარები : (2)
       

 




შენთან,რომ ვიყო ...
დავანთებდით ალბათ ბუხარს და
ჩაის ფინჯანში ჩავადნობდი თაფლის სიტკბოებს...
არ მოვიწვევდით ყარაჩოღლებს ზურნა-დუდუკით
და არც ატლასში გამოხვეულ ცქმუტა კინტოებს...
არ ვიდარდებდით არც წვიმაზე, ქარზე, ავდარზე,
არც იმ ღობეზე ბაღჩის ბოლოს რომ დარღვეულა...
სევდა შეკრავდა გუდა-ნაბადს ბუზღუნ-ბუზღუნით
და ორღობეში გაიკვლევდა სავალს ეულად....
დამილაგებდი ჭრელ ბალიშებს ხერხემლის ქვეშ და
ჩემს შეხებაზე ოდნავ, მაგრამ დაიბნეოდი...
და როცა მზერა შეხვდებოდა ნამიან მზერას
თვალების იქით მარცვალ-მარცვალ ჩაიპნეოდი...
გაიხსენებდი პირველ სტრიქონს, პირველი ლექსის,
მრავალძარღვაში გადახლართულ მწვანე სამყურებს...
და ისე ახლოს ისუნთქებდი ვერსამყოფ ჰაერს,
რომ დააფრთხობდი ბიბილოზე ვერცხლის საყურეს...
მოგინდებოდა ათვლა, დათვლა ღილთა ჭრილების
და საფეთქელთან ცელქი ძარღვის ტუჩით დაჭერა...
ფიქრში მეტყოდი "მიყვარხარო" თითქოსდა იცი,
ხმამაღლა როცა მეუბნები, მაშინ არ მჯერა...
შენთან ,რომ ვიყო,დავანთებდით ალბათ ბუხარს და
არ მოვუწყობდით ლოდინს უკვე ახსნა-გამოცდას...
და როცა შეშა ნაკვერჩხლებში მიილეოდა
მოვიფიქრებდით ერთად ...
ერთად... რამეს საოცარს...
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 2027 |  კომენტარები : (1)
       

 



შენ ალბათ ადრეც იყავი ურჩი
და ეგ სიკერპე ჩემამდე მოგყვა,
მე შენს სიყვარულს თუ გადავურჩი
შენი წარბების სიშავე მომკლავს.
დაგინახავ და დავრჩები მუნჯი
ამელეწება სირცხვილით ლოყა,
მე შენს სიყვარულს თუ გადავურჩი
შენი ტჩების სიწითლე მომკლავს.
ამდენი ფიქრით მომძულდა თავი
შენ არ გეტყობა ფიორი განცდაც,
შენ თვალები გაქვს ისეთი შავი
რომ ეს საღამოც თეთრია მასთან....

კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1095 |  კომენტარები : (0)
       

 


ხშირად ხდება, რომ ხელოვნება იმ სფეროზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა. ეს კონტექსტის კრიზისია. როცა კონტექსტები არ ჩანს, ძნელია იფიქრო სახელოვნებო პროცესზე, როგორც ასეთზე. 
ამ ესეში მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო ქართული ტექსტებისა და კონტექსტების ურთიერთობას. 
მანამდე კი: 
პოეზიას ორი მთავარი მოწინააღმდეგე ჰყავს: რელიგია და თვითონ პოეზია. 
დავიწყოთ უკანასკნელით: პოეზია პოეზიის წინააღმდეგ. 
ქართულ პერიოდიკაში ადრეც დაწერილა იმის შესახებ, რომ არსებობენ პრივილეგირებული სიტყვები, ფრაზები, მოვლენები, რომლებიც ითვლება პოეტურად, ანუ მათი გამოყენება პოეზიაში ასე ვთქვათ, პოეზიას ხდის პოეზიად. შესაბამისად, არსებობენ სიტყვები, მოვლენები, რომელთა გატექსტება, გავრცელებული თვალსაზრისით, მკრეხელობა თუ არა, არაპოეტური მაინცაა. 
სინამდვილეში კი `პოეტური” და `არაპოეტური” სიტყვების არსებობა ფიქციაა, სიტყვას თუ მოვლენას პოეტურად ხდის კონტექსტი. რა თქმა უნდა საკამათოა თავად ტერმინი `პოეტური”, რას ნიშნავს ის? მაგ: სიტყვა `ბოქვენი” რატომ არ არის პოეტური და რა კომპონენტში სჯობს მას სიტყვა `მთვარე?” რატომ არის პოეტური `რაში” და არა _ `ჯორი?” 
უნდა მოხდეს `მეორეხარისხოვნების, როგორც ღირებულების განმტკიცება” (აკილე ბენიტო ოლივა), მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული სტატუსის ლეგიტიმაცია. შეგვიძლია ვიხმაროთ ტერმინი `second art” (სექენდ არტ) და ამით მოვინიშნოთ პოსტინდუსტრიული ლირიკის საზღვრები, რომლებსაც ბოლოსკენ ალბათ შევეხები. 
მოტივირებული კონტექსტი ნებისმიერ სიტყვას აძლევს ესთეტიკური არსებობის შესაძლებლობას. მთავარია კონტექსტი. კონტექსტის გარეშე დაწერილი სიტყვა `სამშობლო” გაცილებით უზრდელურად ჟღერს, ვიდრე სიტყვა `ტრაკი.” 
მაგალითად, ტომაზო ლანდოლფის მიერ ორგაზმის ოთხგვერდიანი აღწერა გაცილებით პოეტურია (ამ სიტყვის თუნდაც ტრადიციული განმარტებების მოშველიებით), ვიდრე მთელი `ანა კარენინა” თავისი გულისგამაწვრილებელი პათოსითა და ფსევდოინტელექტუალური განაზრებებით. უიტმენის `ყოფითი” ტექსტები, რომლებიც ბევრ ლიტერატურათმცოდნეში `დეილი ტელეგრაფის” პუბლიკაციების ასოციაციას იწვევდა, პლანეტის საუკეთესო პოეზიაა. 
პოეტმა-არტისტმა უნდა შექმნას კონტექსტი, რომელშიც აცხოვრებს თავის ტექსტებს. ტექსტი, რომელიც გაურბის კონტექსტს, კლავს საკუთარ არსებობას. ქართული ტექსტების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს კონტექსტში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ზუსტად ამიტომ სასურველია, მალე მოხდეს უკვე ნახსენები მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული სტატუსის ლეგიტიმაცია, რაც დაუბრუნებს დაჩაგრულ საგნებსა და სიტყვებს უფლებას, მოხვდნენ პოეტურ განზომილებაში. 
ნებისმიერ ნივთს აქვს უფლება, აღიწეროს. კონტექსტის მიცემის შემთხვევაში, საპირფარეშოს იხვი და `თი-ბი-სი ბანკის” 17 %-იანი განვადება ისეთივე პოეტური (ფ)აქტი ხდება, როგორც `ბჰაგავატ გიტა” და `ბალახის ფოთლები”. 
მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული ღირებულების გამტკიცებას ხელს უშლის აბსოლუტისტური წარმოდგენები პოეზიაზე, მის `საკრალურ” ბუნებაზე, შესაბამისად, პოეზიის თემად მიიჩნევა მხოლოდ `ამაღლებული” (?) მოვლენები. ასევე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს `ღვთაებრივი ინიციაციის” თეორია, პოეტის, როგორც ღვთისგან ან მსგავსი მოვლენისგან ხელდასხმული ადეპტის წარმოდგენა და ა.შ. საბჭოთა საქართველოში ჩამოსული სტაინბეკი თავის `რუსულ დღიურში” (თუ კარგად მახსოვს, ეგრე ჰქვია) წერს, თუ როგორ ვერ გააგებინა ქართველ მწერლებს, რომ იქ, ამერიკაში მწერლობა ისეთივე ჩვეულებრივი პროფესიაა, როგორც ვთქვათ, ინჟინრობა და არავინ მიიჩნევს მწერალს ერის წინამძღოლად და ღვთისგან ხელდასხმულად. ქართველებს გაუკვირდებოდათ ასეთი მიდგომა, აბა რა. ქართველი პოეტი ხომ ღვთის შიკრიკია. 
აი, ამ კონტექსტების გათვალისწინებით უამრავი ლექსი ზედმეტად `სერიოზულად” იწერება. 
ავტორი ძალიან სერიოზული სახით ეკიდება თავის საქმეს მაშინ, როცა პოეზია პლანეტის ყველაზე არასერიოზული საქმიანობა. 
პოეზია თამაშია. 
პირველი პოეტი-პერფორმერები _ ბერძენი აედები, რომლებიც ცეკვა-სიმღერით ლექსავდნენ, რას იფიქრებდნენ, რომ ოდესმე პოეზია ასეთი ტვინის ჭყლეტის ობიექტი იქნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ თავიანთივე ნამღერ პოეტურ კონტექსტში და ამაში `კაიფს” იჭერდნენ. ეგ იყო და ეგ. 
10-იან წლებში ავანგარდისტების მიერ შემოგდებული `ფსიქიკური ავტომატიზმის” პრინციპი რეალურად დიდი ხნის წინ ანტიკურ ცივილიზაციაში განხორციელდა, როცა ღვინისა და გარუჯული ბერძენი ნაშების თანხლებით ექსპრომტად იმღერებოდა ლექსები. 

