*************************
ერცხლის ბარძიმში ჩამომისხით, ღვინო ზედაშის
დე, სიყვარული ჩამეთვალოს ერთადერთ ცოდვად...
ძველი თბილისის, მთვარიან ღამეს მთვლემარე მტკვართან,
ზურნა-დუდუკი, აღსარებას აღავლენს ლოცვად...
ო, ბედისწერავ, რას მემდური, რას მემართლები,
ამ ცხოვრებაში, შენგან ვის რა გამართლებია,
აჰა, წაიღე ! შენგან ძღვნილი ამაოება,
მე სიყვარული, თავად ღვთისგან დამნათლებია.