ხუთ, 24-ნოე-21, 18.30
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10

 



ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,
ორნივ მართალნი არიან ცამდე,
ვძულვარ_ვინც ახლო მოვუშვი გულთან,
მათ, ვისაც მთელი არსება ვანდე.
ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები,
ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად...
ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი,
გაუშიფრავი დავურჩი ვისაც.
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ
ცამდე მართალნი არიან ალბათ,
ვინაც ახლობლად მიიღო გულმა
რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს.
რა გითხრათ, ხშირად ვიბნევი კიდეც
და სიახლოვე მაშინებს კაცთა,
ვმარტოობ... კვლავაც რომ აღარ ვზიდო
ადამიანის დაკარგვის განცდა...
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,_
მაინც მართალნი არიან ორნივ
ვძულვარ ვინც ახლო მიიღო გულმა,
ვუყვარვარ, ვისაც დავურჩი შორი.
| ნანახია : 1099 |  კომენტარები : (0)
       

 

გესმის?! არ მოვკვდები, არა,
არც შენ განაცვალებ თავს,
გადავალ ქსანსა და არაგვს,
სანთლით ამოვირჩევ ქმარს...
მთელ ფშავ-ხევსურეთში ცნობილს
სხვისგან წყენა რომ არ ახსოვს,
დავტოვებ ქალაქელ დობილთ
და დავესახლები არხოტს...
ისე გავაკვირვებ სოფელს,
საჩვენო ქალ არსო, – თქვას,
გავიჩენ ცხვრებსა და ძროხებს,
ვისწავლი ქსოვას და რთვას...
დილაბნელს არაგვზე ჩავალ,
მოვიტან წყვილ კოკა წყალს,
ქმარს გზას დავულოცავ სავალს,
საძოვრად გავრეკავ ცხვარს...
ძროხებს გავაყოლებ ნახირს,
გავიგებ უმი რძის სუნს,
ჭრელ წინდებს დავუქსოვ ბალღებს,
არცერთსაც არ დავწყვეტ გულს...
საღამოს სახინკლეს მოვზელ,
მოვწველი ძროხას და ცხვარს;
მერე სათიბიდან მოსულს
სასთუმალს დავუგებ ქმარს...
ბუხარში მოვხარშავ ხინკალს,
ის მომთხოვს შინაურ ლუდს,
მივშლი იქვე ცეცხლის პირას,
ბავშვების სასთუმალს ხუთს...
ჩვენ დავლევთ ნახევარ ლიტრას
და არ დავნებდებით ძილს, 
ის მეტყვის ორიოდ სიტყვას
ძალიან ნაზსა და თბილს...
მე ის მეყვარება, ვიცი,
არ დავემდურები ბედს,
ჩემი შეშურდება ყველას,
ყველას-შენი ცოლის მეტს...
ისე ვუერთგულებ ქმარ-შვილს,
გულს არ გავაკარებ იჭვს
და შენს მოსახელედ გავზრდი
პირველ თვალხატულა ბიჭს!..
| ნანახია : 958 |  კომენტარები : (0)
       

 

