მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
მოგონებები, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.
ჩვენი შეხვედრა, მოგონება, კვალი წაშლილი,
პატარა გრძნობა, სიყვარულის მხოლოდ ნაწილი.
ცხელ უდაბნოში გზად ნაპოვნი ვარდი გაშლილი,
სხვის მოლოდინში დაკარგული და გადაღლილი
რა მინდა?
ვინ მინდა?
რატომ მინდა?
ა,შენთან მინდა?ჰო შენთან მინდა!
ეხლა მინდა,აი ეხლა მინდა,შენთან მინდა
შენ გინდა?გინდა ჩემთან?გინდა გაკოცო?
მეც მინდა...ძალიან მინდა
ჰო შენთან მინდა,კოცნა მინდა!
რა არის ბედნიერება?
ბედნიერება არის სინონიმი ტერმინისა უმაღლესი ღირებულება.იგი აღნიშნავს ძალიან კარგს,ძალიან სასიამოვნოს,სასიხარულოს,ბედნიერების განცდა ახლავს ყველაფერს,რასაც კი მივიჩნევთ უმაღლეს ღირებულებათ იგი თვითონ კი არ არის მისწრაფების საგანი,არამედ იგი ახლავს იდეას.
ბედნიერება ეს არის როცა შენი ესმით,უყვარხართ და გაფასებენ.რა შეიძლება იმაზე,უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყოს ვიდრე არის გაგება,თანაგრძნობა,მზადყოფნა,გაიზიარონ შედი ბედი თუ უბედურება,მარცხი თუ წარმატება...