`სადაც კარგი ბარებია,
გოგო დაგიბარებია,
ისე დაგიბარებია, 
როგორც დაგიბარებია.”

ვახტანგ ჯავახაძის ეს ლექსი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც საერთოდ მეოცე საუკუნეში დაწერილა. იმიტომ, რომ დაწერილია პოეტი-მოთამაშის მიერ და ტექსტიც ცხოვრობს შესაბამის კონტექსტში. ცხადია, ეს არაა ინტელექტუალური პოეზიის კონტექსტი, როგორც მაგ: ხარანაულის `წიგნი ამბა ბესარიონისა” ან ბარბაქაძის `ლოგიკის მონატრება”. ამ პოეტებს სხვადასხვა კონტექსტები აქვთ და ყველა მათგანი ზუსტად იცავს თავის ტერიტორიას. მაგრამ ასეთი ზუსტი კონტექსტები ძალიან მცირეა ქართულ ლიტერატურაში, რისი მთავარი განმაპირობებელი, ჩემი აზრით, არის ავტორების სურვილი, იყვნენ ფილოსოფიურები. შედეგად ვიღებთ კვაზიინტელექტუალურ პოეზიას, ან უკიდურეს შემთხვევაში, ცუდადგარითმულ `წმინდა გონების კრიტიკას”.
პოეტური `ეგოს”-ს პრეზენტირების მიზანმიმართულად ფილოსოფიურ-ლირიკული მეთოდი ფიასკოთი დამთავრდა. 
`ქართული” რილკე ვერ შედგა. 
ოთარ ჭილაძის ლექსები არის ცხადი ნიმუში პოეზიაში მიზანმიმართული ფილოსოფიურობის კრახისა. მსგავსი შაქარყინულოვანი, მონოტონური ფილოსოფიურობა ძალიან იოლი პოზა გახდა. ფაქტია, რომ მათით შეყვარებული თინეიჯერები სიამოვნებით იმესიჯებენ, მაგრამ ამ ტექსტების შემოქმედებითი ეფემერულობა გარდაუვალია. ამავდროულად, სრულად ვეთანხმები აზრს, რომ ჭილაძემ მოახერხა, შეექმნა ჩვენი დროის საუკეთესო მონუმენტური პროზა (არა მარტო ქართული მასშტაბით). პროზაში მისი ფილოსოფიური ნარატივი ძალიან მაღალი პილოტაჟის ნიმუშია.
როგორც უკვე ითქვა, ჩვენთან კონტექსტის კრიზისია.
ამიტომაც ქართული მწერლობა ისევ არის ბაყაყი და სამწუხაროდ, ჯერ ერთი ბებრუხანა პრინციც კი ვერ მოიძებნა, რომელიც მას აკოცებდა და მზეთუნახავად გადააქცევდა. 
ქართულმა ლიტერატურამ უნდა დაივიწყოს `მაღალი” იდეალები, უნდა დაივიწყოს `სამი სტილის თეორია”, უნდა დაივიწყოს `დიადი” ლიტერატურული მემკვიდრეობა, უნდა დაივიწყოს შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი... და ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება მის თანამედროვე არტში ინტეგრირებაზე საუბარი. რაც მთავარია, ტექსტები უნდა გახდეს ადამიანური, ძალიან ადამიანური. ადამიანურში არ ვგულისხმობ ჰუმანურს (როგორც ამას მისი ეტიმოლოგია გვაიძულებს), უფრო პირიქით. თავის მხრივ, წარსულის დავიწყებაშიც არ იგულისხმება მისი არგამოყენება, ესეც პირიქით. გამოიყენე და დაივიწყე, ან პირიქით: დაივიწყე და მერე გამოიყენე. ეს წარსულის რეექსპონაციაა.
წარსულის შეცვლა შესაძლებელია. ესაა მისი ინტერპრეტირება, რევიზირება, რეექსპონირება. ჩვენ წარსულს უნდა გამოვუცხადოთ უნდობლობა, სხვანაირად მისი სრულფასოვანი ექსპლიცირება ვერ მოხდება. `ვეფხისტყაოსნის” მიმართ ქართველი ლექტორ-მასწავლებლების რელიგიურ-ეგზალტაციური დამოკიდებულების გამო დღემდე ეს წიგნი საერთოდ არ შეფასებულა. საჭიროა, უარვყოთ `ვეფხისტყაოსანი”, გამოვუცხადოთ მას სრული უნდობლობა, დავცინოთ, აბუჩად ავიგდოთ... და ამის შემდეგ დავიწყოთ მისი შეფასება (ან (გა)დაფასება). და ასე უნდა მოხდეს ყველა საკრალიზებული წიგნისა თუ სხვა კულტურული კონცეფციის გადახედვა. მარინეტისგან განსხვავებით, ჩემი ეს აზრი მხატვრული მემკვიდრეობის პრაგმატულად შეფასებას ემსახურება და არა _ მის განადგურებას.
ბარიერი #2: რელიგია.
ამთავითვე ხაზი გავუსვათ, რომ წერა ათეიზმია. ეს არ ნიშნავს, რომ პოეტი აუცილებლად ათეისტი უნდა იყოს. თვითონ პროცესია ათეისტური. წერო _ ნიშნავს, იყო თავხედი, არ ითვალისწინებდე ტაბუებს (სოციალურს, ლინგვისტურსა თუ რელიგიურს). 
პოეტის მხრიდან რელიგიური თემების ჰერმენევტიკა მხოლოდ ისეთი შეიძლება იყოს, როგორიცაა ანჟეი ბურსასთან: 

