მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » ტერენტი გრანელი
|
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან სანთლებით მიზდევენ ყვავები ამ აპრილს პოეტს გარინდებულს როგორც პირამიდა ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს გუმბათებს აკივლებს ხატების ანტება ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება თითქოს ვატ სიზმარში და ირგვლივ ქვებია ჭლექიან ფერებით ბარებში თენდება ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი მე ჩუმი მივყვები ლანდების ასეულს ღამე უდაბნოა ვნება კოშმარია ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს შემინდე შემინდე წმინდაო მარიამ.
|
ნანახია: 1113 |
დაამატა: aaa
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|