ხუთ, 25-იანვ-16, 22.41
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » ივნისი » 20

 


 
 
აბა ეხა ამ პატარა სასიამოვნო ლექსზე ცავიდეს კომენტარები /:)
| ნანახია : 5158 |  კომენტარები : (4)
       

 






შენთვის ვილოცებ
მინდა, რომ შენ დამესიზმრო....
რომ იცოდე, რამდენს ვფიქრობ შენზე, მართლა მოვყვებოდი ამაღამდელ სიზმარს. თუ ამაღამ დამესიზმრები, აღარ გადავრლიდი ფიქრებით ღამეს და მცირე ხნით მაინც დავუთმობდი ძილს ჩემს გატანჯულ სულსა და გულს...
თუ შენ დამესიზმრები, სიხარულისაგან გალამაზებული სახით ვივლი ხვალ ქუჩაში...
თუ დამესიზმრები, მარტო შენ გაგიმხელ, რატომ ბორგავენ და ვერ ჩერდებიან ერტ ადგილზე ტალრები ზღვისა....
მარტო შენ გამოგიტყდები, მზე და მთვარე რამ დააშორა, ან მოკიაფე ვარსკვლავები რატომქრებიან ცისკრის ჟამს...
გიამბობ, რაზე ჩურჩულებს ასე დაუსრულებლივ ფოთლები.... ან წყარო ვის ამბავს ჰყვება.
ანდა ზეციდან წამოსული სპეტაკი ფიფქი, რატომ ისწრაფვის ასე მიწისკენ... მარტო შენ გეტყვი დადუმებულ ზართა გულისთქმას და მოგიყვები გაფრენილ ჩიტთა დარდზე.
მერე გაჩვენებ, მოხეტიალე ქარი სად ბუდობს....
ანდა, ვიღაცა ყველას დაუკიტხავად სულში ასე რატომ შემოდის. ან ბოლოს ეს გზა სად მიგვიყვანს, სად მთავრდება... შენთვის გავამხელ სიხარულისა და მწუხარების დიდ საიდუმლოს....
მოვასმენინებ ვრცელ მელოდიას ამ ცხოვრების ზღაპარზე... და თუ შენ მოხვალ ჩემს სიზმარში, ნუ გეშინია, არ მოგეფერები, რათა არ დაგაფრთხო.... მერე კიდევ რომ გამეღვიძოს, თვალს არ გავახელ, სუნთქვას შევწყვეტ, ისე გავუძლებ, მართლა ისურვებ ჩემს სიზმარში ყოფნას....
ოღონდ მოდი ჩემთან სიზმარში და თუ გინდა წამარტვი ის თბილი სუნთქვა, მე რომ მაცოცხლებს....
არ შეგეშინდეს!
მე გადავრჩები, დავრჩები და ვიარსებებ ამ ქვეყნად მაინც... ვიჩქარებ, მარტო იმისათვის გავახილო კვლავ ამქვეყნად თვალი, რომ დაგინახო და მერე...
მერე, კი იცი?...
დაღამებამდე ვინებივრებ იმ თეთრ ღრუბლებში და ცისფერ ცაზე... ყველა კენჭს ავყრი ზღვის ფსკერიდან, ავაცეკვებდი იმ სწრაფ ტალღებზე...
და მე დავკოცნი ნიავს, ქარს, სიოს მაგ სუნთქვის ნაცვლად და მერე შეიძლება გავყვე იმ მოცახცახე ალს, სადღაც უხმაუროდ...
ეს არ იდარდო1
მერე რა მოხდა!
ეს არაფერი.
საქმე ის არის
ნეტავ თუ მართლა დამესიზმრები?
.... და მაინც რა არის სიყვარული, რა როლი უკავია მას ადამიანების ცხოვრებაში, როგორ ვაღწევთ გრძნობათა იმ მწვერვალს, რომელსაც სიყვარული ჰქვია?
სიყვარული მაქსიმალისტია და მაქსიმალური სჭირდება

| ნანახია : 1032 |  კომენტარები : (1)
       

 






ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიყურები და შენ გხედავ, შენი ხატება არასდროს არ მცილდება წვიმის დროს. თავს მარტოსულად არ ვგრძნობ, რადგან შენზე ფიქრი არ მანებებს თავს. სარკმელს ვაღებ და წვიმის წვეთებს ვეთამაშები. სახეს ვუშვერ და ისინიც თამამად მეფერებიან, ალბათ სურთ შენზე მიამბონ რამე. მეც თვალებდახუჭული ვუყურადებ... და აი, მომესმა შენზე ნათქვამიც. სულგანაბული ვუსმენ შენზე ნათქვამს. გულის ძგერა მემატება და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ არასდროს დამთავრდეს თხრობა.
სუნთქვა მიხშირდება.…სახეზე ჩამოვარდნილ თმებს ვისწორებ, თვალებიდან წვეთებს ვიშორებ, ვეღარ ვხვდები წვიმის წვეთებია თუ ცრემლებია. ფანჯარას ვხურავ და ოთახის გულში ვჯდები. გაიჭექა. შენზე ფიქრი ამერია. თავს მუხლებზე ვიდებ და ვცდილობ შენი შეხება შევიგრძნო. გრძნობებს აყოლილი მელანქოლიას ვნებდები და გარინდული გულის ძგერას ვუსმენ. სუნთქვის ხმაც განიბნევა ჰაერში და გარშემო მშფოთვარე სიჩუმე ისადგურებს. ველი... არაფერი იცვლება. მხოლოდ წამების წუთებად და წუთების საათებად გარდაგცეული დრო გადის.
მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ზემოთ ავიხედავ და სასოებით აღვსილი თვალებით მას ვთხოვ, რომ კიდევ ერხელ მომცეს შენთან შეხვედრის უფლება, რათა თვალებში ჩაგხედო და გითხრა, რომ   მე შენ მ.. .. ..

| ნანახია : 1051 |  კომენტარები : (2)
       

 








| ნანახია : 1616 |  კომენტარები : (1)
       

 





რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!

| ნანახია : 1179 |  კომენტარები : (6)
       

 






მე მინდა შენი სადღეგრძელო ისე დავლიო
მე მინდა შევსვა მაგ თვალების არდავიწყება
წუთი სოფელი შენზე ფიქრში მინდა გავლიო
ოღონდ ამისთვის გევედრები ნუ გამიწყრები
მე ისიც მინდა ეგ თვალები მე მეკუთნოდეს
ჩემზე ფიქრებმა გაგიჩინოს გულში იარა
ეკლესიაში შედიოდე სანთელს ანთებდე
და მხოლოდ ჩემზე ლოცულობდე სხვაზე კი არა.!

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 1176 |  კომენტარები : (0)
       

 






წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია

| ნანახია : 1439 |  კომენტარები : (2)
       

 







შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია გრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას.
იცი რად არის გაბრაზებული?
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?
ზღვასაც ჰყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია.
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე
საკუთარ გულში დაუმარხია.
და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას.
საკუთარ სატრფოს იგონებს დარდით
და ეს გრიალი დარდია ზღვისა.

| ნანახია : 2275 |  კომენტარები : (1)
       

 









მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ზვირპასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.
სხვა დამიკოცნის დანისლულ თვალებს
გულში მაგრადაც სხვა ჩამიკონებს
და ის ძვირფასი თვალები არა
რომლისთვისაც რომ ასე ვიწვოდი.
მას რომ ვერასდროს ვერ შევხვდებოდი
რად შევიყვარე ეს ხომ ვიცოდი

| ნანახია : 1319 |  კომენტარები : (0)
       

 






ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

| ნანახია : 1159 |  კომენტარები : (1)
       

 






