ორ, 24-აპრ-29, 02.01
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 23 » ჩანახატი სიმარტოვეზე
13.39
ჩანახატი სიმარტოვეზე

ველა ადამიანი მარტოსულია!

    სიამრტოვე დაბადებიდან დაგვყვება. უბრალოდ, ზოგი მძაფრად გრძნობს თავის სიმარტოვეს და განიცდის, ზოგი კი - სულაც ვერ გრძნობს მის არსებობას. 

    ზოგიერთნი წუწუნებენ, რომ ამქვეყნად მხოლოდ ისინი არიან მარტონი და ეულნი; მხოლოდ ისინი არიან უბედურნი. ასეთი ფიქრებით სულს იმძიმებენ, უფრო საცოდავები ეჩვენებათ საკუთარი თავები და მელანქოლიით ევსებათ მარტოობის სიცარიელე. მათ სჭირდებათ შეხსენება იმისა, რომ არ არიან ერთადერთნი, ვისაც მსგავსი განცდები სტანჯავთ. 

    საშიშია, როცა ცდილობ სიმარტოვის არსის შეცნობას, ან სიმარტოვის შეგრძნებას სრული სიცხადით. არ ღირს ჩავუღრმავდეთ ისეთ საკითხებს, რომელთა შეცნობამაც შეიძლება სული აგვიფორიაქოს და შეგვაძრწუნოს. უმჯობესია, ვიფიქროთ, რატომ ვართ მარტონი. მიზეზი უნდა ვეძიოთ, რათა შემდგომში გაგვიადვილდეს, სწორად დავინახოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ყველაფრის ახსნა მიზეზშია. ამიტომ, ვეძიოთ მიზეზი!

    არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ მარტონი არიან. მათ ყოველთვის აქვთ სულიერი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, სულის ფორიაქი, წრიალი. მათ რაღაც აწუხებთ, რაღაც სიცარიელის მსგავსი, მაგრამ ვერ ხვდებიან რა. ეს სიმარტოვეა. ისინი თვალს უხუჭავენ სინამდვილეს და თავიანთ შექმნილ ბნელ სამყაროში ცხოვრობენ. ცხოვრობენ ისე, როგორც, მათი აზრით, უფრო ადვილია. არადა, თუ სინამდვილეს შეიცნობ, იმასაც ისწავლი, როგორ უნდა ებრძოლო შეცდომებს. ასეა, ცხოვრება თვითონვე გვასწავლის მის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ბრძოლის წესებს. მთავარია, შენ როგორ გამოიყენებ მას.

    უამრავი მეგობრის, ნათესავის, ახლობლისა თუ კეთილის მსურველის მიღმა, ყოველთვის არის სიმარტოვე.  მთავარია, გავანალიზოთ, რომ სიმარტოვეში არ არის განსაცდელი ან წუხილი. არ არის ტრაგედია, თუ ზამთრის ერთ-ერთ სუსხიან ღამეს შალის თბილ პლედში გახვეული, ზემოთ აწეული თმით, სევდიანი თვალებითა და მობუზული მხრებით ბუხრის წინ, სავარძელში მოკალათდები და სიმარტოვეს მიეცემი. მოდუნდი და დატკბი სიმშვიდით, სიჩუმით, სიმარტოვით. ოღონდ, მხოლოდ ზოგჯერ. ეს უნდა იყოს მხოლოდ საშუალება განტვირთვისა და არა რეალობიდან გაქცევისა.

    ყველა ადამიანი მარტოა, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა და ნუ ვიკამათებთ!

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1503 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 6
Stumari 6
Users: 0