ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს. ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს. გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ. იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა. შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი. გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ. მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები. მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ - როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე. მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი. ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი!
|