"დახატე"
ფერები გიყვარს მუქი და ლურჯი,
დაიწყე ხატვა!–მოუსვი ფუნჯი!
დახატე ზეცა ლურჯი კამარით,
დახატე ომი თეთრი ალამით,
დახატე რაში ნაზი ლაგამით,
დაწერე ლექსი შოთას კალამით...
გახედე ზეცას, გახედე ღრუბლებს,
შეჰყევი ფიქრებს–ფიქრების მორევს,
გახედე დილით შუქთა ალიონს,
ღამე ნათევ და ჩამქრალ ლამპიონს,
შეხედე ქუჩებს ბნელს და სევდიანს,
გახედე ზეცას ლურჯს და ერთიანს.
გაყევი ბილიკს სამოთხის გზებზე,
გზად თუ შეგცივდა გაგათბობ მზეზე,
შეხედე ტალღებს ზღვის ნაპირებზე,
შეხედე მიწას ცის ნატირ ცრემლზე,
შეხედე ბაღებს, ბაღებში ქალებს,
ქალებში ვხედავ მარტოსულ თვალებს,
მარტოსულ თვალებს ვადარებ მთვარეს,
მთვარე მახსენებს მუქ ფერთა ღამეს.
დახატე სევდით სავსე თვალები
და მომღიმარი ნაზი ქალები,
დახატე სევდა, დახატე ცრემლი,
დახატე შენი გრძნობები წრფელი,
შეხედე ღრუბლებს, შეხედე თვალებს,
წვიმა ასველებს შენს სახლის სარკმელს.
შეხედე წვეთებს ფანჯრებზე მცოცავს,
დახატე ის ვინც დაიწყებს ლოცვას,
დახატე თუ გსურს სიზმარი–ბოდვა,
თუ გსურს დახატე ნახატი ცოდვა,
თუ ხატავ ცოდვას დახატე ლოცვაც,
ცოდვილ თვალებზე ცრემლები ცოცავს.
დახატე ცრემლი, მდინარე, კენჭი
და სიყვარული შეამკე ეჭვით,
დახატე ზეცა, ღამე და ქალი,
თან მეც დამხატე ოცნებით მთვრალი....
<<<რეპ–მენ>>>09.02.2008<<<