ლამაზი ფრაზები !
სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია. ნ ო ვ ა ლ ი ს ი
სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით. ა ნ ა კ რ ე ო ტ ი
სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი. ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი
სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს. ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი
სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა. ჰ ი უ გ ო
სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. ს ტ ე ნ დ ა ლ ი
სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა. ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი
სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის. ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი
სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს. ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი
სიყვარული - ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ. ნ ე ტ ა რ ი ა ვ გ უ ს ტ ი ნ ე, ა ვ რ ე ლ ი უ ს ი
სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს. ვ ო ლ ტ ე რ ი
სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს. ა ლ ფ რ ე დ კ ა მ ი უ
სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა. მ ე ტ ე რ ლ ი ნ კ ი
რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს. გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ე უ ლ ი ს ი ბ რ ძ ნ ე
სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია. ლ ა რ ო შ ფ უ კ ო
სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს. ჭ ო ლ ა ლ ო მ თ ა თ ი ძ ე
სიყვარული - აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში - აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი. მ ო პ ა ს ა ნ ი
სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ. მ ო ც ი ქ უ ლ ი პ ა ვ ლ ე
სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება. ლ ო ბ ე რ გ ე რ ი
სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს.
სიყვარული - ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი. უ ი ლ ი ა მ შ ე ქ ს პ ი რ ი
სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა. ვ ა ჟ ა ფ შ ა ვ ე ლ ა
სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს. მ. გ ო რ კ ი
სიყვარული რაა ბრძენო? - ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა. "ორი სული - ერთი ფიქრი, ორი გული - ერთი ფეთქვა." ფ რ. ჰ ა ლ მ ი
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს. რ უ ს უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს. ა რ ი ს ტ ო ტ ე ლ ე
სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს. ს ე ნ ე კ ა
სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია. ტ ე კ ე რ ე ი
სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ. ბ ა ლ ზ ა კ ი
სიყვარული - ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის. ჩ ა რ ლ ზ დ ი კ ე ნ ს ი
სიყვარული - ცეცხლია: თუ არ კვებავ - ქრება. მ ი ხ ე ი ლ ლ ე რ მ ო ნ ტ ო ვ ი
სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში. შ ე ქ ს პ ი რ ი
სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა. გ ი დ ე მ ო პ ა ს ა ნ ი
სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით - გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება. ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ბ ლ ო კ ი
სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის. გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ტ ა ბ ი ძ ე
სიყვარულს ბაღივით მოვლა-პატრონობა სჭირდება. ვ ლ ა დ ი მ ე რ თ ო რ დ უ ა
სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ. ვ ე რ გ ი ლ ი უ ს ი
სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც. ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარულია შიშზე ძლიერი. ვ ი ტ ო რ ი ო ა ლ ფ ი ე რ ი
სიყვარული გრძნობათა სარდალია.
რა არის სიყვარული? - ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს. ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი
სიყვარული არის თავის დავიწყება. გ რ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი
სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია. ლ ა ი ს ტ ი
უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია. ე ს პ ა ნ უ რ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა. უ ნ ა მ უ ნ ო
სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა. კ ა ზ ა ნ ო ვ ა
სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს. ს ტ ე ნ დ ა ლ ი
სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად. ს ე რ ვ ა ნ ტ ე ს ი
უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება! ფ. შ ი ლ ე რ ი
სიყვარულს კანონს ვერ დაუდგენ - არ ცნობს ბატონებს. ა ნ დ რ ე ა ს გ რ ი ფ ი უ ს ი
სიყვარულს ყველა ასაკი ემორჩილება. ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია. ვ ი ქ ტ ო რ ჰ ი უ გ ო
ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი. ს ე ქ ს ტ პ რ ო პ ე რ ცი ო ს ი
ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია. გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული. ლ ე ო ნ ა რ დ ო დ ა ვ ი ნ ჩ ი
სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია. ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
სიყვარულის წინაშე უძლურია ყოველგვარი საშინელება და სიკვდილის წყვდიადი. ჰ. ი ბ ს ე ნ ი
ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას. ნ. ჩ ე რ ნ ი შ ე ვ ს კ ი
სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის. ლ ა რ ო შ ფ უ კ ო
ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული.
თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! - ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან. ც ი ც ე რ ო ნ ი
ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის. პ ო ნ ტ ა ნ უ ს ი
სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი. გ ო ე თ ე
სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია. კ ა რ ი
უსიყვარულოდ ვერ ამაღლდები.
|