დამსხვრეული ოცნება. მკრთალი ფიქრი. გახუნებული აზრი. ჩავლილი ბედნიერება. როდის ჩაიარა? ვერ შევამჩნიე... არ მოინდომა ჩემი ცხოვრების ბაქანზე შეჩერება!... ამაო იქნებოდა. არავინ ჩამოდიოდა. ყველა სხვასთან მიიჩქაროდა. გამახსენდა... ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხალ მოდისო... გამეცინა... გამახსენდა....
ერთხელ... ადრე... წარსულში... მოულოდნელად ცხოვრების მატარებელი შედგა და გაირინდა... სიხარული... მოლოდინი... ორი გრძნობა სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ძნელი მეჩვენა გამერკვია რა მინდოდა... არც გავარკვიე... სიხარული... არ ვიცოდი ვინ ჩამოდიოდა. ვინ რჩებოდა ჩემთან... სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი კარებს.... ის... ის დავინახე... ღიმი არ შორდებოდა მის ბაგეს... ის იყო.... ჩემი ბედნიერება... რამხელა ბედნიერება გაუმეტებია ღმერთს ჩემთვის?!... სიხარულით აღფრთოვანებული რაღაც ძალამ ადგილზე გამაქვავა... მაგრამ... რა მაგრამ?... ის... ის ჩემთვის უცხო იყო!... არ ვიცნობდი.... არ ვიცნობდი მის სულს... რა უნდოდა?... რას ფიქრობდა?... რატომ მოვიდა ჩემთან?... მაგრამ გარკვევისა შემეშინდა... შემეშინდა, არ დამეკარგა ისიც.... ერთი რამ მინდოდა მხოლოდ... ბედნიერება!... არაფერი ვკითხე. მივიღე ისეთი, როგორიც იყო. ბრმად შევაღე მისი სულის კარიბჭე!... ვერ გავარჩიე ვერაფერი... სიბნელე შემომეგება... შემეშინდა და უკან გამოვბრუნდი...არ მინდოდა სიმართლე... იქნებ მომეჩვენა?... არა, მართლა არ მიგრძვნია სიცივე... მომეჩვენა... ის თბილია და წმინდა!... ილუზიებს მოვუყარე თავი და გარშემო შემოვიკრიბე!... რამდენ ხანს შევძლებდი თავის გადარწმუნებას?... ბოლომდე!... გაუბედავს საკუთარი სიმტკიცე მაოცებდა! თურმე ყველაფერს ჩაიდენს ადამიანი საკუთარი ბედნიერებისათვის!...
დიდი ხანი გავიდა... ჩემი ხელით ავაგე დიდების სარკოფაგი და შიგ გამოვემწყვდიე მასთან ერთად!... მაშინებდა გარესამყარო... აღარ მინდოდა... საკუთარ კუნჭულში მიმჯდარი მაინც ბედნიერი ვიყავი... ის კი... ის ისევ ბაგეღიმილიანი მიყურებდა... როგორ მძულდა ეს სახე... მეშინოდა მისი და შეძრწუნებული ვუსმენდი მის სიცილს, ბოროტ ხარხარად რომ მეჩვენებოდა!... სიცივე და სისასტიკე რომ იკითხებოდა რატომღაც... ჩემი იყო ეს ყველაფერი... ჩემი არჩეული და ჩემი შექმნილი... უკვე მობეზრებული ტკივილი ხშირად მახსენებდა თავს და მუდამ დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს... სიოსავით ირხეოდა ყურთან... "შენ ღირსი ხარ ბედნიერებს... მიატოვე... გაეცალე ამ სამყაროს... მალე სულ განადგურდები... ფერფლი დარჩება შენგან და მასაც ქარი გაფანტავს ალბათ... მომავალი არ არსებობს!..." ჯიუტი აღმოჩნდა გული ისევ... უძლებდა... იგერიებდა... ერთი... ორი... სამი... უამრავი... მალე დაიღალა და ბოლოს... სადღაც... ბოლოში კარი გამოჩნდა... ადვილად მოერგო ჩემი გულის გასაღები და მშვიდობით!!!...მე თავისუფალი ვიყავი.

| ნანახია : 1040 |  კომენტარები : (1)
       

 





"...მიყვარს წარსულის ლანდებთან ერთად ხეტიალი განვლილ გზაზე... მივყვები უკაცრიელ ქუჩას და ღიმილით ვეგებები ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს... ასე, დაუსრულებლად!... თურმე რამდენი ადამიანის გზაწვრილი გადის ჩემი ცხოვრების ახლოს... რამდენი ადამიანი მილამაზებს ხანმოკლე დაბადებას... უფრო მეტნი კი ამაყი ბუნებით და შავად მომზირალი სულით ამახინჯებენ მათ... აქა-იქ შავ ზილად გასდევს ბილიკი უსასრულობისაკენ... მაგრამ ერთი რამ... ზოგნი მიღიმიან, ზოგნი კი ისე მიყურებენ თითქოს უპატიებელი შეცდომა ჩამედინოს მათ წინაშე... მათთვის დამენგრიოს ოცნების კოშკი.... არა, ჩემიც მეყოფა!!!... რამდენი მივლია... ბოლო კი არ ჩანს... მხოლოდ ფოთლები გაყვითლდა... უფრო და უფრო ხანგამოშვებით ისმის გალობა იადონისა(?!)... ახლა ოქროსფერ ხალიჩაზე მივაბიჯებ... კიდევ ერთი ლანდი ამესვეტა წინ. დიდხანს, დაჟინებით ვუცქერდით ერთმანეთს... რა ნაცნობი იყო... დიდხანს ვიხსენე სად მენახა... ბოლოს მივაგენი... სულ ახლახანს ვნახე იგიც, ღიმილით მეტყოდა: ბედნიერი იყავ!... სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე ირგვლივ... ეს ყველაფერი ჩემი იყო! ირგვლივ ჩემი აწმყო მეხვია!... ჩემი ცხოვრება... როგორ დამჭკნარა ყოველივე... ერთი მწვანე ფოთოლი აღარ დარჩენილა არსად... ამასაც უძლებს თურმე ადამიანი... რა უცებ შეიცვალა ყველაფერი... ერთი ხელის მოსმით გადამისხვაფერებია ყოველივე... რად მინოდა?... შეცვლა რომ შეიძლებოდეს... ალბათ... ალბათ მაინც იგივეს ჩავიდენდი... ეს იყო ჩემი ბედნიერება! არ ვიცი... არ მინდა, სამუდამოდ დაზამთრდეს... არ მინდა უკაცრიელი გახდეს შარა... ერთი მინდა მხოლოდ... ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი იყოს ბედნიერი! იყოს ისეთი როგორიც არის... არ მინდა შეშლილი თვალებით მიყურონ და მოითხოვონ ის, რისი მიცემაც არ შემიძლია... იყვნენ ბედნიერნი მცირედითაც!.. მეც ბედნიერი ვიქნები ალბათ!...."
| ნანახია : 1111 |  კომენტარები : (0)
       

