ხუთ, 25-იანვ-16, 22.54
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » ივნისი » 04

 

 
 
 
ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო,,
 
| ნანახია : 1128 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.
და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და თბილისს გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე”
მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული...
| ნანახია : 1121 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული
დაიფიცე, რა!!!!
| ნანახია : 1189 |  კომენტარები : (3)
       

 

 
 
 
 
 
რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან.

წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი".


წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...

უცებ კარს აღებენ და შემოდიან.
იძულებული ხდები ჩამოხვიდე.
სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს.
რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო.
ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან.
ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი.
სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან.
უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა?
ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ.
ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს...


ზარის ხმა გაისმა ბნელ სახლში. დაბრუნდა მთვრალი.
ვეწვიოთ სუფრას, სადაც გამოთვრა.
სადღეგრძელო პირველი: მშვიდობას გაუმარჯოს.
მომწონს თქვენი პაციფიზმი, მაგრამ რად გინდათ მშვიდობა, ისედაც მოწყენილობით კვდებით. გასიებულხართ და საკუთარი ცოლები აღარ გაძლევენ. მშვიდობა თორემ, თქვენც ეხლა გუშინ მოიგეთ ომი.… მშვიდობის უფლება აქვს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს მისთვის.
თქვენ არ აფასებთ მშვიდობას...

სადღეგრძელო მეშვიდე: ისინი უკვე გადიდნენ. ყველამ ჯიბეებიდან დაიწყო ამოლაგება კუბოების და მაგიდაზე დაწყობა. მერე დალიეს: წასულების. ვიღაცამ დაიყვირა, გაჩერება არ შეიძლებაო, დაუძახეს ბავშვებს, შემოსვეს კუბოებზე და მაგიდიდან ჩაასრიალეს. თან სვამდნენ: ბავშვებს გაუმარჯოსო.

სადღეგრძელო ორმოცდამეჩვიდმეტე: სიყვარულს გაუმარჯ...
მთვრალი შემოვიდა და დავარდა.
მე გადავაბიჯე მას და სახლიდან გავედი...


დროის დაკარგვა მომესურვა. აზრები გამეფლანგა თავში. ხმა ამოფოფხდა ყელში, დაჭრილი ჯარისკაცივით.
- წავედი!

გავედი ქუჩაში. შემხვდა პატარა ეშმაკი, საცოდავი თვალებით შემომხედა და გამიღიმა. დაბალი იყო და წითელი.

- მეცოდებიო. - მითხრა.
- მეც-თქო. - ვუპასუხე და გზა განვაგრძე.

ის გაიქცა, ქალს დაეჯახა და წააქცია.
ქალს მივუახლოვდი. უგონოდ ეგდო.
მანქანებმა გამინათეს ტვინი, წამოვხტი და გავვარდი.
ამედევნენ ლურჯ ტანსაცმლიანები.
ხმა გაიძულებს გაიქცე. გიყურებენ, მოგდევენ, გეძახიან, გესვრიან...
ტყვიებისგან წარმოქმნილი ნიავი თმას გიჩეჩეჩავს.
დევნა შეწყვიტეს. მივიხედე. ქალი ფეხზე იდგა და ჩემზე იცინოდა, რომ მე გავურბოდი კანონს...


უამრავი აზრი დავფქვი თავში...
ნუთუ ჩემი თავი წისქვილია?
არა. როდის იყო წისქვილს თმები ჰქონდა?!
თან ჩემი აზრებიც არაა მსგავსი ფქვილის.
ჩემი აზრები გახელებაა, სურვილი წასვლის, პროტესტი...
უამრავი კითხვა მაქვს.
საკუთარი პერსონა არ მომწონს.
ხანდახან კი ძალიან მიყვარს.
მე ყოველთვის ყველა მიყვარდა.
მარტოსული ვარ. ვეძებ ადამიანებს.
თუმცა მათ ჩემი არ ესმით.
მომწონს სიბნელე, მაგრამ ვისწრაფვი სინათლისაკენ...
| ნანახია : 1061 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
 
თუ კი სიყვარულს მუდამ წმინდა სანთელს აუნთებ,
უნდა ეცადო არ ჩაგიქრეს იგი არასდროს,
და თუ ჩაგიქრა ეს სანთელი რაღაცის ძალით
მისი ანთება ხელმეორედ აღარ ეცადო.
აღარ ეცადო რადგან იგი არ აინთება
ძნელია მისი ხელმეორედ აკიაფება
და თუ დაინთო ეს სანთელი რაღაცის ძალით,
უნდა იცოდე იგი წმინდა აღარ იქნება. . .

| ნანახია : 1119 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია
| ნანახია : 1155 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას,
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ
ახლაც ლექსივით გამიმეორებ...
გული გაყინა ამ სიმარტოვემ,
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს,
ასე მგონია თუ კი გიპოვი
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ...
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...
| ნანახია : 1103 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
 
თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი
| ნანახია : 1127 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
 
 
 
 
მე შენი მონატრება მომენატრა. . .მინდა კვლავ მიყვარდე, მძულდე, მჯეროდეს შენი, კვლავ ვკარგავდე შენს იმედს, კვლავ მენატრებოდე. . .მინდა შენს არსებობას ისევ ვგრძნობდე. . .
მაგრამ დრო გაილია, საათი წელს მიჰყვა და ასე გავიდა მთელი ცხოვრება. . .მიჭირს გონებაში შენი სახის აღდგენაც, ვნანობ მხოლოდ ერთს, ჩემს ერთადერთ სიტყვას. . .
დროის დაბრუნება მინდა, მაგრამ ამდენი ხნით? ეს ხომ შეუძლებელია. . .
აი რა შეიძლება გახდეს ოცნებად. . .ტელეფონის ზარი, რომელშიც შენს ხმას გავიგონებ და შეშინებული ხმით გეტყვი, რომ ის, ჩემი ბრალი იყო. . .ჩემი ბრალი იყო ნაკუწ_ნაკუწ აწყობილი დროება კვლავ ნამსხვრევებად რომ ვაქციე. ..
ზოგჯერ ფიქრი მიბყრობს..გამახსენდება დიიიდი ხნის წინანდელი ამბავი...ეს მოგონება ძალიან სასიამოვნოა. . .მახსენდება ყოველი წუთი და წამი...თითქოს შეუძლებელია ყველაფრის დეტალურად აღქმა, მაგრამ ის, რაც სამუდამოდ გინდა, რომ გულში შეინახო, დაუვიწყარია. . .
მინდა ეს ფიქრები კვლავ ჩემთან დარჩნენ და შემ,დეგ ჩემთან ერთად მიებარნონ მიწას...არავისთვის არ მინდა გაზიარება, ის მხოლოდ ჩემია...
ეხლაც ფიქრი ფიქრს მოეძალა, ქვემოთ დალაგებული ზემოთ ამოვიდა და გონებამ ისევ აღგიდგინა. . .
ეხლა მინდა კვლავ მახსოვდე და მჯეროდეს, რომ ცხოვრებაში ერთხელ, შემთხვევით შეგხვდები და თუნდაც სხვასთან ერთად შორიდან თვალს შეგავლებ .....
| ნანახია : 1239 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
უსიყვარულოდ არ არსებობს თვით უკვდავება!!!
| ნანახია : 1224 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
 
შებინდებულიყო... ზღვის ტალღები საიდუმლოდ ეჭორავებოდნენ, ეჩურჩულებოდნენ ოქროსფერ სანაპიროს. შორს მთა მოჩანდა უზარმაზარი. მთის ერთ კალთაზე ერთი მარტოხელა ხე იდგა. ხი ძირში სიყვარულის სადღეგრძელო ისმებოდა. ქორწილი იყო - ბუნების ქორწილი და სიყვარულის თაკარა მზე ანათებდა იქვე, ჩრდილში დამსხდარ გოგონასა და ბიჭის გულებს. გოგო 16ის იყო, ბიჭი 19-ის.
- ხვალ მიდიხარ თბილისში? კარგი რა, ხომ იცი რომ ერთ თვეს ვერ გავძლებ უშენოდ. - ბუზღუნებდა გოგო, - არ შემიძლია. სულ ცოტა ერთი თვე ვაპირებ აქ დარჩენასო, ესე ბრძანა დედაჩემმა. რა გავაკეთო აქ უშენოდ? მზე და ზღვა??? ნუთუ გგონია რომ შენს გარდა სხვა მზე მჭირდება?
გოგო აცრემლებული შეაცქერდა ბიჭს.ბიჭი ჩაფიქრებული და ოდნავ სევდიანი ჩანდა. გოგოს აცრემლებული თვალები რომ დაინახა, გამოფხიზლდა.
-ნუ სულელობ! მე მართლა საქმე მაქვს. გთხოვ, ნუ გგონია რომ შენგან წასვლა მინდა.! უბრალოდ ლუკას დახმარება სჭირდება . დიდი პრობლემები აქვს. მე..მე დავამთავრებ თუ არა საქმეებს, მაშინვე ჩამოვალ... მე ძალიან მომენატრები. ხო იცი რომ უშენოდ სუნთქვა არ შემიძლია?? მიყვარხარ.. და ბიჭმა მონატრებული, წრფელი კოცნით აკოცა გოგოს. გოგომ ტირილს უმატა.
დაღამდა.. სახლში უნდა წასულიყვნენ. ბიჭი იმ ღამით მიდიოდა. უყურებდა, თავს ევლებოდა, ეფერებოდა გოგოს.
არ დაივიწყო, რომ შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ და რომ ბედის უდიდესი საჩუქარი მყავხარ. შენთან სიცოცხლე ჩემთვის სამოთხეში ყოფნაზე უფრო დიდი ბედნიერებაა. შენსავით არავინ მყვარებია და ასე არავიზე მიფიქრია. მიყვარხარ! გესმის??? მი-ყვარ-ხარ!
გოგო აღარ ტიროდა. უღიმოდა და , თუმცა გულში რაღაც ავად ჩხვლეტდა, უკვე იჯერებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
გოგო მალე წავიდა და ბიჭი მარტო დარჩა. ცასა ახედა და მთელი თავისი ცხოვრება თვალწინ გადაეშალა. დიდხანს აკვირდებოდა და თითქოს ხვდებოდა, რომ არც ისე ერთფეროვანი ცხოვრება ჰქონია. მაგრამ უფრო დიდი სიყვარულის გამოხატვა იყო საჭირო.
დილით გაიღვიძა და ფანჯარაში გაიხედა. მატარებეი თბილისს მოახლოებოდა. სადგურზე თავისი ძმაკაცი ლუკა დახვდა. ლუკამ იქვე უთხრა რა საქმეც ქონდა. ბიჭი სახლშიც არ მისულა. პირდაპირ გაჰყვა ლუკას საქმეზე.
გზაში არც დალაპარაკებია. ღრმად ჩაფიქრებული ჩანდა. იჯდა მანქანაში, ხელში ფურცელი და პასტა ეჭირა და რაღაცას წერდა.
მალე \\"ადგილზე\\" მივიდნენ. იქ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი .ძალიან ხმამაღლა იგინებოდნენ და კამათობდნენ. ბიჭი ხალხს შეერია. მალე დიდი ჩხუბი ატყდა - ეს ბიჭის ბრალი არ იყო. უცბად ქუხილივით ხმა გაისმა და ხალხი გაიფანტა.
...ერთმა გამვლელმა ხალხის შუაში ორი სისხლიანი ბიჭი შენიშნა. ლუკა სულ ამოსვრილი იყო თოკას სისხლში.
- ლუკა. მე დღეს ბევრი რამე გავიგე - ეჩურჩულებოდა თოკა.- ერთ რაღაცას გთხოვ! იცოდე , რომ ამქვეყნად სიყვარულით უნდა იცხოვრო. პირველ რიგში-გიყვარდეს! ხო, კიდევ ჩემ ხატიას გაუფრთხილდი, გთხოვ არაფერი მოაკლო..ხო იცი, როგორ მიყვარს. -ლუკა ყველაფერზე ეთანხმებოდა და ტან ცდილობდა, რამით მიხმარებოდა. ბიჭი ჩურჩულებდა, მაგრამ თანდათან ამის ძალაც ეცლებოდა.
- ლუკა,ძმურად გთხოვ, ხატიას ჩემი თავი არ დაავიწყო. იბრძოლე იმისთვის რომ ბედნიერი იყოს. - ბიჭს ძალიან, ძალიან ტკიოდა. რამდენიმე წითიც და..
..უცბად ყველაფერი გარშემო დადუმდა. ლუკა გამოფხიზლდა . თავი აწია და უკანასკნელი ხმით იღრიალა ..
გ ა თ ა ვ დ ა..
......................................................
დღე იყო. დაახლოებით 3 საათი. გოგო ზღვის პირად იჯდა და ლამაზ კენჭებს არჩევდა. თან ბიჭზე ფიქრობდა. უცბად ქარი ამოვარდა და გოგო დიდმა ტალღამ შეიტაცა. გოგომ გონება დაკარგა.
სამი დღის მერე გაიღვიძა.თბილისში იყო, რომელიღაც საავადმყოფოში. ლუკა დაინახა. ლუკა გოგოს ჩაეხუტა. გოგომ გაიღიმა და თოკაზე კითხა. ღიმილი სახეზე შეაშრა და კითხვით სავსე თვალებით შეაშტერდა. ლუკამ შარვლის ჯიბიდან ფურცელი ამოიღო, გაშალა და გოგოს მიაწოდა. გოგომ წაიკითხა:
\\"სიცოცხლე მინდა. მინდა მიყვარდეს\\" (ეს სიტყვები თოკამ სიკვდილის დღეს მანქანაში დაწერა)
......................................................
დაღამდა. ზღვას მგლოვიარე შავი ემოსა და ფიქრობდა.. არც ირხეოდა. შორს ისევ მოჩანდა მთა. რომლის ერთი კალთა მოშიშვლებულიყო. ხე გამხმარიყო და მის ძირში ბუნების ქორწილიც შეწყვეტილიყო. იქვე, მთვარის ჩრდილში ცხოვრებისგან განმარტოებული ახლა უკვე სხვა გოგონა იჯდა და სიყვარულის თაკარა მზის სხივს დიდი იმედით ელოდა.
მან ხომ არ იცოდა, ამისთვის რომ დაისჯებოდა...
ელოდა ალბათ ამიტომ
| ნანახია : 1412 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
 
სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარებით გედი,ნაღვლიანად მზერა ქონდა დარდიანი ბედი სწვავდა შორი მოგონება და ოცნება ჩქარი,უშორესი მონატრებიტ გედი იყო მთვრალი.ცა ბურუსით მოცულიყო,გედის ბედი ნისლით,ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა ვერც ნაპირზე მისვლით,ტბაში ჩანდა ზეციური ლანდის ანარეკლი ჩანდა გზები მოფენილი ვარდითა და ეკლით,გედმა ეკლის აირჩია არ გათელა ვარდი და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი,დაიტირა გედმა ბედი,შეაჩერა ცურვა,მოინდომა პრთების გაშლა რომ დაღალა ცურვამ,შეიმარტა აიზიდა ფრთა ფრთას შეატოლა და ვერ შეძლო უწინდელი აფრენა და ქროლა.საკვირველი იყო გედი,როცა ამდენს თვლემდა,იმ   გედს ერკვა სიყვარული და შენ დაგეძებდა .
| ნანახია : 1660 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
 
 
 
ძალიან ძნელია დაშორდე იმას ვინც,მთელი გულით არსებით გიყვარს, როცა ცრემლები წააგავს წვიმას,ტირიხარ და ამბობ მე მაინც მიყვარს.......... მე შენ გიყვარდი როგორც ფერია.. დამკარგე ვითომ არაფერია.... ძლიერ მიყვარხარ!მაგრამ ამას მე გეტყვი მაშინ როცა ყოველთვის გეყვარები და არ გამცვლი სხვაში........ზოგჯერ ფიქრის დროს დავიღლები დემეძინება,და ტკბილ სიზმრებში შენი სახე მომელანდება,და მენანება ამ სიზმრიდან თავის დაღწევა,რადგან ვიცი რომ შენი სახე
დამეკარგება.......
| ნანახია : 1205 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
 
 
მე მონატრების სადღეგრდელო მინდა დავლიო
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო
და მონატრების სადღეგრძელო ყველამ დავლიოთ. . .
| ნანახია : 1148 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
ჭიქა ავიღოთ და ვადღეგრძელოთ
ვინც სიყვარულით დატანჯულია
მაშ გაუმარჯოს რომლის გულშიაც
წმინდა გულწრფელი სიყვარულია.
კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1907 |  კომენტარები : (7)
       

 

 
 
 
 
 
ოხ მეგობარო მე ხომ ის მიყვარს
განა ასეთებს ღვინო არ უყვართ
მოდი დავლიოთ ვისაც ვინ უყვარს
ცუდი ბიჭია და მაინც მიყვარს.
კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1289 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
 
უხერხულია ქალს ერქვას ცოლი
ის უნდა ცისფერ ღრუბლებთან იწვეს
აჰა დამბაჩა და სველი თოვლი
ყველა მეუღლეს დუელში ვიწვევ!  
| ნანახია : 1082 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
როდესაც ზიხარ ჩაფიქრებული და გეკითხებიან რაზე ფიქრობო,
შენ პასუხობ არაფერზეო
მოდი ამ არაფერს გაუმარჯოს რომელიც
სხვისთვის არაფერია შენთვის კი ყველაფერი.
კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1310 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს
ვისაც ცხოვრებაში გასტეხია
არაფერი გაუსწორდა და მაინც
სიყვარული შეუძლია.
კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1318 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
 
 
ვერ დამათრობდა კარგი თამადაც
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე
რატომ შემხედე ასე თამამად
თვალები რატომ შემომანათე?
| ნანახია : 1101 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
 
 
მე მონატრების სადღეგრდელო მინდა დავლიო
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო
და მონატრების სადღეგრძელო ყველამ დავლიოთ. . .
 
იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ.
კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1216 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
 
მე მინდა შენი სადღეგრძელო ისე დავლიო
მე მინდა შევსვა მაგ თვალების არდავიწყება
წუთი სოფელი შენზე ფიქრში მინდა გავლიო
ოღონდ ამისთვის გევედრები ნუ გამიწყრები
მე ისიც მინდა ეგ თვალები მე მეკუთნოდეს
ჩემზე ფიქრებმა გაგიჩინოს გულში იარა
ეკლესიაში შედიოდე სანთელს ანთებდე
და მხოლოდ ჩემზე ლოცულობდე სხვაზე კი არა.!
კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1194 |  კომენტარები : (0)
       

 

deda ra feria ca?
ekas Tavi dedis kalTaSi Caedo da cas Sescqeroda.
__cisferi eka
__deda Cemi Tma ra feria?
__Savi
__Savi ra feria?
__Savi Savia eka. magas ver agixsni.
ekas saxeze sevda moawva, dedas kalTidan Tavi awia da moSorda dedas. eka cdilobda eswavla yvelaferi rac SeeZlo, mara Zneli iyo imitom rom yvelafers axsna ar qonda.
__deda waval gavivli cotaxani.
__gamogyvebi, ro ar daikargo.
uTxra dedam da wamodga.
__ara deda , martoc kargad viqnebi , yvelaferi vici arsad ar davikargebi.
gabrazebuli xmiT upasuxa ekam dedamiss. eka wamodga da gavida saxlidan. nervebi eSleboda ro egonaT marto arafris gakeTeba SeeZlo.
_______

goga saxlidan gamovida . samsaxurSi ukve erTi saaTiT dagvianebuli qonda. mankanaSi Cajda da mTeli siCqariT wavida samsaxurSi.
__au raRa dges mounda am manqanebs aq gaWedva .
gabrazebulma saWes xeli daartya, mara icoda rom eg arafers ar uSvelida. samsaxurSi wasvlas azri ar qonda, rogorc iqna gza gaixsna da gogam gadawyvita Zmakacs gauvlio da saburTaloze wavida.
_______


Eekam rogorc iqna daiwynara nervebi. mara is sevda rac gulSi qonda mainc ar aviwydeboda. Aam dros man manqanis pipini gaigo, TandaTan xma axlovdeboda , mara ekam ar icoda ra gaekeTebina da adgilidan ar ganZreula.
__ra xmaa??
SeSinebuli Tqva ekam da yurebze xeli aifara.


Ggogam dainaxa gogo gzaze da daupipina.
__am gogoebma xo saerTod gaafrines , ra ician am Sua gzaze dadgoma. ufff...
rom dainaxa gogo adgilidan ar iweoda daatormuza swrafad. cotac da gogos daajaxebda.
__gogo Sen brma xar?
gabrazebuli gadmovida manqanidan goga.Ggogos xeli mokida da SeanjRria. eka xmas ver iRebda , TiTqos sityvebi ar amodioda piridan.
__ gogo mipasuxe , gzaze ro dadeqi manqanam rom dagartyas mere?
gogam fexze aayena gogo da pirvelad dainaxa man misi Tvalebi. is Tvalebi romlebsac araferi arasodes ar daunaxiaT. goga maSin mixvda rom gogo marTla brma iyo. Ggogos Tvalebi iyurebodnen Sors, TiTqos eZebdnen da cdilobdnen rom raRaca daenaxaT. gogos Tvalebidan cremlebi wamouvida. goga nanobda ram am gogos uyvira da Sercxva. ras ifiqrebda rom es gogo marTla brma iyo.
__bodiSiT.
rogorc iqna ekam amoiRo xma da Tavi daxara.
__araferia , amis mere frTxilad kai .. ra gqvia??
uTxra gogam wynari xmiT.
__me eka Sen?
__me goga , sasiamovnoa Seni gacnoba.
ekas gaecina da wasvla daapira.gogam maSin SeamCnia rom Zalian lamazi sicili qonda.
__wavedi Tore daRamda, dedaCemi inerviulebs. sasiamovno iyo Seni gacnoba goga. gpirdebi ro gzaze aRar gadaval.
gogas gaecina da ekas daewia.
__gagacileb Tore kide raRacas gaakeTeb.
__araa saWiro martoc SemiZlia.
civi xmiT upasuxa ekam
__yvela rato fiqrobT rom sul arafris gakeTeba ar SemiZlia? raxan brma var? nu micodebT yvela , rogorc yvela adamiani ise rom momeqceT ar SegiZliaT?
gogas gaukvirda aseTi reaqcia ekasgan.
__kai bodiSi dawynardi, me mase ar miTqvia eka, Tu ginda gagacileb meTki.
__ara ar minda.
eka moSorda gogas da Tavisi gza ganagrZo.
gogam mainc ver moisvena da Cumad ukan gayva. ratomRac eSinoda rame ar mosvloda. eka gaCerda... gogac gaCerda..
eka grZnobda rom viRaca mihyveboda ukan da nabijs auCqara . goga ukan miyveboda mainc. eka gaCerda mitrialda.
__goga?
SeSinebuli xmiT ikiTxa ekam.
__xo me var gamoicani.
ekam amoisunTqa. mas sxva vinme egona.
__saxlamde migacileb eka
__kai kai.
goga da eka wynarad wavidnen gzaze.
__eka SeiZleba raRaca gkiTxo?
__ki ra aris
__rogor dabrmavdi??
__dabadebidanve ver vxedavdi, eqimTan wamiyvanes yvelgan mara araferma ar miSvela.
eka miCveuli iyo ukve am ambavs da Tavisuflad yveboda. goga ismenda da swyinda rom aseTi lamazi gogo brma iyo.
__Zalian cudi.
__xo mara damijere eCvevi male
gaiRima eka
__ise Zalian lamazi xar eka
eka gaciTlda.
__mec getyodi simpaTiuri xar meTqi mara mogatyuebdi.
orive gaCumdnen.
__aq varT ukve, madloba goga gamocilebisTvis. kargad.
eka sadarbazos sibneleSi gaqra.
Mmeore dRes eka gareT ijda da wigns kiTxulobda, misTvis specialur wigns yidulobda xolme deda. skamis meore mxareze viRaca Camojda, igrZno ekam da gaixeda gverZe mara azri ar qonda am gaxedvas. eka wamodga. unda wasuliyo, roca xma moesma.
__eka
__goga? Sen aq ras akeTeb?
__ravi, gamoviare , Segamowme Sens Sepirebas Tu asrulebdi.
ekam gaiRima da wigni daxura.
__eka wamo gaviseirnoT ginda?
eka Cafiqrda. ar icoda ra eTqva.
__kai mara didi xniT ver wamoval. saxlSi male unda avide.
__kai.
goga wamodga da xeli mokida ekas. eka ar moeloda da Sexta. gogas gaecina da skamidan aayena.
__ise ar gainteresebs rogor gamoviyurebi?
gaRimebuli kiTxa gogam.
__xo mara ar SemiZlia xo ici
ekas ewyina icoda rom ar SeeZlo da ras ekiTxeboda.
__SemekiTxe maSin.
__kai. ra feris Tvalebi gaqvs?
__mwvane.
__ra feris Tma?
__Savi
ekas gaecina .
__mec Savi maqvs.
__ xo vici.
gaicina gogam da Tmaze xeli mokida.
__ mara Sen ufro lamazi Tma gaq eka.
eka gawiTlda. eka kargad ar gZznobda Tavs gogasTan. icoda ro dedamis ro gaego magrad gabrazdeboda. parkidan wamosvlisas gogam ekas loyaze akoca , mas gaukvirda mara araferi ar uTqvams.