`მე მწამს ყველა სახელმწიფოს რელიგიები 
მწამს ერთდროულად ყველა იდეალი 
ისე როგორც იმათი უგუნურება ვინც ისინი მოიგონა” 
(მთარგმნ. დ. ბარბაქაძე) 

ვინც ხელოვნებას ღვთაებრივ ინიციციად მიიჩნევს, მას გაუჩნდება კითხვა, თუ რატომაა წერა ათეიზმი, ან როგორ შეიძლება ის, რაც ღვთისგან მოდის, ათეიზმი იყოს. ჯერ ერთი, ძნელი დასამტკიცებელია, ღვთისგან მოდის თუ არა, და მეორეც, გავიხსენოთ, რომ `ღმერთიც კი ზოგჯერ ათეისტია” (ვგულისხმობ ეჟი ლეცის ერთ `დაუვარცხნელ აზრს”, რომელიც დაახლოებით ასე `ჟღერს”).
თუ ასეთი თავისუფლება ვინმეს უზნეობად მიაჩნია, ვკითხავ: რას ნიშნავს ზნეობა ლიტერატურაში? ეს იგივე ხომ არაა, რაც წიწაკა მარწყვში? 
ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ხელოვნება იმ კონტექსტზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა.
ხელოვნება იწყება იქ, სადაც მთავრდება ზნეობა.
პოეტური კონტექსტი ზნეობისაგან გასვლას ითხოვს, ვინაიდან ძნელია, ერთდროულად ორ ცხენზე იჯდე. ძნელია, აღწერო თუ როგორ უხეთქავს თავს უმწეო დედაბერს ეგზალტირებული რასკოლნიკოვი და ამავდროულად იფიქრო, მორალური ასპექტით რამდენად გამართლებულია ამაზე წერა. ძნელია, პერსონაჟს ათქმევინო, ქრისტე სულელიაო (როგორც ეს ნობელიანტმა სარამაგომ გააკეთა) და მერე თავი იმტვრიო, ზნეობრივია (ან ქრისტიანულია) თუ არა ამაზე წერა. დიდაქტიკა დავუთმოთ სასულიერო პირებს და დაწყებითი კლასის პედაგოგებს. 
შელი ძალიან სამართლიანად აღნიშნავდა, რომ ის, რაც კარგია პროზაში, გულისამრევია პოეზიაში. ავტორი გულისხმობდა დიდაქტიკურ-მორალისტურ ტენდენციებს პოეზიაში, ასეთად ვთვლი აფორიზმებს `ვეფხისტყაოსანში” (მორალისტურ პროზაზეც იმავეს ვიტყოდი.). 
პოეზია, რომელიც ზნეობას აფარებს თავს, ყალბია.


დიდხანს ვისაუბრე ავტორ(იტეტ)ებზე, ორი სიტყვით შევეხები ჩემი თაობის ფართო წრეებში ჯერარცნობილ პოეტებს (არტ-ჯგუფები `ლაბორატორია”, `ვარდისფერი ავტობუსი”, `ლილ”, ცალკეული თინეიჯერი პოეტები), რომლებიც ზუსტად ამ უკანასკნელი მიზეზის (ჯერარცნობილობის) გამო არიან გაცილებით თავისუფლები. მათ ჯერ არ ბოჭავთ საზოგადოების მიერ მათზე შექმნილი წარმოდგენები. შესა ... [~~სრულიად ნახვა~~]

კატეგორია : ლექსები | ნანახია : 3397 |  კომენტარები : (0)
       

 



სამი უძლიერესი ლექსი გიტარაზე !




კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1960 |  კომენტარები : (3)
       

 



ეს ალბათ ყველამ იცით მარა მაინც იდოს 



კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1477 |  კომენტარები : (0)
       

 




ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"
მე კი ვაგრძელებ :

მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის ,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის...

ცოტა ხნის შემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ,
ვიყიდი ვარდებს, ახალ ნაკრეფს ისევ ნამიანს,
ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ-ნელა ავალ
და მივადგები ამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს..

კარებს გავეღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია,
იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია,
და გავჩერდები ნაძვის ძირში მე ერთ საფლავთან,
ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან...

ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე
ეჰ... რა უზომოდ მომენატრე ნეტა იცოდე,
დღეს იუბილის მოსალოცად ამოგიარე,
გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1130 |  კომენტარები : (0)
       

 



მითხარი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი
საიდან და სადამდე დაიწყო,
მიმაბრუნე იმ მხარეს, სადაც ადამიანები დგანან და
ნახევრად გადაქცეული შენობებივით იყურებიან.
რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინათ
მიატოვეს მაცხოვრებლებმა
და დგანან ასე
გაცვენილი სახურავებით
ჩამოშვებული ფანჯრებით და
დამტვრული კარებებით
და მათში უკვე ღამის პეპლებიც აღარ შედიან.
სადაც ძირს ყრია ფოტოები
როგორც სიტყვა სიყვარული
რომელსაც წამკითხველი აღარ ჰყავს და
კარგავს თავის მნიშვნელობას.
მითხარი, საიდან და სადამდე დაიწყო ეს ყველაფერი
და მე გეტყვი, რომ ასე გრძელდება
სახლის თეფშებივით ნახმარი ხელებით
ყოველღამე მითვალიერებ
მეორადი მოხმარების გაცრეცილ შეგრძნებებს
და ასე ნახევრად ცარიელი,
ნახევარმთვარესავით ვახერხებ ღიმილს
ამ ვარსკვლავებით დაჭიმულ ღამეს.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1016 |  კომენტარები : (0)
       

 




როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას,
შენი ცხოვრებაც ასე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება

ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება,
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება.

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება,
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება.

რომც დაგარწმუნონ რომ იღუპები,
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება,
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება.

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება,
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნბება.

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება.
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1881 |  კომენტარები : (7)
       

 





სადმე წამიყვანე მთების იქეთ
ვნახო ხავსები და გავიღიმო...
მინდორს ავაცალო სამყურები
აგე გულისპირზე ავიღილო...
სადმე ამატარე აღმართები
მაჯა დამეღალოს ნატარები...
სადმე წამიყვანე გემით ,ანდა
რელსებს მიწებებულ მატარებლით...
სადმე წამიყვანე, უშენობა 
სადაც არ ერქმევა სულ არაფერს...
დილით დამაძინე შენს მკლავებში
კოცნით გამაღვიძე შუაღამეს...
სადმე წამიყვანე სანამ წლების
თავზე დამტყდომია დაზამთრება,
სანამ მიხარია წეროების
თბილი ქვეყნებისკენ გადაფრენა...
სადმე წამიყვანე...
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1187 |  კომენტარები : (0)
       

 


როინ აბუსელიძე  მამა პეტრეს პოეზიის საღამოზე ,

გთავაზობთ ვიდეოს ერთ - ერთ ლექსს 


კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1379 |  კომენტარები : (0)
       

 


სახურავებზე ელვა აზის ბებერ ანტენებს,
დახეთქილ მინებს გაუჩრიათ პირში ფარდები,
ქართულად წვიმს და შენ სიკვდილთან ღამეს ათენებ,
მერე კი, როგორც ცუდი ფილმი, ისე მთავრდები.

რადგან იცხოვრე შენი გზით და სხვისი წესებით,
წუთი-სოფელშიც ოცი წელი ისე გივლია,
თითქოს მსოფლიო შეისრუტე, ხოლო ლექსების
მცირე რვეულში გადაწერე მთელი ბიბლია...

წვიმს უნიათოდ, ოთახში კი წვეთავს ნიათი,
წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის არყოფნის,
ხოლო სურვილებს იმოდენა სივრცე მიართვი,
გრჩება შეგრძნება, რომ სიკვდილი გაქვს და არ გყოფნის.

მაგრამ, სანამდის საფეთქლები სტრიქონს გაცრიან,
ალბათ აჯობებს, ტრომბონებში რომ გადმოერთო
და თუ მუსიკას ირჩევ ლექსში თექვსმეტმარცვლიანს,
ასე გამოდის, სხვის დაკრულზე ცეკვავ პოეტო,

ან მეორდები, ანდა ელვა ბებერ ანტენებს
ისევ აწვალებს. შენ მაჯებზე გაზის მიზნები,
ზიხარ ზოგადად და ღამესთან ღამეს ათენებ,
ყოველ დილით კი ერთი დღით და ლექსით იზრდები.
კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1208 |  კომენტარები : (0)
       

 



ზიხარ ფანჯარასთან სახით 
ლოიალურ, 
გარეთ წვიმებია, შიგნით 
წყვეტილები, 
რაღაც სასაცილოდ ტირის 
როიალი, 
რაღაც სასაცილოდ წვიმს და 
მეტირები. 

კედლის კალენდარზე ზამთრის 
ფორმატია, 
თეთრი სუფლიორიც მალე 
მოგვაკითხავს, 
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა 
რომანტიულს, 
წვეთიც რომ არ არის შენში 
რომანტიკა. 

სურს რომ დედამიწა ტანზე 
დაგახაზოს, 
ისე სადისტია ჩემი 
ამბიცია, 
ოცდათვრამეტი და კიდევ 
სამი ხაზი, 
ანუ ავად ვარ და ანუ 
ამიწია – 

სიცხემ, საკუთარი თავის 
ემიგრანტი, 
მერქვა დეკემბერიც სისხლში 
მიჟონავდა, 
მაგრამ გეფიცები რაც შენ 
შემიყვარდი 
სიცხეს გულის მხარეს აღარ 
ვიზომავ და... - 

რაღაც სასაცილოდ ტირის 
როიალი, 
რაღაც სასაცილოდ წვიმს და 
მეტირები, 
ზიხარ ფანჯარასთან სახით 
ლოიალურ, 
გარეთ წვიმებია, შიგნით 
წყვეტილები. 

კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1246 |  კომენტარები : (1)
       

 





მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან ფოფოდიები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და მათი ცოლები,
დგებიან ადრე და კაბებით იმოსებიან.

თუმც პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და
ღმერთის სურნელი იბადება ანუ პურიდან,
ცოლებს მოძღვართა, ყოველ დილით, ყოველ საღამო
მათხოვრები და მტრედები რომ ეობლებიან,
ისმის სიცილი და ტირიან ფოფოდიები, 
ფოფოდიები მკერდმოჭრილი დედოფლებია...

ნუ შეგვიყვანებ განსაცდელსა გვიხსენ არამედ,
მალე ღამდება, ასე ჩანს და ვამბობთ გარედან,
ფოფოდიები მიჰყვებიან მოძღვრებს კარამდე,
ან მოჰყვებიან და დაღლილნი ვნებას მოწოლილს,
დაიოკებენ, თან იძინებს მთელი პლანეტა,
როცა კოცონთან სხდებიან და თბება კოცონი -

მათი აურით, მივუტევებთ ვითარცა ჩვენ და 
სუნთქავენ მანამ, ჰაერს ღეჭავს სანამ სატანა,
სანთლის შუქზე კი ჩრდილები და ღამე კანკალებს,
იზრდება სითბო ბინაში და ბინაც იზრდება,
დღეს დაღლილები დაწვებიან ფოფოდიები,
დაწვებიან და ღვთისმშობელი დაესიზმრებათ. 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და 
განსხვავდებიან სხვა ქალთაგან მღვდლების ცოლები,
პირჯვარს სახავენ ღრუბლებიდან მიწის ბინადართ
ანგელოზები, ოთახში კი მიმოზებია,
დგებიან ადრე მოძღვრები და ფოფოდიები,
დგებიან ასე და კაბებით იმოსებიან.
კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1181 |  კომენტარები : (0)
       

 




ღამეა სხვათა შორის 
განცდათა შეჯერება, 
რთულია უსაშველოდ 
პოეტის განაჩენი, 
ძალიან არაფერი, 
უბრალოდ მეწერება 
და ახლა მამასავით 
მაკლია მამაჩემი. 

ქარი ზის ფორთოხლებზე, 
ფანჯრისკენ მივტრიალდი, 
იმედი თუ იმედობს 
იქნება დანარჩენიც, 
დავდივარ ქუჩებში და 
ვრწმუნდები იშვიათი, 
ძალიან უმნიშვნელო 
ქუჩაა მამაჩემი. 

გავლენით არავითარ, 
ვაგრძელებ ჩვეულებრივ, 
ქრონიკას რეალობის 
ტოტები ავაჭერი, 
ვიღაცას არ ჯერავს 
და 
მე მართლა გეუბნებით 
აი ეს ეპოქაა 
(მარტივად) მამაჩემი. 

ცხადია როგორც წესი 
ლექსებიც ბერდებიან, 
შენ უკვე დამარცხდი და 
კუთხეში აიტუზე, 
მამებიც შიგადაშიგ 
ცოცხალი ხეებია 
და ქმნიან გარდაცვლილი 
მამების ჰაბიტუსებს. 

ბავშვობას უმარილო 
კადრებად ვალაგებ და 
მშორდება იშვიათად 
რაღაცა ირონია, 
სხვას თავი დავანებოთ 
არც მეტი, არც ნაკლები, 
საბრალო მამაჩემი, 
აი ეს სტრიქონია. 

ღამეა გეფიცები 
განცდათა შეჯერება, 
რთულია უსაშველოდ 
პოეტის განაჩენი 
და ასე უმეტესად 
ძალიან მეწერება 
და ასე იშვიათად 
მეც მქვია მამაჩემი........................
კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1129 |  კომენტარები : (0)
       

 





იმ დილით ქალაქს ეპითეტი 
ჰქონდა ასობით,
გამყიდველები მაღაზიის 
ვიტრინებს რთავდნენ,
მანქანებივით იდგა ცაში 
ღრუბლის საცობი,
ცისარტყელა კი 
გაფუჭებულ შუქნიშანს ჰგავდა.

წვიმამ ქუჩაზე მიახატა 
დეკემბრის ლოგო,
მიწას სისველე დამჩნეოდა 
ცივი ოფლივით,  
სეზონი იყო საორჭოფო 
კროსვორდი როგორც  
და კითხვითნიშანს ჩამოჰგავდა 
ტალღის პროფილი.

მერე დაღამდა, უშენობას 
მე ვეღარ ვძლიე,
ვუსმენდი მთვრალი 
კლავიშნაკლულ ზამთრის როიალს,
წუხელ ბათუმში მთელი ღამე 
ციოდა ძლიერ
და დილით მითხრეს, 
რომ თბილისში მოუთოვია...

კატეგორია : როინ აბუსელიძე | ნანახია : 1130 |  კომენტარები : (0)
       

 



ნუ მომატყუებ რომ სინანული, ყველა სევდას და დარდებს წალეკავს,
დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს....!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები,
ახლა არ გჯერა მაგრამ დრო მოვა და..მტკივნეული დარდი ვიქნები.....
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია.
სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე და ღმერთი რატომ გამიხსენებდი, ვინ ვიყავ შენთვის?!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას,და სხვის კოცნაში არ გახსენდები....
მაგრამ მერწმუნე ის დღეც დადგება,რომ სიგიჟემდე მოგენატრები........
კატეგორია : ლექსები | ნანახია : 1106 |  კომენტარები : (1)
       

 





ბებერი ხარია საქართველო, ბებერი ხარის ხომ რქანიც ეწევიან...
ბებერი ხარია საქართველო და მისი ბებრული ცრემლები ბელტებად მეცემიან.
ჰოი რა გატირებს ბებერო ნიშა ხარო, ამაზე ბნელი ღამეც გითევია
ბევრჯერ გყოლია მეხრე უხეირო, გუთანი მაინც ერთგულად გიწევია. 
კატეგორია : ლექსები საქართველოზე | ნანახია : 2149 |  კომენტარები : (0)
       

 



დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა, 
ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი.
რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო"
მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"

მე შენს ბუჩქებში ვით ჩამოვხდე გზას ვეშურები, 
ღვინოს არ დავლევ, გავიჩქარებ, ძილიც არ მინდა.
არაგველებო, წამოდექით არაგველებო,
ცხელი გულღვიძლი ამოჰგლიჯეს მტრებმა ამირანს.