მე ვეძებ მუზას...
ყველა ლამაზ ქალს ერთი ლექსი,ან თუნდაც სიტყვა ლამაზად თქმული ბედნიერს გახდის,
მე ყველა ქალში დავეძებ მუზას...
მათ არ ჭირდებათ არც სიმდიდრე, არც ოქროს მთები,
ერთი ლამაზი სიტყვა უნდათ,ან თუნდაც მზერა თბილი და მწველი და შეესხმევათ ოცნებით ფრთები.
მყუდრო ყურეში,ოკიანის სანაპიროზე,ლამაზმა გემმა ჩაუშვა ღუზა...
დაშვებულ აფრას გარს ეხვევა მეზღვაურთა მთელი ამქარი,
მე კი თვალს მტაცებს თავად ქალი,გემბანზე მდგარი,
ქალი,რა ქალი..თუ თავად მუზა,ანდა ზეციდან მოვლენილი მუზების ღმერთი,
გაქრა ზღვაც,გემიც,მეზღვაურნიც აფრებთან ერთად,მხოლოდ ჩემს თვალწინ დარჩა ქალი,ის ერთადერთი...
და მზეც...
ხოლო მე ჩემს თავს ვკითხე:_თუ რომელია უფრო ნათელი?
ქალი მზეობდა,მზე კი ცის თაღზე ისე ენთო,როგორც სანთელი,
ქალი დღეობდა...
დღის სინათლე კი მიმქრალიყო და ცისარტყელა ქალს ჩასწვნოდა ოქროსფერ თმაში,
ქალი ქარობდა და მოისმოდა ოკიანის ტალღების მარში,მუსიკის მარში
და თმებგაშლილი იდგა ქალი,ვით ქარი ქარში.
მე ყველა ქალში ქალღმერთს ვეძებ და არ თქვას ვინმემ:_"სამყაროში ერთია ღმერთი",
არა!_თქვენ ცდებით,როცა ფიქრობთ,რომ ის მორიგი ქალი არის ერთ-ერთი,
ყველა თავის წილ ღმერთთან ერთად არის მაღალი,არის ნათელი და იდუმალი...და ერთადერთი...
ადიდეთ ქალი და იგრძნობთ როგორ ამაღლდებით თავად მთვარემდე,
ქალს შეუძლია გიერთგულოთ თვით სამარემდე,
და უფრო იქით...
თქვენ კი არ გინდათ დაიჯეროთ,რადგანაც ალბათ ერთგულებაარ შეგიძლიათ,
ეს ორი მხარე _"ქალი და კაცი",როგორც ოდითგან მიილტვოდნენ ერთმანეთისკენ,ისევ ისეა...
და თვალს ნუ ხუჭავთ,თუ კაცნი ხართ გაუსწორეთ სიმართლეს თვალი,
რადგანაც ყველა თქვენთაგანში არის ოცნება და აღიარეთ,რომ ეს ოცნება არის თვით ქალი.
მიეცი სარკე...
ქალმა ღმერთობა რომ შეიგრძნოს სჭირდება შენი თვალების სარკე და მაშინ თავად გახდები ღმერთი ,
და არასოდეს არ გაგცვლის სხვაზე,რადგანაც მისთვის იქნები ერთი და ერთადერთი.
მე ვეძებ მუზას...
ყველა ლამაზ ქალს ერთი ლექსი,ან თუნდაც სიტყვა ლამაზად თქმული ბედნიერს გახდის,
მე ყველა ქალში დავეძებ მუზას...
მათ არ სჭირდებათ არც სიმდიდრე,არც ოქროს მთები,
ერთი ლამაზი სიტყვა უნდათ,და ყურადღება...და სიყვარული... და შეესხმევათ ოცნებით ფრთები,
მე ყველა ქალში დავეძებ მუზას.
| ნანახია : 956 |  კომენტარები : (0)
       

 

სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადავიარე.
იქნებ მთვarე ვარ
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით...
ნუთU არ მეძებ?ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანTელი სდაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო.
| ნანახია : 867 |  კომენტარები : (0)
       

 



როდის დავდინჯდები?
ალბათ არასოდეს....
ანდა შეიძლება მაშინ,
როცა ცის სილურჯე აღარ გამაოცებს,
გული არ გამიწევს ქარში.
-როდის დავბერდები?
როცა დროს გაჰყვება
ყოვლისწამლეკავი ეჭვი,
როცა გზად მიმავალს
თვალს არ გამაყოლებს
ვინმე ორბისთვალა ბიჭი,
როცა არაფერი აღარ გამაოცებს,
-როცა დავბერდები,მაშინ?
დიდი არაფერი....
მიწას დავტოვებ და 
ჩუმად ავფრინდები ცაში...
| ნანახია : 910 |  კომენტარები : (0)
       

 



რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...

რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...

რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...

რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...

შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე...
| ნანახია : 889 |  კომენტარები : (1)
       

 






მე მარტი მიყვარს შენი
არეული და ცელქი...
მე ღვინო მიყვარს შენი
და დოქის ფსკერზე ლექიც...
მე ლექსი მიყვარს შენი
ჯერ მაჭარივით ტკბილი...
სიზმარი მიყვარს ღამით
შემოფეთება დილის...
თითები მიყვარს შენი
გრძელი, ნატიფი, თლილი...
მოღერებული ყელი
დაბმულ-შეკრული ღილით...
თვალები მიყვარს შენი
მზერა უძირო ტბისა...
ეს სიