ძალიან ძნელია დაშორდე იმას ვინც,მთელი გულით არსებით გიყვარს, როცა ცრემლები წააგავს წვიმას,ტირიხარ და ამბობ მე მაინც მიყვარს.......... მე შენ გიყვარდი როგორც ფერია.. დამკარგე ვითომ არაფერია.... ძლიერ მიყვარხარ!მაგრამ ამას მე გეტყვი მაშინ როცა ყოველთვის გეყვარები და არ გამცვლი სხვაში........ზოგჯერ ფიქრის დროს დავიღლები დემეძინება,და ტკბილ სიზმრებში შენი სახე მომელანდება,და მენანება ამ სიზმრიდან თავის დაღწევა,რადგან ვიცი რომ შენი სახე დამეკარგება.......
მუდამ ფიქრები, მუდამ დუმილი, ჩემი ცრემლები, ნაზი ფერები,მკრთალი ხელები, წყნარი სიო და შენზე ფიქრები. მენატრები და ერთად ვიქნებით? იცი მონატრებამ დამღალა,მინდა მოვიდე და მოგეხვიო, ჩაგეხუტო.ისეთი დიდი სიყვარულით როგორითაც არავის მოვფერებივარ.მომენატრე უზომოდ.მომენატრა შენი ხმა, ჩუმი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! შენ ალბათ არც კი იცი რა არის მისი ფასი და რა იყო და არის ის წამები ჩემთვის.ის იყო უბედნიერესი დრო, დრო რომელიც ეხლა მე ესე მტანჯავს და მაწვალებს. პარტნიორებს შორის ერთს უფრო ძლიერი სიყვარული აქვს ხოლმე და აი ასეთი ძლიერი სიყვარულის ნიჭი მომცა მე ღმერთმა,რომელიც თითქოს ბედნიერებაა მაგრამ ამასთანავე დიდი ტანჯვაა.მინდა მუდამ ჩემთან იყო. მუდამ შენი ხმა მესმოდეს, მაგრამ თუ უბრალოდ არ გინდა ვილაპარაკოთ მე იცოდე რომ შენი დუმილიც მამშვიდებს.შენი ხელი, შენი მკრთალი და სათუთი ხელის შეხებაც კი დამამშვიდებს. იცი ბევრჯერ მიფიქრია სიკვდილზე მაგრამ მივხვდი რომ ეს უშენოდ აზრს კარგავს როგორც ყველაფერი ჩემთვის.:(