მთავარი » 2008 » მარტი » 15
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ, იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი! არაერთს ისე მოეღო ბოლო, თვალიც ვერ მოკრა გაჩენილს მისთვის!
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ, სად არის იგი? ეს ღმერთმა იცის. იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის ათასში ერთი გამხდარა ღირსი!
|
სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს
|
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები... მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები, თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო, არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა, სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური. უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი, თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა, ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი... ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა. მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???
|
იყო ლურჯი ცა მიქელ სიონი, იყო ლურჯი მთა კავკასიონი, იყო გრემი და ალვერდი, იყო ოპიზა შარავენდედი. იყო ფშავი და ხევსურეთი,. იყო გარეჯი და ნიკორწმინდა, იყო ქართველი და გულის გმინვა! ვინ რა გაიყო რო იქცა მიწად? ტომრები, ჯიბე ფულით აივსო, ქართველებს თავზე ხელი წაგვისო. აჰა და იყავთ აწი მონები! აჰა და იყავთ მე მემონებით! გაგვყიდეთ ყველა ვინც–კი ვიყავით, გაყიდეთ მიწა სადაც იყავით, მოკვდავთ არა გაქვთ თქვენ ღმერთის ძალა, და საზიანოს ნუ ეძებთ ხალხთან, ერთ თეთრად არ ღირს ჩემი სიტყვები, თუ წაიკითხავთ ყველა მიხვდებით, რომ იყვნენ ქვეყნად, დიდი მეფენი, ხალხზე ფიქრობდნენ ლოცვთ ვედრებით. თავდაპირველად ჯერ იყო სიტყვა, თვალი გახსენით და ნუკი გძინავთ, დროშა აწიეთ ქართველნო მკვირცხლად, ერთად გავგმიროთ ვინც – კი ჩვენ გვკიცხავს.
|
ამ სოფლის იქით სხვა სოფელია, ამ გზების იქით გზებია კიდევ. ნუთუ საგზალი გამოგელია? იქნებ მძიმეა და ვეღარ ზიდე?
მე მოგცემ თუკი გამოგელია, წაგიღებ, თუკი ვეღარა ზიდე, ამ სოფლის იქით სხვა სოფელია ამ მთების იქით მთებია კიდევ
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 Stumari 2 Users: 0
|