 





არტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . .სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . .ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . .ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . .მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . .ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . .
ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია, სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . .აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . .
ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს, გაბუტულ ტუჩებს. . . მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად, მარგალიტები, სველია ისინი. . . ბნელ დიდ ოთახში თეთრი პერანგი მოჩანს ლანდივით, ირხევა, თრთის თუ ეშინია?! ნაცნობ სარეცელზე უკვე ის აღარ წევს. . . ნუთუ დამივიწყე?! ჩუმად, ფაქიზად გადმოვიღებ იმ ძველ სურათებს. . . ვათვალიერებ. . . სიბნელე არის. . . არ მოჩანს არსით სხივი ნათელი. . . ბნელ, დიდ ოთახში ეულად დარჩენილი არვის მოველი იმ კაცის გარდა, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა!. . დააგვიანდა!. . . კმარა უკვე ფიქრიც, კმარა, მის მაგივრად სიბნელე დამეუფლა!. . .
ბნელა დიდ ოთახში. . . ბნელა, კვლავ მარტო ვარ. . .

| ნანახია : 1109 |  კომენტარები : (1)
       

 





"უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე...
არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე.
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ მოფერებით-გელოდები!
ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს,როცა მისი მოსვლა შეუძლებელია.
მოულოდნელად თავდატეხილი გრძნობა მინდა მოგაბარო,თორე მე მარტო ვერ ველევი,ვერც ვერავისთვის მიმინდვია,ვერც ვერავინ გამიმეტებია ამხელა სილამაზისთვის.
ადგილს ვერ ვპოულობ,ზოგჯერ მეჩვენება,რომ აქვე ხარ ახლოს,ასე მგონია,რომ მოვიხედო,შენს ამაყ თვალებს შევეფეთები,ამიტომ არ მინდა მოვიხედო,არადა მინდა შემოგხედო,დაგინახო და გითხრა,რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელი ხარ!
ვიცი შეუძლებელია,მაგრამ მაინც მინდა გნახო,მენატრები!
არ მინდა ეს დღეები მხოლოდ გულსა და მეხსიეებას მივანდო შესანახად,ამიტომ ვწერ...
ნეტა საიდან მოვიდა მონატრება?
სიკვდილის დასასრულია თუ დასაწყისი?
სწორედ ახლა შეგიძლია დაეუფლო ჩემს გულს,მიყვარხარ და მენატრები,ყოველთვის წმინდა სიყვარულით.
ვიცი!ძვირფასო,როდესმე გაიგებ,მიხვდები მერე შეიძლება მოხვიდე,მაგრამ მე ისევ ისეთი მონატრებული და შეყვარებული არ დაგხვდები...
სწორედ მონატრების ტკივილი დამეხმარა ეს საიდუმლო გამენდო."
ღმერთი გფარავდეს!!!

| ნანახია : 1326 |  კომენტარები : (1)
       

 




ეს ხო მონატრებაა, რომელიც სულს აფორიაქებს...

გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა:

- დილა მშვიდობისა, ქალიშვილო! იები აყვავებულა, ატმები აფეთქებულა, ნუშის სურნელმა გააბრუა სამყარო, გილოცავ გაზაფხულის მოსვლასო!

ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს კარებთან უარმაზარი თაიგული დამხვდა:

- სიყვარულის დღეს გილოცავ, მუდამ შეყვარებული იყავიო!

ვარდობისთვეს ჩემი დაბადების დღეს ჩემი წითელი ვარდების ზღვაში ჩაძირვა გადაწყვიტე.
ზაფხულში მინდვრის თაიგულები მოგქონდა ჩემთან . . .

