შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია, ასეთი უძირო, ლამაზი თვალები ალბათ არავის, არასდროს ჰქონია. გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი, დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია, სულ გულში მექნება, ასეთი თვალები ალბათ არასდროს, არავის ჰქონია. დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია, ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია, მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?