რამდენი ბიჭი დაიღუპა, იმდენი ოცნება დაიმარხა, ბევრს სიყვარული არ ღირსებია, ცხოვრების სიამე არ უნახავს, ყველანი სიცოცხლეს შეხაროდნენ, და ყველა სამშობლოს შეეწირა, სიკვდილმა ცხოვრება არ აცალა, ღიმილი სახეზე შეაყინა, ბიჭებო, დედები დაგტირიან, რამდენს კვლავ გელიან პატარები, თქვენ დედა სამშობლოს შეეწირეთ, ყველანი ზეცაში ამაღლდებით, რამდენი გოგონა დააქვრივეთ, რამდენს დაუმსხვრიეთ სიყვარული, ყველანი სამშობლოს შეეწირეთ, რადგან მისთვის სცემდა თქვენი გული, თქვენი მოგონება ყოფილიყოს, ყველანი უფალმა გაგანათლოთ, დედასამშობლო რომ არ გახადეთ, მტრისა და ბოროტის სანავარდოდ, ბრძოლის ველზე შეწყდა სამუდამოდ, თქვენი გულისცემა მამაცებო, თკვენი მოგონება ყოფილიყოს, საქართველოს გმირო ვაჯკაცებო.
|