ნაღვლიანი შემოდგომა კი შენი გამოჩენით გაახალისე.

და ერთ დღეს საღამოს სახლისკენ მომავალმა ჩემს ოთახში სინათლე შევნიშნე
მივხვდი, ეს შენ იყავი!

კარი გამიღე, შემცივნებულს შალი მომაფარე, სითბოთი ამავსე, სავარძელში ჩამსვი და მითხარი:

- ახლა ჩემთან ხარ, ნუღარაფრის გეშინიაო!

მერე კი ზამთარი მოვიდა, ცივი, ულმობელი და სუსხიანი
და ასე დაიბადა და ოცნებებად დაიღვარა თეთრ ფურცელზე სიმარტოვით გაყინულ ოთახში შენზე მონატრება.

| ნანახია : 1224 |  კომენტარები : (0)
       

 




 

წვიმს.
ფანჯარაზე აკაკუნებს წვიმის პატარა და სათუთი წვეთი, ჯიუტად ეფერება მინას და ოთახში შემოსვლას ლამობს. მე ოთახის ერთ კუთხეში ვზივარ თვალებდახუჭული, ჩემთან შემოდგომის სევდიანი საღამოა, სევდიანი და წვიმიანი. ხეტიალი მინდება, ხეტიალი ნამტირალევ და ფოთლებით დაფარულ ქუჩებში, რომელთაც ნისლის თავსაბურავი დაუხურავთ. წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან და მახსენდება ზაფხულის სიცხეს შეფარებული მთები, ეკლესია, მე და შენ.
გახსოვს?!
ახლა წვიმს.    
წვიმის წვეთები საოცარ ჰარმონიას ქმნიან. ოთახი ნელ-ნელა ივსება ღამეული სიჩუმით და მინებს იქიდან საოცრად ლამაზი სიცილით მიცინის წვიმა.

| ნანახია : 1095 |  კომენტარები : (1)
       

 




ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.
მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს
და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან;
მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ
და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა.
თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს,
ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის...
ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს
მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!

| ნანახია : 1119 |  კომენტარები : (1)
       

 

  
  
  
  
რომ შეიძლებოდეს სიკვდილის შემდეგ, კვლავ მხურვალედ გაკოცო
თვალებზე, რომ შეიძლებოდეს რომ მოგეფერო,
მოგიალერსო, კვლავ დაგიდორბლო შენი ლამაზი სულის თრთოლვა
კარგი იქნებოდა, ძალიან კარგი… მაგრამ მოიცა, მგონი შეიძლება…
კი შეიძლება!...და ეს ასეც იქნება! მთავარია შენი ფიქრების გამიღო კარი,
მთავარია გახსოვდეს რომ მე არ მომკვდარვარ, მე უბრალოთ გარდავიცვალე.
გადავინაცვლე ერთი ცხოვრებიდან სხვა, უფრო ლამაზ, უფრო ცისფრად მორთულ
და უფრო ყვავილებით აფერადებულ ცხოვრებაში,
და ის რომ როგორც ამ ქვეყანაზე ყოფნის ჩემი ყოველი გაფიქრება შენთან
იყო ყოველთვის და შენ გეხუტებოდა,ახლაც, იმ ქვეყანაზეც სწორედ რომ
ზუსტად ასე ხდება. მე შენთან ვარ , დიახ შენთან ვარ…ნახე გაკოცე…
ნახე, ისევ ისე მომდის ცრემლები თვალებიდან მხურვალეთ…
სიხარულის ცრემლები…იცი,აქ გამიმხილეს რომ სადღაც 200-300 წლის შემდეგ
შენ აქ მოხვალ და ჩვენ სულ ერთად ვიქნებით…განუშორებლათ ყოველთვის
ერთად… ხომ წარმოგიდგენია?...და მე ამიტომ ვტირი, მიხარია და ვტირი…
და შენ   ნუღარ განიცდი   გთხოვ ჩემს ვითომდააღარყოფნას!!! ეს სასწაული
ღმერთმა ჩვენი სიყვარულის შემხედვარემ დაუშვა…გაიხარე! მე ცოცხალი ვარ!
და ვიქნები სანამ შენს ფიქრებში დამრთავ უფლებას სიცოცხლის, სანამ შენს
თბილ გულში მინახავ…….< მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, …. მიყვარხარ,
სატრფოზედ მინაწერი საიქიოდან…10 იანვარი 2007 წელი.
| ნანახია : 1014 |  კომენტარები : (1)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0