იყო ლურჯი ცა მიქელ სიონი, იყო ლურჯი მთა კავკასიონი, იყო გრემი და ალვერდი, იყო ოპიზა შარავენდედი. იყო ფშავი და ხევსურეთი,. იყო გარეჯი და ნიკორწმინდა, იყო ქართველი და გულის გმინვა! ვინ რა გაიყო რო იქცა მიწად? ტომრები, ჯიბე ფულით აივსო, ქართველებს თავზე ხელი წაგვისო. აჰა და იყავთ აწი მონები! აჰა და იყავთ მე მემონებით! გაგვყიდეთ ყველა ვინც–კი ვიყავით, გაყიდეთ მიწა სადაც იყავით, მოკვდავთ არა გაქვთ თქვენ ღმერთის ძალა, და საზიანოს ნუ ეძებთ ხალხთან, ერთ თეთრად არ ღირს ჩემი სიტყვები, თუ წაიკითხავთ ყველა მიხვდებით, რომ იყვნენ ქვეყნად, დიდი მეფენი, ხალხზე ფიქრობდნენ ლოცვთ ვედრებით. თავდაპირველად ჯერ იყო სიტყვა, თვალი გახსენით და ნუკი გძინავთ, დროშა აწიეთ ქართველნო მკვირცხლად, ერთად გავგმიროთ ვინც – კი ჩვენ გვკიცხავს.
|