პარ, 25-იანვ-17, 00.59
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 01

 

 
 
 
 
სიყვარულის პოეტებო გამიწვდია თქვენთვის ხელი
იქნებ რამით დამეხმაროთ, ნეკნს უკან მაქვს დიდი ძელი...
ვერა ვწერ მე სიყვარულზე, არ მინახავს, როგორია
არც კი ვიცი მინდორია, იქნებ ცივი გომბორია,
ჩამახედეთ მე მის თასში დამანახეთ მისი არსი
შემაყვარეთ თუნდ გვირილა, თუნდ რიონი თუნდ ყვირილა...
თუნდაც ერთი წამით მაინც მე შევიგრძნო საოცრება
ამიხდება მე სურვილი, ამიხდება მე ოცნება...
მერე მოვკვდე არრა მინდა ქვეყანაზე ასასრული
ეს იქნება ჩემი ტანჯვის ბედნიერი დასასრული....
| ნანახია : 1013 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..
| ნანახია : 968 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა,
მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა
და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა...

უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს
მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს
და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის
მე კი ვერ ვასწრებ რომ რამე ვთქვა, დღეები მიქრის...

ან რა აზრი აქვს ნეტავ ჩემთვის ამ მდორე წუთებს
თუ კი მკვდარი ვარ და სიკვდილსაც ვაწუხებ თურმე.
თუ ჩემმა გულმა მიღალატა _ აღარ ვარ უკვე
და უსიცოცხლო სიკვდილსაც კი მე ვეღარ ვუთმენ
| ნანახია : 1048 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
პირველი კოცნა გრძნობით აღვსილი
პირველი კოცნა მთვარიან ღამეს
გული ღელავდა როცა ბაგეზე
ვგრძნობდი შენს ტუჩებს აგზნებულ სახეს.
ბურუსში ვიყავ,ვერ ვერკვეოდი,
პირველი კოცნა თუ ვის ვაღირსე.
პირველი კოცნა ვის ერგო ჩემგან
ვინ დაეწაფა ტუჩებს ალისფერს.
სწორედ იმ დღიდან შეგძულდი იქნებ
იქნებ კიდევაც დამცინი გულში
შენ მეფერები მეალერსები და
თან მარწმუნებ შენს სიყვარულში.
მე ვკიცხავ ჩემს თავს იმ მოქცევისთვის,
ცრემლების კვალი უხვად დამატყვე
მაგრამ იცოდე რომ შენ ხარ მაინც
პირველი კოცნა ვისაც ვაღირსე
| ნანახია : 1572 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
"სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს".
სიყვარული ძალიან დიადი, ძალიან ლამაზია, მაგრამ ამ სილამაზით გვანადგურებს სწორედ. სიყვარული_გრძნობა, რომელიც თავად გვაძლევს მაცოცხლებელ ძალას და ბოლოსაც თვითონ გვიღებს. იგი თავდავიწყებაა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ ფლობს არანაირ ლოგიკას და საზღვარს...
სიყვარული უეცრად ბედნიერების მწვერვალზე აგიყვანს, წუთით იგრძნობ, რომ ყველაზე მაღლა ხარ... და მერე ეშვები მსუბუქად. ეს ხდება იმიტომ, რომ ზუსტად ამ წუთებისთვის ღირს სიცოცხლე და რომ არასდროს უნდა დანებდე!
სიყავრული როდია ლამაზი ზღაპარი, როდი იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", ყოველთვის როდი მთავრდება კეთილად და ზოგჯერ, საერთოდ არ აქვს დასასრული.... და მაინც, სიყვარული ცხოვრების უდიდესი სიამეა, მიუხედავად მისგან გამოწვეული ტანჯვისა და ტკივილისა. ყოველთვის არ გაგიმართლებს, მაგრამ ერთხელაც მოგეცემა არნახული ძალა, მოხდება ისე, რომ "გეტყვი_ მიყვარხარ და ამ სიტყვებით მოგაბრუნებ სხვისკენ მიმავალს". ადამიანისთვის იმაზე დიდი ბვედნიერება არ არსებობს, როცა იცი, რომ ვიღაცას ძალიან, ძალიან უყვარხარ. მთავარია, გიყვარდეს ჭეშმარიტი სიყვარულით და ყველაფერი კარგად იქნება!
სიყვარული ყოველთვის წმინდა და ამოუცნობია,. . .
| ნანახია : 1274 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
თუ კი სიყვარულს გარგუნებთ ღმერთი,
თუ კი თქვენს გულში დაიდებს ბინას,
თუ კი ყინული გალღვება სულ მთლად,
სითბოს შეიგრძნობს სპეტაკი წვიმა,
ხელს, ნუ კრავთ! ნუ კრავთ! ძლიერ სიყვარულს
ნუღარ ჩაუქრობთ ანთებულ სანთელს,
მიწათ გათელილ წითელ მიხაკებს,
გარდაცვლილ სულსაც ნუღარ დაუდებთ...
გიყვარდეთ ისიც, ვინც შეგიყვარებთ,
გიყვარდეთ იგი მთელი არსებით,
იწვოდეთ მისთვის, დნებოდეთ მისთვის
და ლოცულობდეთ, ვით ვხთისმშობლისთვის.
გჯეროდეთ! გწამდეთ! თუნდ ბედისწერის,
რომ მომავალი მომავალია,
რომ იგი მოდის და მოვა კიდეც
და რომ ის ეხლა უკვე გზაშია
| ნანახია : 1068 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
 
ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.
მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს
და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან;
მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ
და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა.
თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს,
ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის...
ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს
მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!
| ნანახია : 1018 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
Stumari 2
Users: 0