მთავარი » 2008 » აპრილი » 22 » leqsebi !
|
პოეზიის დღე
განდიდებისთვის არასოდეს არ მიფიქრია, - ამის მსურველი უჩემოდაც, ვგრძნობ, მრავალია; მაგრამ რადგანაც გულში ცეცხლი ვერ ჩამიქრია, - ბრძოლის დანთებაც უწმიდესი ჩემი ვალია!
დაე, სხვებს ეპყრათ მაღლობები და მწვერვალები, დაფნის გვირგვინშიც არავის არ შევეცილები, - ბრძოლის წყურვილით მენთებიან წითლად თვალები და მტერთა მიმართ მიკაწკაწებს ბასრი კბილები!
ვიცი: გულანზი პოეტები ჩამთვლიან მხეცად, რომ პოეზიის ყვავილთა ნაცვლად ვფანტავ ლენცოფებს, მაგრამ თუ მტრებს და მუხანათებს გესლად გარდექცათ, თუ ეს ჩემი ხმა სასიკვდილოდ დააავადებს, - გამარჯვებული აღტაცებით მივსწვდები ზეცას და ძირს დავარხევ პოეზიის ვარსკვლავებს მეცა!...
1922
|
ნანახია: 1095 |
დაამატა: aaa
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|