დარდიან თვალებს აღარ ულხინთ შენი მშვენება,
დაბერებულა ანანურთან მზევარის ბიჭი.
სიკვდილი მინდა, ჰო, სიკვდილი მეადვილება, 
მე ვერკვლის ციხეს დღეს ნაძრახი სიცოცხლე მიჭირს. 

კრწანისის ბოლოს ყაყაჩოებს ჩაუმუხლიათ
ორასი წლისა სისხლი აწვიმთ ბეჩავებს მხრებზე
ეჰა არაგვო, ჩემი ისევ ფიქრის ფიქრი ხარ
და ბედი ჩემი დაწინდული ქართლისა ბედზე. 

დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა, 
ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი.
რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო"
მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"
კატეგორია : ლექსები საქართველოზე | ნანახია : 2048 |  კომენტარები : (1)
       

 





გადაწერეთ შეაფასეთ ძალიან მაგარი ლექსია..


P.S : ლექსი არის აკრობატის ფაილში !







კატეგორია : ლექსები საქართველოზე | ნანახია : 1724 |  კომენტარები : (0)
       

 





მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა,
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.

დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…

მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს…

მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:

"ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!..

„ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო,
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.

„წინ მომეგებნენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი
მოკაშკაშ-მელვარეო.

„გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო,
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლა გამიხარეო!..

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!..

„ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო…
და რო მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:

„დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!"


კატეგორია : ლექსები საქართველოზე | ნანახია : 1430 |  კომენტარები : (0)
       

 


სამი დიდი ოკეანე
გარე უვლის ნათელ მხარეს!
მთვარიანი და მზიანი
ზეცა აფრქვევს სიანკარეს.
ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო -
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ!

ასწით კავკასიის ფარდა! -
ეს ამერი და იმერი,
მისი „ხელი ხმალს იკარ" და
მისი „მრავალჟამიერი".
მიყვარს მარად მხნე და ძმური
ის გურია და სვანეთი,
თუში, ფშავი და ხევსური,
აჭარა და თრიალეთი.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს უფლებას,
შენს უფლებას სისხლით ვიცავ!

აღმოსავლეთ-დასავლეთის
გზა მიხვეულ-მოხვეული,
იავნანა მეგრელ დედის,
აფხაზური, მოხევური,
... [~~სრულიად ნახვა~~]
კატეგორია : ლექსები საქართველოზე | ნანახია : 4198 |  კომენტარები : (5)
       

 



მან მიატოვა პატარა გოგონა,
მერე მოვიდა მითხრა,
შენ მიყვარხარო და შენთან ერთად 
ბედნიერება მინდა.
მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს,
ახლა გაიგებს თუ როგორია,
რომ მიგატოვებს ვიღაც.
უცებ შეებრალა პატარა გოგონა,
სასწრაფოდ ეძებს ბინას,
იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს.
ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები
ვეღარ მიმხვდარა რა ქნას,
მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე 
მუშტით დააყრის მიწას.
–ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას? 
ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული.


ავტორი : ლიკა შამათავა.
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1612 |  კომენტარები : (4)
       

 




ვუცქერ მყინვარს და გული მტკივა ამ ცხოვრებაზე... 
შეხედვა საკმარისია მასზე, რომ მოსწყდე რეალობას, ოცნების 
მორევში გადაეშვა... როგორი სისპეტაკე და სილამაზეა... ყველაფერი ჰარმონიულის შერწყმა...
        ოჰ, როგორ მიზიდავს იგი თავისკენ. თითქოს მეუბნება: 
შენი ვარ, შენი,... მოდი, მომიახლოვდი და შემიგვრძნე მთლიანად”... 
მაგრამ?! სიშორე... დიდი მანძილია ჩვენს შორის... ხედავ,.. გგონია 
რომ აქვეა, შენთან, თითქმის შენში... დაფიქრდები და... რა სიშორეა... მიუწვდომელია ლამის... 
        .. იქნებ იმიტომაც მიზიდავს ესე, რომ იცის ვერ ‘მივწვდები” ვერასოდეს... ეს ხომ სიყალბეა... შენს მიუწვდომლობაში თუ 
დარწმუნდები, გული უნდა გეტკინოს, არა თუ გაგიხარდეს,. 
რადგან უნდა იყოს თუგინდ ერთი მაინც, რომელიც შესძლებს 
შენთან მოახლოებას, თორემ მარტოობა დაისადგურებს 
შენში, რომელიც მთელი ცხოვრება გაგტანჯავს; 
ბედნიერებას კი არასოდეს არ მოგიტანს... ესეთი 
ცხოვრება კი განა ცხოვრებად ღირს?.............
კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 957 |  კომენტარები : (0)
       

 


უსერიოზულესი ლექსია ! უსმინეთ და დატკბით !

ნიკა ქვია მემგონი მაგრად ყვება თუ იცით ვინაა დაწერეთ 


კატეგორია : LOVE ვიდეო | ნანახია : 2916 |  კომენტარები : (6)
       

 






ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი ,როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

მას მეოცნებე მკითხველის ნაცვლად
ესალმებოდა დახრილი კედრი,
ფრთხილად დაეცა ნაწვიმარ ასფალტს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

აყვითლებული,პაწია,ციცქნა,
გვერდი ,რომელიც არავის ერგო,
მკვდარი ჩიტივით დაეცა მიწას,
მკვდარი ჩიტივით ასფალტზე ეგდო.

