მოვალ! უძილობა უნდა ჩაგინესტო სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები, ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები. მოვალ! ის ტკივილი უნდა გაგინელო გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით, ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით. არადა... ოთახში მარტო ხარ მგონია, ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან, ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან. იქნებ ... ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო. მინდა... ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით შენი უცნაური მზერა დავიჩემო სახლად გადავიქცე შენი წამწამების. მოვალ! ეს სიზმარი უნდა აგიცხადო სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები, მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ, კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..