იანვარი – სიყვარულის ნიაღვარი… თებერვალი – დიდ გრძნობათა გენერალი… მარტი – ვითომ დემოკრატი… აპრილი - ოცნებათა კაპრიზი… მაისი – არ ადარდებს, რა იცი… ივნისი – ჰმ! დამანახე სინდისი… ივლისი – მომენატრა, ის ვიცი… აგვისტო – გადარევა დაიწყო… სექტემბერი - ვერ ელევა ცხელ მზეს ბევრი… ოქტომბერი -იცრიცება ბოლო ფერი… ნოემბერი – საკუთარ თავს მოერევი?! დეკემბერი - არ წახვიდე, გეხვეწები…