მას კითხულობდა შრიალით ვერხვი,
სხვა მეოცნებე მკითხველის ნაცვლად,
შენც დააბიჯე,ძვირფასო ,ფეხი,
ვერ შეამჩნიე ტალახში ალბათ.

ღამენათევი პოეტის თვალებს
დაღალულ ფიქრთა მოადგა ცრემლი:
სიკვდილი ტკბილი,სიკვდილი მწარე,
აუხდენელი ოცნებით მწველი.

სიცარიელეს ვატარებ მკერდით,
ახლა ვიგრძენი არყოფნა სრული,
ამოხეული წიგნიდან გვერდი
იყო მწუხარე პოეტის გული.

ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი
და ჩემი გული ასფალტზე ეგდო,–
ამოხეული წიგნიდან გვერდი,
გვერდი ,რომელიც არავის ერგო.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1185 |  კომენტარები : (3)
       

 




ისევ თქვენ გწერთ,გევედრებით ნება დამრთეთ
კიდევ ერთხელ,მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ,
არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ
თუ ამ წერილს წაიკითხავთ,ქალბატონო.
გაწყენინეთ?თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი,
თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ
მაპატიეთ,მეკადრება,ბოდიშს გიხდით,
მომიტევეთ,მომიტევეთ ქალბატონო.
მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები,
მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ,
დამიჯერეთ,ყველა წმინდანს გეფიცებით,
დაგივიწყებთ,მეც ოდესმე დაგივიწყებთ.
რაც კი დარჩა უთქმელი და სამახსოვრო,
ეხლა მინდა გაგიმხილოთ მშვიდი დარდით,
ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ,
აი,სწორედ ,სწორედ მაშინ შემიყვარდით.
ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო,მომაგონდით,
უცნაური მწუხარებით,მკრთალად,მღვრიედ,
გახსოვთ ის დრო,ყველაფერს რომ მპატიობდით,
ეხლა კიდევ,ეს წერილიც მაპატიეთ.
ვწუხვარ...
უკანასნელ სალამს განდობთ,
ეხლა უნდა სამუდამოდ მიგატოვოთ,
მაპატიეთ,მომიტევეთ,დიდად გმადლობთ,
დიდად გმადლობთ,რომ მიყვარდით ქალბატონო...

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1344 |  კომენტარები : (1)
       

 



მე თქვენ გიძღვნიდით უმანკო მზერით
ბინდისფერ თვალებს,ოცნებებს,სიზმრებს.
მე ვიყავ მეფე და დიადემით
მოკაზმულიყო გრძნობათა სიბრძნე.
თვალახვეული შეცნობის პირას
დგას თქვენი ანრი ტკივილით,დაღლით.
მას დიადემა კიბეზე მიაქვს,
მას ცარიელი დახვდება ტახტი.
ის მორჩილებით სინანულს დასძლევს,
ჩაიკეცება ლოცვებში ფრთხილად,
სიყვარულისთვის დანგრეულ ტაძრებს
უფრო დიადი სიწმინდე ჰქვია.
მეც ეშაფოტზე სიწმინდე გამაქვს,
გამეფებული გრძნობათა სიბრძნით.
ვგრძნობ საფეთქელთან სასტიკ იარაღს
და თქვენ ,ძვირფასო,გასროლას გიძღვნით.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1245 |  კომენტარები : (0)
       

 



გალაკტიონს ნუ მიკითხავ ,დამღალა.
გაიტანეთ ოთახიდან წიგნები!
ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,
შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.
მინდა შენი ფერიების სიმღერა,
რომ მთვარეულს ბოლო მთვარეს გპარავდე.
დამასიზმრე მზის ფიალა სხივება,
მიმიყვანე შორი ტაძრის კარამდე.
დავასრულე ფუჭი ღამის ტრაური,
ალიონის დიად სივრცეს ვეღირსე.
გამოაღეთ კარიბჭენი ტაურის,
ვაგვიანებ ანგელოზთა მეჯლისზე.
ფიქრმა ქუჩა ტირიფებად დახარა,
ოთახიდან გატანილი სამყარო.
სახარებას ნუ მიკითხავ,დამღალა...
მზეზე მინდა გესაუბრო,მაღალო!
მინდა ღამე,ოღონდ ღამე უძილო,
მინდა მთვარით ცას დასმული წერტილი,
მინდა ფიქრი,ტბაზე ჩემი უძირო,
ზეცა მინდა,ოღონდ ფეხქვეშ თელილი.
მიწის გუნდას მზით ამოთხრის სიღრმიდან
გუმბათებზე სხივთა ცეკვა უგალობს.
იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა,
თავმდაბლობა ნახე მისი, უფალო.
დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა,
დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები.
ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,
შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1621 |  კომენტარები : (1)
       

 



ბრმად მლოცველებმა
ამაყი რწმენის ალესილ ფრჩხილებით
თავისუფალთა ღირსება დაკაწრეს
და მონათლული შობისას შვილები
სამგლოვიარო თავშლებში აღზარდეს,
მოინანიეს ისეთი ცოდვები,
რომ ღვთის წყალობა დალიეს ბოლომდე,
მარმარილოთი,რკინებით,ბროლებით,
ცათა შეწევნით სამყოფელს გლოვობენ.
მბრძანებელთათვის მონობენ მონები,
მაგრამ მეფენი მონათათვის კი არ მეფობენ...
თქვენ ბრმად მლოცველნო,სიწმინდე გაცდენთ
თაყვანის ღირსი,
რადგან არ იცით,რომ ცოდვილთათვის აგებენ ტაძრებს 
და არა ღვთისთვის.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1184 |  კომენტარები : (2)
       

 



ლექსს ვკითხულობდი,ნერვიულად,კისრამდე აჭრილს.
სადაფისფერი ნაჭრით დამახურეს სიზმრებმა ძილი.
მეწვია განცდა,ღამენათევ ფიქრებით აცრილს.
ფორტეპიანოზე თითის აკვრა–ძალიან ფრთხილი.
ვსუნთქავდი აპრილს,ნისლოვანი საღამო მსურდა.
დუმილით შეწყდა ზამთრის სუნთქვა,ფიფქების ვალსი.
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა
შემორჩა აპრილს...
შენს სიზმარეთში ნაოცნებარს მოვგავდი აჩრდილს,
თვითმკვლელი მზერით,უთქმელი სიტყვით,ნაბიჯით თუნდაც,
ლექსს ვკითხულობდი ნერვიულად,კისრამდე აჭრილს...
ვსუნთქავდი აპრილს,შენ თუ გრძნობდი ამ სულელ სუნთქვას
და მხოლოდ ფიქრი,მხოლოდ ფიქრი–მოკვდავი აზრი,
დაკარგვა სიტყვის,იმედების,ღიმილის თუნდაც.
შეუნდეთ აპრილს კიდევ ერთი ფიფქების ვალსი,
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1262 |  კომენტარები : (2)
       

 




ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს,
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.

