დავეძებ ზღაპრულ სამყაროს იგი კი არსად არ ჩანს, მხოლოდ ოცნება მამშვიდებს რომ მას ვიპოვი სადღაც, ფიქრი გზა და გზა ილევა, იმედს ეტყობა დაღლა, გულს ისევ რაღაც ასკდება ვით აზვირთულ ტალღა. მივყვები უცნობ ნაპირებს, ვუმზერ მეწამულ ზეცას, ისევ ეული დავდივარ და ვერ ვპოულობ ვერსად.... ცხოვრების გზებია ასეთი, მათ ვერ გაუგებ ვერას, ზოგს ფარავს სალი კლდეები, ზოგს კი გაშლილად ვხედავთ... სავსეა სიცოცხლე ჩვენი, ეკლოვან ბუჩქთა ხლართით, თავისი წილი ერგება ყველას ფიალა დარდით, მაინც მივყვები ბილიკებს იმედის მძაფრი განცდით, უიმედობა ვერა შობს სიცოცხლეს ლამაზ სახით ყველანი ჩვენსას დავეძებთ და ვერ ვპოულობთ ვერსად, გულს როცა ფართოდ გავაღებთ ჩვენ მაშინ ვიგრძნობთ შვებას, ისევ მივყვებით ნაპირებს,მზე ჩაესვენა ზღვაში, არ მსურს ზღაპრული სამყარო სუფევდეს მხოლოდ ცაში. ფიქრი ოცნებით იღლება, მაინც მივიკვლევთ გზა-კვალს, მაინც დავეძებთ სამყაროს სულს ზღაპრებით, რომ ქარგავს!!
|