Eeka ver isvenebda loginSi fiqrobda da suraTs xatavda Tavis tvinSi Tu rogor gamoiyureboda goga. arasodes ar egona ro biWTan aseti urTierToba eqneboda, arasodes ar egona ro vinmes moewoneboda. arc icoda rogor gamoiyureboda. am fiqrSi ekas CaeZina.


__zdarova levan ras Svebi?
__arafers, Sen rogor xar brat?
__me magrad ra vmuSaob.
__xvale fexburTia biWebi CemTan vxvdebiT da xo ar amoxval??
__amovivli, vin da vin TamaSoben?
__italia da Cvenebi.
__levan magas yureba rad unda saqarTvelo waagebs .
__nu gio amodi mainc, gamitydeba.
__kai brat mand var.
__raRac gavige viRac gogo gagicnia.
gaicina levanim.
__is daTo xo ver moketavs , . xo manqana kinaRam davartyi to da Turme brma yofila. mara magari lamazi gogoa.
__va marTlaa?? viRacas siyvaruli xo ar moadga karzee??
gaicina levanim
__memgoni ...
__xvale ninoc iqneba aq da wamoiyvane Seni princesa gagvacne .
__vnaxoT. kai brat xvale gnaxav.
__magrad!


Ggogam rogorc iqna daiTanxma eka wasvlaze. iq rom mividnen yvela ekas kargad eqceoda.ekam levanic gaicno da yvela gogas Zmakacic.
levanim calke oTaxSi gaiyvana goga dasalevi unda moetanaT.
__magari lamazi gogoa brat.
gaucina levanim da ekas gaxeda.
__xo vici.
fexburti daiwyo da biWebma yvirili atexes. nini da eka samzareuloSi gavidnen rom eWoravaT.
__mokled eseni zooparkidan arian gamoSvebulebi, cxovelebiviT iqcevian.
ninim xumrobiT uTxra ekas. ekam gaicina da skamze Camojda.
__ ara da ician ro Cvenebi waageben mara mainc.
__eka aq iyavi waval siagrets viyidi Tore eseni arcerT Rers ar damitoveben.
Tkva ninim da oTaxidan gavida. eka samzareuloSi marto darCa.
mara guli ugrZnobda rom viRaca uyurebda.
__goga?
__ara ,levani var
__SemeSale
__xo biWebma dasalevio da magitom Semovedi. nini sad wavida?
__sigaretis sayidlad.
ekas ar undoda levanisTan larpaki da cdilobda bevri ar elapraka. levani skamze dajda da skami ekas axlos miwia.
__eka Zalian lamazi gogo xar. ici?
__bodiSiT unda wavide.
eka skamidan camodga unda gasuliyo mara levanis xelebma daakava da skamze dajda isev.
__Cemi mosvla gewyina.
Caicina levanim da xeli gadaxvia . ekas ar siamovnebda da cdilobda moSoreboda levanis.
levani ufro axlos miiwia ekasTan da welze moxvia xeli. eka wamodga.
__unda wavide gamatareT
levani xels ar uSvebda. xelebi dauWira da akoca. eka wamodga. levanis Tavisi xeli mouknia da sila gaartya. levanim Zaladoba dauwyo ekas. ekam xeli kra levanis da magidas miajaxa. magididan TefSi gadmovarda da mTel oTaxSi gaisma TefSis damsxvrevis xma. yvela samzareuloSi Semovida. gogam ro dainaxa eka atirebuli, levanis Sexeda Semdeg ekas.
__ra moxda?
__araferi.
namtiralebi xmiT upasuxa ekam da karebisken daapira wasvla. gogam gaaCera eka.
__eka ra moxda?
__goga araferi.
goga mixvda rac moxda. levanisTan mivida da muSti mouqnia mTeli ZaliT. levani iatakze davarda da cxviridan sisxli waskda.
__egre ginda nabiWvaro, Se arakaco brma gogos moerie, adeqi aba me momerie Seni..
levani fexze wamodga.
__vinaa biWo arakaci, mag b.. gulsiTvis Zmakacs kargav.
__Sennairi Zmakaci raSi mWirdeba Sennairi arakaci. meored ekas ar miekaro Torem sasacilos gagxdi mTel ubanSi Se arakaco.
gogam kide daartya levanis muSti da miwaze daagdo. Semdeg ekas mokida xeli da saxlidan gaiyvana.
__bodiSi eka, rame xom ar gatkina?
__ara!
__ras vifiqrebi rom amas gamikeTebda, Cemi bralia ar unda dametovebine marto.
goga ekas Caexuta da ekac moTba. gogasTan kargad grZnobda Tavs.
__eg nabiWvari ar gadamirCeba, xvale gavurCev saqmes erTi erTze, mere vnaxavT rogor iblatavebs
__goga ara, daamTavre gexvewebi. ar minda Cemi gulisTvis SarSi gaexvio , daanebe Tavi.
__Tavs ver davanebeb, mag arakacs ar qonda magis ufleba rom xeli dagakara Sen, magas aravis vapatieb miTumetes icoda ras vgrZnobdi Sens mimarT.
eka Cafiqrda, ra grZnobebze laprakobda goga man ar icoda.
__goga ra grZnobebze laprakob?
__araferze eka daiviwye
__ara miTxari
gogam eka gaaCera da skamze Camosva.
__eka
__xo goga?
__Cemi grZnoba Sen mimarT aris Zlieri
__ras meubnebi?
gakvirvebuli SeekiTxa gogas. gogam xeli mokida mas.
__eka Seni Tvalebis danaxva CemTvis sixarulia, aravis ara aqvs egeTi lamazi Tvalebi rogorc Sen gaq.
eka gawiTlda da Tavi dabla daxara.
__eka marTals geubnebi, pirveli danaxvisas vicodi rom Sen Cemi iyavi da me kide Seni. magitomac ar vapatieb mag arakacs, rac Sen gagibeda. aravis ar vapatieb magas. eka is minda rom giTxra miyvarxar. yvelaferi miyvars Seni. Seni Tvalebi, Seni Rimili, Seni Savi Tma. Seni patara da nazi xelebi, Seni tuCebi.
goga ekas miuaxlovda da nazad akoca, ekasac ar dauxevia ukan.


isini bednierebi arian.
... [~~სრულიად ნახვა~~]

| ნანახია : 2917 |  კომენტარები : (6)
       

 

 
 
 
ახლა სანაპიროს ჩამოვუყევი. . . შენზე ვფიქრობ. . .თურმე ვტირი. . . მე კი ვერც ვამჩნევ. . . თუმცა რა გასაკვირია. . . მე ხომ სულ ვტირი. . . ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი აქვს, რომ შენამდე მოაღწევს. . . როგორ?. . . თუნდაც წვიმის სახით. . . მე გამუდმებით ვფიქრობ. . . სულ ტვინი მეჭყლიტება ნუთი შემიძლია მე ამ უსუსურ არსებას, ასე რამ გავაკეთო, რომ შეგიყვარდე. . .:( მე დავდივარ. . . სულ ფეხით დავდივარ. . . ნეტავ რატომ? ალბათ შენ გეძებ. . . ალბათ ჩემში ის პაწაწინა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს. . . მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება. . . მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს ნაპერწკალი თუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიქცეს. . .
ბნელა. . . ხალხი აქა-იქ ბოდიალობს. . . ალბათ ისინიც ჩემნაირი გიჟები არიან. . . ყველა ბიჭის დანახვაზე გული ბარტყივით მიხტის. . . ყველა მგონიხარ. . . მგონი გავგიჟდი. . . თუმცა ამას ველოდი კიდეც. . . ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე, რომ შემომხედა და ჩემი საშინელი სახე და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა უკანმოუხედავად გაიქცა. . . ალბათ შენც ასე მოიქცეოდი. . . ვის რაში ვჭირდები?. . . მითუმეტეს შენ. . . გამოთაყვანებული სახით. . . ტირილისგან ჩაცვენილი. . . არაფრისმთქმელი და სისხლიანი თვალებით?. . . უჭმელობით ჩამომხმარი, ჩონჩხად ქცეული სხეულით?. . .მე ხომ ერთი არარაობა ვარ. . . რომელიც მოჩვენებასავით დადის და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს. . .
უცებ მტკვარს გადავხედე. . . თითქოს ისიც დარდიანად, ნელა, ჩაუწვდომელი სევდით მიდიოდა. . . ისე მიდიოდა თითქოს ეზარება და აძალებენო. . . უცებ გავჩუმდი მტკვარში შენი სახე აშკარად ჩანდა. . . ასეთი რეალური მოჩვენება არასდროს მინახავს. . . ჩემი სევდით სავსე გული გაბრწყინდა. . . მე შენთან წამოვედი. . . გაშლილი ხელებით წამოვედი და ჩაგეხუტე. . . დილა გათენდა. . . ეს სევდიანი დილა იყო. . . მაგრამ თავისუფალი, რადგან ამ დედამიწას ერთი არარაობა გამოაკლდა. . .
წამყვანები დამწუხრებული სახეებით აცხადებდნენ მტკვარში დამხრჩვალი გოგონას შესახებ. . . დედაჩემი გათიშული ეგდო სავარძელშუ და თვალებით ჭერს მიშტერებოდა. . .
შენ ფეხშიშველა გამოტანტალდი. . . თვალები მოიფშვნიტე. . . დაამთქნარე. . . პულტი ხელში აიღე და ტელევიზორი ჩართე. . . შენთვითონაც გაგიკვირდა ასეთი რამ რატომ გააკეთე. . . არასდროს გაინტერესებდა ქვეყანაში მომხდარი ამბები. . . ახლა კი დიდი ინტერესით დააჭირე შენი პატარა თითები პულტს და ცართე. . . იქიდან მე გიღიმოდი. . . სევდიანი თვალებით გიყურებდი. . . კორესპონდენტმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი. . . შენ პულტი ხელში გაგიშეშდა და მოძრაობის უნარი დაკარგე. . .
ახლა კი გხედავ ჩემს საფლავზე ხელებში თავჩაგრულს 15 წითელი ვარდი გიდევს კალთაში. . . შენი უძიროდ ლამაზი თვალებიდან კი გამალებით ეცემიან ცრემლები ჩემს გაყინულ გულზე. . .:(((
| ნანახია : 1691 |  კომენტარები : (3)
       

 

დილით ნინო კარზე კაკუნმა გააღვიძა. კარი რომ გააღო იქ უკვე არავინ იყო. მხოლოდ ზღურბლზე თეთრი ბარათი ეგდო.
ნინომ ბარათი გახსნა და ირაკლის ნაწერი იცნო, ტექსტი სწრაფად ერთი ამოსუნთქვით გადაიკითხა.

”ნინო ჩემო სიცოცხლევ, ვიცი რომ გუშინ საღამოს გაჭყენინე და გული ძალიან გათკინე.
გთხოვ, მაპატიე! ეს აღარ განმეორდება, მე დღეს საზღვარგარეთ მივემგზავრები.
ვიცი გაგიკვირდება მაგრამ ვერ გავბედე თქმა არ მინდოდა გენერვიულა.
მე მინდა რომ ბედნიერი იყო და ჩემს გამო აღარასოდეს იტირო. შენი ცრემლები მე ტანჯვას მაყენებენ.
გთხოვ, ყველაფერი მაპატიე, ჩემო დედოფალო! მიყვარხარ და მეყვარები, ამოსუნთქვის ბოლო წუთამდე.

მშვიდობით!!!

P.შ. სტრიქომებს დაგიტოვებ ჩემდა სახსოვრად:

”მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარულ
მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია,
და ყველა ხატის წინ რაც კი დანთებულან
შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია,
ჩემი სანთლებია, ასე მდუმარებით,
ასე სასოებით ნელა რომ იწვიან
და თუ ეს ვედრება ღმერთმა შეისმინა,
დღეს თუ არ გამწირა და თუ შემიწყალა,
მე კი რაც ამ ქვეყნად წმინდა სამთლებია,
სულ ყველას დავანთებ შენდა გასახარად.”

მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!
ირაკლი!...........
12 თებერვალი 1998წელი.




ნინომ წერილი დაკეცა, ცრემლი შეიმშრალა, თავი ხელბში ჩარგო და გაირინდა.
- ღმერთო ეს რა ვქენი, ეს რა ჩავიდინე, ჩემი სულელური ეჭვიანობით
საყვარელი ადამიანი დავკარგე, ესხლა რა მეშველება, როგორ მოვიქცე ან სად გაემგზავრა და საერთოდ რატომ დამიმალა?!
ნინო კიდე დიდხანს იჯდა ასე გარინდული. შემდეგ წამოდგა,
ტელეფონი აიღო და ირაკლის მობილურზე სცადა დარეკვა, მაგრამ არავინ უპასუხა;
მერე სახლში დარეკა ირაკლის დედასთან;
- ალო გისმენთ!
- გამარჯობათ ქალბატონო თამარ ნინო ვარ!
- ნინო?
გაუკვირდა თამარს.
- დიახ ნინო ! ნინო ავალიანი ირაკლის ჯგუფელი ჩვენ ერთად
ვსწავლობთ, ინსტიტუტში!
- ა, ნინო როგორ ხარ, გენაცვალე?
- არ ვიცი, ქალბატონო თამარ, არ ვიცი, ხომ ვერ მეტყვით ირაკლი სად
არის?................
- დღეს დილას ესპანეთში გაემგზავრა........
- გემგზავრა? თანაც ესპანეთში?
- კი რა არ იცოდი?
- არა არ ვიცოდი!!
შეცბა ნინო.......
- როგორ არ გითხრა?
- არა! - უკაცრავდ რომელ ქალაქშია?
- მადრიდში!....
- ო ღმერთო!.......
- რა მოხდა, ნინო, რატომ შეწუხდი ასე, რამე შეგემთხვათ?
- არა არაფერი!...
დაიბნა ნინო.
- ისე დღეს ყველას რაღაც გჭირთ ირაკლიც არ იყო კმაყოფილი იმით რომ
მიდიოდა....
- მართლა?
უცებ გულუპრყვილოდ იკითხა ნინომ.
- კი ასე იყო ასე.........
- კარგით მადლობთ, ქალბატრონო, თამარ ნახვამდის!.....
- ნახვამდის შვილო ნახვამდის!
ნინომ ყურმილი დადო, ოთახიდან გავიდა და პალტო აიღო,
ინსტიტუტში აგვიანდებოდა.
გზაში კი ეღტი ფიქრი არ ასვენებდა
- რა უნდა მადრიდში ან თუ მიდიოდა რატომ არ მითხრა რატომ.
გზაში ქეთი დაეწია და მაშინვე შეატყო რომ ტირილისგან თვალები დასიებოდა.
- ნინი როგორ ხარ?
- რა ვიცი ცუდათ!
- რა მოგივიდა ? იტირე?
- ჰო ვიტირე !
- რა მოხდა?
- ნუ მეკითხები გთხოვ!
- კარიგი ჰო!
- ქეთი იცოდი ირაკლი რომ მადრიდში უნდა წასულიყო?
- კი ვიცოდი!
- იცოდი?!
გიკვირვა ნინომ.
- ჰო რა იყო?
- არა არაფერი მე არ ვიცოდი
- იცი ლაშაც წავიდა
- ლაშაც?
- შენ რა არ იცოდი რო მიდიოდნენ?
- არა არვიცოდი!
- ინსტიტუტმა გაცვლითი პროგრამით გააგზავნა სასწავლებლად მადრიდის უნივერსიტეტში.
- რამდენი ხნით?
- 2-თუ 3-წლით
- ო.ღმერთო!
ნინომ ძლივს შეიკავა ცრემლები!!!
- რა არ გიხარია? მე ძალიან მიხარია!
- არა როგორ არა!
ძალით უპასუხა ნინომ.
- იცი ნეტა მე ვიყო ნინი მაგათ ადგილზე , როგორ მინდა?
ნინოს ხმა არ გაუცია, თავის ფიქრებში იყო ჩაფლული
- ნინი!
- ბატონო!
შეკრთა ნინო
- არ მისმენ?
- ო,არა მაპატიე!
- რა იყო ცუდად ხარ ? იცი რა ფერი გადევს?
- ვერ ვარ რაღაც კარგად, მოდი მე წავალ , კარგი თუ მიკითხონ უთხარი რომ ცუდად ვიყავი.
- კარგი, გინდა გაგაცილო?
- არა იყოს მარტო წავალ.
- კარგი, ორშაბათს მოხვალ?
- ალბათ მოვალ.
- დაგირეკავ ან გამოგივლი.
- კარგი, დაგელოდები . ჰო მართლა ბიჭებზე თუ რამე გაიგო შემატყობინე გთხოვ!
- აბა რას ვიზამ!
ნინო და ქეთი ერთმანეთს დასცილდნენ. სახლში რომ მივიდა ოთახში ჩაიკეტა საღამომდე გარეთ არ გამოსულა.
შაბათს საღამოს ქეთი მივიდა და ცოტა გაამხიარულა:
ორშაბათს ქეთიმ ნინოს ბიჭების კოორდინატები შეატყობინა.
- ნინი იცი რა უნდა გითხრა?
- რა იყო?
- ლაშამ დარეკა...
- მართლა?
გაუხარდა ნინოს
- მართლა, მართლა.
- მისალართი და ტელეფონი არ გითხრა?
- კი როგორ არა?
- ღმერთო რა კარგია როგორ არიან ირაკლისაც ელაპარაკე
- კი ველაპარაკე შენ ის გაგიხარდა , რომ.....
- რა რომ...
დაიბნა ნინო......
- ის რომ მგონი ერთმანეთი გიყვართ...
- რას ამბობ რა სისულელეა, გვიყვარს არა ისა.....
- მე მითქვია და აჰა!
ნინო იმდენად ბედნიერი იყო ახალი ამბით რომ ქეთისთვის არც
კი მოუსმენია . ის კი ქაქანებდა და ქაქანებდა.
ნინოს სიხარულისგან მთელი ღამე არ სძინებია. ერთი კვირის შემდეგ ნინომ როგორც იქნა გადაწყვიტა და ესპანეთში წერილი გააგზავნა.
მეორე დღეს ქეთი და ნინო ასევ ბიჭებზე საუბრობდნენ და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ.]
საღამოს შინ რომ დაბრუნდა ნინოს დედან უთხრა რომ , საშინელი ტრაგედია მოხდა ესპანეთის ქალაქში.
ნინომ მაშინვე ქეთის დაურეკა, ქეთი კი უთხრა რომ ეს ქალაქი მადრიდი იყო და ავტო ავარისს შედეგად ხიდიდან ხალიტ სავსე ავტობუსი გადავარდა.
- ქეთი ვინმე დაიღუპა?
- 7 კაცი დაიღუპა 18 კი მძიმედ დაშავდა.
- რა ვქნათ ბიჭების ამბავი როგორ გავიგოთ?
- არ ვიცი არა, ვრეკავ და არ პასუხობენ.
- ღმერთო ნეტავ ისიც ხომ არ იყვნენ იმ ოხერ ავტობუსში?
- არ ვიცი იქნებ არც იყვნენ და ჩვენ სულ ტყუილად ვნერვიულობთ
- კარგი და თუ რამე გაიგე დამირეკე რა , გთხოვ!
- კარგი აბა რას ვიზავმ არ ინერვიულო.
მასშემდეგ ერთი კვირა გავიდა მაგრამ არც ერთს არ დაურეკია არც ქეთისთან და არც ნინოსთან .
ნინო კი ვეღაც ირაკლის დედას უკავშირდებოდა. ერთ დღეს ქეთიმ ნინოსთან დარეკა და უთხრა რომ როგორც იქნა ლაშა დაუკავშირდა
- მართლა ?
- ჰო ეხლა ველაპარაკე
- როგორ არიან?
- კარგად
- ირაკლი?
- ირაკლიც კარგად არის.
- მართლა, რა ბედნიერება...
უცებ მოიმხიარულა ნინომ.
მეორე დღეს ნინომ თავისივე გაგზავნილი წერილი უკან მიიღო.
ნინომ ამ წერილის დანახვის თანავე რაღაც უსიამოვნოდ გაიღიმა და მაშინვე გულმა ცუდი უგრძნო.
ამის შემდეგ მას მეტი წერილი აღარ მიუწერია. დრო გადიოდა ლაშას მეტი კი არავინ რეკავდა. ქეთი კი ნინოს ეუბნებოდა რომ ირაკლი ბარსელონაში იყო გაგზავნილი და თავს კარგად გრძნობდა.
ნინო თანდათან ხვდებოდა რომ ქეთი და ლაშა რაღაცას უმალავდნენ.
ქეთი კი ერთსადა იმავეს პასუხობდა:
- არაფერი არ ხდება შენ აზვიადებ....ირაკლი კარგად არის.
- იქნებ ცოლი მოიყვანა?
დაუფიქრებლად წამოიძახა ნინომ
- გინდაც მოეყვანა მერე შენ რა გაწუხებს>?
- არა არაფერი
დაიბნა ნინო.
- მოიცა მოიცა თქვენ ეტყობა ერთმანეთი გიყვართ, ხომ?!
- საიდან მოიტანე?!
- თქვენ მე ვერ გამომაპარებთ ვერაფერს ირაკლიც რომ რეკავდა, სულ
შენს ამბავს კითხულობდა, ახლა და შენ ეჭვიანობას ვეღარ მალავ.
- ო, კარგი რა ქეთი
ხელი აიქნია ნინომ თითქოს რაღაცის წაშლას ცდილობდა თავისი ფიქრებიდან.
მასობაში კი ზუსტად 6 თვე გავიდა. ნინო კი ირაკლის მეტზე ვარვიზე
და ვერაფერზე ფიქრობდა.
ერთ მშვენიერ დღესაც ნინოს კურიერმა ამანათი გადასცა.
ამ ამანათში , წერილი, ესპანეთის ვიზა, თვითმფრინავის ბილეთი და ოდესღაც ირაკლის მიერ დაპირებული ოქროს პატარა ვარდი იდო.
ნინომ წერილი რომ გახსნა სიხარულით ცას ეწია, ირაკლი მადრიდიან უგზავნიდა ამ ამანათს.
ნინომ სწრაფად გახსნა წერილი და სიხარულისგან ცრემლები ვეღარ შეიკავა.

” ნინო ჩემო ძვირფასო, ვიცი რომ გგონია დამავიწყდი ან სხვაზე გაგცვალე ვიცი რომ ნაწყენი ხარ, იმის გამო რომ არც გირეკავდი და არც გწერდი.
მაგრამ გთოვ მაპატიე და რასაც ეხლა წაიკითხავ, ყველაფერს თვითონ მიხვდები.
იმ საშინევ ავტო ავარიაში, მეც მოვყევი , მეც დავშავდი და 4 თვის მანძილზე, მადრიდის ცენტრალურ კლინიკაში ვიწექი.
ამის მერე მინდოდა შენთვის ყველაფერი მეთქვა მაშინდელისღვის კიდევ ერთხელ მეთხოვა პატიება, ამეხსნა რატომ დაფიმალე ჩვენი გამგზავრების ამბავი, მაგრამ ვერ გავბედე ვაი თუ არ გეპატიებინა მეშინოდა.
მაგრამ 3 დღის წინ ქეთიმ ლაშას დაურეკა და უთხრა რომ ძალიან განიცდიდი ჩემს არ ყოფნას.
ჰო კიდევ ერთი იმ კატასტროფის შემდეგ დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა და 2 თვის წინ ისიც გარდაიცვალა.
ყველაზე საშინელება კი ის იყო რომ დედის დაკრძალვასაც ვერ დავესწარი.
ლაშის კი მე ვთხოვე რომ შენთვის ჩემი ავდმყოფობის შესახებ არაფერი ეთქვა .
ვიცოდი რომ ინერვიულებდი...
ეხლა კი ერთ რამეს გთხოვ თუ შეგიძლია ჩემი პატიება, თუ ცოტათი მაინც კიდევ გიყვარვარ, გთხოვ ჩემთან ჩამოდი.
მჭირდები მე შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია უშენობა რა ვქნა?!
ლაშამ და ქწთიმ ჩვენს შესახედ ყველაფერი იციან. თუ ჩამოხვალ გთხოვ ეს ყველაფერი რაც მოგწერე კარგად გაითვალისწინო.
როცა მნახავ შეიძლება ზურგიც კი მაქციო,
P.შ. ბილეთები ვიზა და ის პატრა ვარდი შენ რომ გინდოდა კონვერში დევს.
აეროპორტში ლაშა დაგხვდება, გელოდები და თან ძალინ მიყვარხარ! გთხოვ დამიბრუნე დაკარგული სიცოცხლის ხალისი.


იცოდე მე შენ უფრო ძლიერ მიყვარხარ!
ირაკლი...
26 აგვისტო 1998 წელი.