კითხულობს პრესას,კაფეებში აღარ სვამს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის,
ისეთი ძუნწი,ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.

მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე.
იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს,
მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.

ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,–
გადაუღებელ წვიმებს ნატრობს,ოცნების წვიმებს.
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1189 |  კომენტარები : (0)
       

 




იყო ბნელეთი და მისი ყოფნა მარადიული.
ეს იყო სწორი,მაგრამ მოვარდა გრძნეული ქარი
და ქარიშხალი,უეცარი–აღელვებული,
იშვა სიცოცხლედ ყოველივე ყოფის მღელვარი.
დღეს ყოფა არის მოუხდელი დანაშაული,
დამნაშავე კი ის არის,ქარი,მღელვარე ქარი.

ნუ აგებთ ძეგლებს დიდ სახელთა პატივსაცემად,–
მარადისობას ვეღარ შექმნით უღირსთ ხელებით.
თქვენ მეფე არ გყავთ და ყველაფრის გარდაცვალება,
უმწყემსობისთვის წუთისოფლის ყოფას მოელის.
ძეგლს ნუ სცემთ თაყვანს,ამ პატივის განსახიერად.
მომაკვდავია ყველაფერი ,რაც არს შობილი,
დასამშვენებლად ამსოფლიურ ძეგლთა სასახლის
რაც არს ნაგები,ნაშენები,მკვეთრად ვიხილე.
მათ ჩაეხვევა მგლოვიარე სიღრმე სამარის,
ზედ მოედება უსაშველო ლოდთა სიმძიმე,
უკვდავი არის მხოლოდ ის,რაც იყო მარადის,–
დაუნგრეველი ბნელეთი და მისი სიმშვიდე.

მისი არყოფნის მოედება სოფელს დუმილი,
ამაოებად აღიქმება ქართა სიღელვე,
არარაობა არის სწორი და განზომილი,
რადგან არყოფნით სრულყოფილარს სიცარიელე.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1235 |  კომენტარები : (1)
       

 




სივრცე ილევა,უიმედოდ,ძალიან ჩუმად,
ბარის ესთეტიზმს მკრთალი შუქი მატებს სინაზეს,
აწვდის "პორტსიგარს"მეგობარი ნერვიულ სტუმარს
და მონოლოგიც წამით წყდება მორიგ სიტყვაზე...
იქნებ სიზმრებმა გაგიმხილონ ჩაკლული ფიქრი,
იმ თეთრად ნათევ ღამეებში დამტკბარ განცდებად,
ალბათ ქალაქი იმალება ამ ფარდებს იქით
და ჩუმი ბაღი ფოთოლცვენით ნაღვლიანდება.
როდემდე მღლიდეს,ღირდეს მაინც გული სათრევად!
ცა ნაბიჯებით მოზომილი დიადს არ ჰგავდეს.
მთვარეს პერანგი ავახიე ღამის სათევად
იქ,სადაც ბაღი გაძარცულა შემოდგომამდე.
ამ სიჩუმეში აღარ დარჩა უკვე ცინიზმი,
გერდას ბაგეზე ვაშრობ ყინულს ზამთრით მონატანს,
ღამე ნისლებში დაიმსხვრევა მთვარე–თილისმით
და მკვდარი ჩრდილით აატირებს უხმო სონატას.
ზეცა მზეს კრძალავს,უმნიშვნელო სიცოცხლის გამცემს,
დანკოს გმირობით,ილუზიით მნათობ სინათლეს.
მწუთხე ტკივილი ენაცვლება ავადმყოფ განცდებს
და ფერფლად წყდება მორიგ სიგარეტს

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1021 |  კომენტარები : (1)
       

 



უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს,
მაესტროს მორალი ყელში მაქვს გაჩრილი,
მინდა, რომ სიბილწემ აზრები არიოს,
შურისგან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი,
მიწიდან გამტვრეულს სიზმარი ამათრევს,
რამდენი დარაბაც არ უნდა დარაზოთ,
ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ,
ჩაპლინის იერით ლოთი რომ მთავაზობს,
ინდიელ შამალის პაროდისტს ვგავდი,
ცუდად რომ ასრულებს უსწავლელ რევერანსს,
ოტელო რომ ვიყო სუფლიორს მოვკლავდი,
სიცილს რომ იჩემებს ყოველ წუთს, ყოველ წამს…
კბილებით ვიკავებ, ძუნწ სიტყვებს ვერევი,
გალკინის ნაცვალდ კი ვკითხულობ ყანწელებს,
რავქნა, თუ დააწყდა ნევრები რეჟისორს,
კლოუნი დაბოღმილ მონოლოგს აგრძელებს,
ნევრები მოშლილი ვისა აქვს?! არავის!
უბრალოდ ვერ ვიტან დერიბლის ავტორებს,
უღრანში ვიპოვე ვისოცკის კარავი,
უსაზღვრო ბოღმაში წამიტაც არ მტოვებს,
გამხდარი მაესტრო, სცენაზე ავარდა,
თეატრის კლოუნებს მიჯნაზე დაამხობს,
მაესტრო, დამშვიდდით, სპექტაკლი ჩავარდა,
და მე ჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ…
კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 950 |  კომენტარები : (0)
       

 





შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან
და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა
- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ
მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი
- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.
მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე
მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.
ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:
-         გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

-         ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?

 

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

 

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …ბერებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,

არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!






ესეც ვიდეო


კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1650 |  კომენტარები : (9)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0