ნინომ წერილი დაკეცა და ცრემლი შიმშრალა, ქეთის დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა.
ოთხის ნახევარზე ქეთი დათქმულ ადგილას მივიდა. ნინომ ქეთის ირკლის წერი აჩვენა.
- ქეთი შენ თავიდანვე იცოდი ყველაფერი?
- კი, ვიცოდი...
დამნაშავესავით დახარა მან თავი.
- მერე რატომ დამიმალე?!
- ირაკლიმ მთხოვა...
- შენ მაინც უნდა გეთქვა ჩემთვის...
- ვიცი, მაპატიე!
- ჩვენი ამბავი როდის გითხრა?
- ორი კვირის წინ...
- ღმერთო ეხლა როგორ უნდა მოვიქცე?
- არ წახვალ?
- წავალ, მაგრამ რატომ მწერს რომ თუ ჩამოხვალ, კარგად დაფიქრდიო.
- როცა ნახავ მაშინ მიხვდები ყველაფერს.
- კიდევ რას მიმალავ?!
- ამის თქმა უკვე არ შემიძლია...
- ჰო, კარგი,კარგი
- რას იზავ გაემგზავრები?
- კი.
- მერე სწავლა 2 წელი დაგრჩა და ყველაფერს მიატოვებ?
- არა საბუთებს მადრიდში გადავაგზავნინებ.
- დარწმუნებული ხარ?
- კი ვარ! ისე როგორც არასდროს.
მეორე დილიღ ნინო მადრიდში გაემგზავრა. იქ მას ლაშა დახვდა. ნინომ
კარი შეაღო და ეტლს მიჯაჭვული ირაკლი დაინახა.
- ხედავ როგორი უსუსური ვარ?!
უთხრა მას ირაკლიმ.
ნინო ადგილიდან არ დაძრულა. შემდეგ ირაკლის შეხედა ცრემლი
შეიმშრალა და მიუახლოვდა
- რატომ აქმდე არ მითხარი? ყველაფერი, რატომ დამიმალე?!
- არ ვიცი ალბათ შენი დაკრგვის შემეშინდა.
- მე ხომ მიყვარხარ!
- მეგონა დამივიწყე...
- როგორ მე ეს არ შემეძლო...
- მე ვიფიქრე რომ მაშინ არ ... [~~სრულიად ნახვა~~]

| ნანახია : 1226 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფო ახალ სკოლაში გადავიდა. უამრავი რამ მოხდა ამ სამ წელიწადში, ბევრიც კარგი და ბევრიც ცუდი. ახალი მეგობრები, ახალი თაყვანისმცემლები და ბევრი სხვა, რაც ახალ სკოლას უკავშირდება. ახლა სოფო 15 წლისაა, საშუალო სიმაღლის, მუქი ფერის თმებითა და მწვანე თვალებით. ცოტა არაორდინარული გოგოა, ცდილობს ერთფეროვანი არ იყოს და სხვებისგან ცოტათი მაინც გამოირჩეოდეს, რომ ამით ყურადღება მიიქციოს. სამი წლის წინ, როცა სკოლა შეიცვალა, ამქვეყნად უბედნიერესი ადამიანი იყო. თვლიდა, რომ ეს ნაბიჯი მის ცხოვრებას შეცვლიდა. მართლაც ასე მოხდა, ძველადაც არ გამოირჩეოდა სიმორცხვითა და დამჯერობით, მაგრამ ახალ სკოლაში მის ასეთ ხასიათს სრული გასაქანი მიეცა და მისი, ერთი შეხედვით, ერთფეროვანი ცხოვრება საინტერესოთი შეიცვალა. სკოლაში როცა გადავიდა, ერთ უფროსკლასელ ბიჭს დაუახლოვდა, რომელიც მისი უბნელი იყო, მაგრამ ადრე რატომღაც ყურადღებას არ აქცევდა. გადიოდა დრო. სოფოს ხან ვიღაც უყვარდებოდა, ხან ეზიზღებოდა. ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში ჩადგა და დრომ თავისებურად დაიწყო გაფრენა, სანამ ერთ დღეს ჩვენმა გმირმა საშინელი ამბავი არ შეიტყო. ზაფხული იყო. სოფო ოჯახით დასასვენებლად აპირებდა წასვლას, როცა შემზარავი რამ   აუწყეს. მისი მამა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამშრომელი იყო და მივლინებით საზღვარგარეთ წასულიყო. ტელეფონის ზარმა სოფოს აუწყა, რომ მოულოდნელად მამა გარდაცვლილიყო, გარდაცვალების მიზეზები კი დგინდებოდა. ეს უმძიმესი ტრამვა იყო მისთვის. მამას ჩამოსვენებას და დაკრძალვას დაახლოებით სამი კვირა დასჭირდა. ეს დღეები თითქოს საუკუნედ გადაიქცა მისთვის. ამ პერიოდში არავის დანახვა არ სურდა.   ოთახში მარტო ჩაკეტილიყო, მამის სურათი ჩაეხუტებინა და ცხარე ცრემლით ტიროდა, არც რამეს ჭამდა და სვამდა. ღამესაც ტირილში ათევდა. გარშემო უკვე აღარაფერი აინტერესებდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მძიმე წუთებში გვერდით ედგა და მის ტკივილს იზიარებდა, ბექა იყო. ერთი წუთით არ დაუტოვებია სოფო მარტო. ამ სიტუაციამ კი მათი მეგობრობა უფრო გაამყარა. გავიდა დრო, მძიმე წუთებმა გაიარა, ცხოვრებამ ჩვეული დინებით იწყო სვლა, სოფოც აგრძელებდა ცხოვრებას დიდ ტკივილთან ერთად, რომელსაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა ერქვა. ზამთრის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ცა მოქუფრულიყო, თითქოს საწვიმრად ემზადებაო. თბილისურად ციოდა. ირგვლივ ხეებზე ზამთრის ქარებს გადარჩენილი ერთი-ორი გამხმარი ფოთოლი ფარფატებდა.   სოფო და ბექა სკოლიდან სახლში წასვლას აპირებდნენ. პარასკევი იყო. მეორე დღისათვის სამეცადინო არ ჰქონდათ, თანაც მთელი კვირის დაღლილებს დასვენება სჭირდებოდათ, ჰოდა   გადაწყვიტეს სადმე გაევლოთ. ბექა უფროსი   ძმასავით ზრუნავდა სოფოზე და წუთით მარტო არ ტოვებდა. ყველანაირად ცდილობდა მის გამხიარულებას, ხასიათის გამოკეთებას. სკოლასთან ახლოს მდებარე პარკში გაიარეს. სკვერში მშობლები პატარებს ასეირნებდნენ. ბავშვები ჟრიამულით დარბოდნენ იქით-აქეთ, ხან მტრედებს გაეკიდებოდნენ, ხანაც-ერთმანეთს. სოფოს ბავშვობა გაახსენდა, როცა ჯერ კიდევ სულ პატარა იყო და მამა ასეირნებდა   ამ პარკში.   კარგად ახსოვდა, რომ დაიღლებოდა, მამიკო კისერზე შემოისვამდა ხოლმე და ისე დაყავდა. მადლობის ნიშნად კი სოფიკო აკოცებდა. სოფოს სევდა მოეძალა, წარსულის მოგონებებმა გაიტაცეს მისი ფიქრები. თვალებზე ცრემლი მოადგა. მეგობრის ესეთი განცდები უყურადღებოდ არ დარჩენია ბექას. როდესაც მან სოფოს თვალებზე ცრემლი დაინახა, გოგონას მაგრად ჩაეხუტა. -კაი, ნუ ტირიხარ, დაწყნარდი, ყველაფერი კარგადDიქნება! ბექამ მოახერხა, სოფოს გამოყვანა   წარსულიდან და გაამხიარულა კიდეც. სახლისკენ წასვლას აპირებდნენ, როცა   ნაცნობები ნახეს, ცოტახანი ილაპარაკეს და შინისაკენ გზას გაუყვნენ. უკვე სახლში მიდიოდნენ,   სოფომ შენიშნა, რომ ბექა სახეზე ერთიანად გაწითლებულიყო და ცახცახებდა, თითქოს სუნთქვაც უჭირდა, მოულოდნელად კი წაიქცა. სოფო, ამხელა ტრამვაგამოვლილი, მეორეჯერ საყვარელი ადამინის დაკარგვას ვეღარ გაუძლებდა. საიდანღაც, ძალიან შორიდან, ჩელენტანოს სიმღერა ისმოდა, დერეფანში თეთრხალათიანები ირეოდნენ, ბოლოში კი ფორთოხლისფერქუდიანი გოგონა იჯდა და ტიროდა. ჩვეულებრივად ეცვა, როგორც ნებისმიერ ოცდამეერთე საუკუნის თინეიჯერს სჩვევია, ქურთუკი,ჯინსები და კეტები. იჯდა და ტიროდა. მოულოდნელად იგი სკამიდან წამოხტა და ერთ-ერთი პალატიდან გამოსულ ექიმთან მივარდა. -რა სჭირს ექიმო, მითხარით, მითხარით გთხოვთ არაფერი დამიმალოთ!-ამბობდა სოფო და თან ცრემლებად იღვრებოდა. -დაწყნარდი, საშიში ჯერ არაფერია, შენ ვინ ხარ? -მე, . . . მე ბექას მეგობარი ვარ, სოფო მქვია, რა სჭირს, ძალიან გთხოვთ.... -წამო, აქეთ დავილაპარაკოთ. მაღალი, უხეში გამოხედვის   შავგვრემანი ვულგარულად თანაც მდიდრულად გამოწყობილი ექიმი, რომელსაც მგონი მთელი ბეჭდები რაც კი ჰქონდა ხელზე აესხა, სოფოს კაბინეტისკენ გაუძღვა. როცა კაბინეტში შევიდნენ, ექიმმა სოფოს სკამი შესთავაზა. სევდიანი სანახავი იყო თხუთმეტი-თექვსმეტი წლის გოგონა, თვალები ტირილისგან დასიებოდა, თმები ასწეწოდა და მხრებში მოხრილიყო. წუთიერი სიჩუმე ექიმის მობილურის ზარმა დაარღვია. ისევ ჩელენტანო. . . ექიმმა ზარს ჩუმად უპასუხა და სოფოსკენ შეტრიალდა. რატომღაც ამ ქალბატონს ძალიან ცივი გამოხედვა ჰქონდა, სოფოს მისი მზერა აშკარად არ სიამოვნებდა და თვალს არიდებდა. -მაშ ასეე, ესე იგი შენი მეგობარია, არა??? -დიახ, ასეა -თუ შენი მეგობარია, არ იცი რომ აკრძალული პრეპარატებით სარგებლობს??? სოფოს სახეზე ფერი წაუვიდა. . . მოხდა ის, რასაც ვერასოდეს იფიქრებდა, ნუთუ ბექა, მისი საყვარელი მეგობარი, ნარკომანი იყო?! სოფო საკუთარ ყურებს არ უჯერებდა -თქვენ, თქვენ გინდათ თქვათ რომ. . . -დიახ, თქვენი მეგობარი ნარკოტიკების მომხმარებელია,   ცუდად იმიტომ გახდა, რომ ეგრეთ წოდებული `ლომკა~ ჰქონდა. გაიგეთ, პატარა ქალბატონო??? სოფო ადგილიდან ვეღარ ინძრეოდა. ექიმის დამცინავი ტონისთვის კი აღარ მიუქცევია ყურადღება. უკვე ღამის პირველი საათი იყო, როცა სოფოს დედა გაახსენდა. როგორ ინერვიულებდა ამ ხნის მანძილზე. მობილური ამოიღო და დარეკა. დედამ დაამშვიდა, უკვე ყველაფერი ვიცი, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნებაო. ბექას პალატიდან ექთანი გამოვიდა და სოფოს იქ შესვლის ნება დართო. როცა სოფო პალატაში შევიდა, საწოლზე მწოლიარე ბექა დაინახა, რომელსაც წვეთოვანი ედგა. ბექა ჩვეულებისამებრ უღიმოდა მეგობარს, თითქოს არაფერი მომხდარიყო. სოფოს თითქოს რაღაცა ძალა აჩერებდა, რომ საყვარელ მეგობარს არ მივარდნოდა და ჩახუტებოდა. გაშტერებული იდგა ერთ ადგილას. ხელში ქურთუკი ეჭირა, მწვანე მაისური ეცვა, სწორედ ის, მამამ რომ ბოლოს ჩამოუტანა და ბექას რომ ძალიან მოსწონდა. ფორთოხლისფერი ქუდი ძალიან უხდებოდა. მის ისედაც მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზს აჩენდა. სოფო საკუთარ გონებაში იმ უჩვეულო ძალის სახელს ეძებდა, რომელიც მას აჩერებდა და ბოლოს იპოვა კიდეც. ეს შიში იყო, რომელიც გოგონას გასაქანს არ აძლევდა, შიში რომელსაც საყვარელი ადამიანი ერქვა. ბექა გაკვირვებული უყურებდა გოგონას, რომელიც მის წინ იდგა, მაგრამ რატომღაც ხმას არ იღებდა. ბექა გრძნობდა,   რომ სოფოს გულში რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო რა იყო ეს რაღაც. სოფო ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლა, დაუკვირდა . . .   ისევ ჩელენტანო იყო. ბექას გაბრაზებული გამოხედვით შეხედა და იღრიალა: -რატომ, რატომ არ მითხარი, რატოო?   ნუთუ ასე ძნელი იყო ამის თქმა?! ბექა უეცრად გაშრა. ამას აშკარად არ მოელოდა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე, რომ დამალვას და თავის მართლებას აზრი აღარ ჰქონდა, ძალა მოიკრიბა და სოფოს ჰკითხა? -საიდან გაიგე? -ექიმმა მითხრა . . . -   . . . -ხვდები, რომ თავს იკლავ? რაში გჭირდება, რატომ? რატომ? -ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ არ გამომივიდა. . . -რამდენი ხანია რაც. . . ცრემლებმა სძლია სოფოს -ნუ ტირიხარ, დაწყნარდი. უკვე ორი წელია, მეგობრებმა გამასინჯეს, და მერე . . . -და მერე შენც აყევი, არა?! განსხვავებული მეგონე, შენ კიდევ ერთი ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭი ყოფილხარ, რომელსაც ნარკოტიკები ცხოვრების აზრად აქვს ქცეული. -ასე არაა. . . -თავს იკლავ, ბექა რა გჭირს, რატომ? -გპირდები, გპირდები რომ აღარ გავეკარები. -ეს ცარიელი სიტყვებია! -ვნახოთ! გავიდა ერთი, ორი, სამი თვე. ცხოვრება გაგრძელდა. ბექა დანაპირებს ასრულებდა, მხოლოდ თვეში რამოდენიმეჯერ თუ წასძლევდა, ხოლმე მავნე ჩვევის   ლტოლვა და იმასაც მსუბუქი ნარკოტიკით იკმაყოფილებდა. ორი-სამი თვის მერე კი საერთოდ განიკურნა. ეს სოფოს დამსახურება იყო. ახლა ორივენი ჯანმრთელები   და ბედნიერები იყვნენ. სოფოს სკოლაში ვიღაც მოსწონდა, ბექა კი ცდილობდა, მათვის ისეთი სიტუაციები შეექმნა, რომ ერთმანეთს უეცრად შეხვედრილიყვნენ. მოკლედ, მეგობრულად ეხმარებოდა მეგობარს. გავიდა დრო. . ., ბექა უკვე სკოლას ამთავრებდა, მთელ დღეებს მეცადინეობაში ატარებდა. სოფოც ეხმარებოდა. ერთ დღეს   როცა ისინი მათემატიკიდან ბრუნდებოდნენ . . -სოოოფ, რაღაცას გეტყვი . . . ოღონდ არ მეჩხუბო კაი? -რა იყო, რატომ მაშინებ? ? ? -შემპირდი, რომ არ გაბრაზდები. -გპირდები, მითხარი, რა გინდა? -სოოოფ, გუშინ ვეღარ მოვითმინე . . ., თან სახლში რამდენიმე ცალი ტაბლეტი კიდევ აღმოვაჩინე და . . . -ხო, შემპირდი, შემპირდი, რომ აღარ გავეკარებიო! -კი, მაგრამ ძალიან ვნერვიულიბდი და წამძლია სულმა, ვეღარ მოვითმინე, აღარ შემეძლო . . .   მაპატიე რა გთხოვ . . . -კარგი, გაპატიებ, მაგრამ უკანასკნელად, ის ტაბლეტები გადაყარე, გამოცდებზე არ ინერვიულო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩააბარებ. -ალბათ ხო, შენ იცი ვინ ხარ? -ვინ? -ჩემი პატარა, პატარა ჭკვიანი ანგელოზი დაიკო. -შენ   ჩემი დიდი გაუგონარი ძამიკო . . . ბექამ სოფო სახლამდე მიაცილა და შინ წავიდა. მეორე დილით სოფო მუსიკის ხმამ გააღვიძა,   ჩელენტანო იყო . . . მოულოდნელად ოთახში დედა შემოვიდა, თვალები აცრემლებული ჰქონდა, ხელში ტელეფონი ეჭირა. -რა მოხდა, დედა, რატომ ტირიხარ? ? ? -ბექა, ბექა, . . . -რა სჭირს ბექას? ფერი წაუვიდა სოფოს. -ნახევარი საათის წინ ნარკოტიკის გადამეტებული დოზის გამო . . .
| ნანახია : 1281 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
 
 
ცხოვრება პატარა გასეირნებაა სამუდამო ძილის წინ !!!
| ნანახია : 1286 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0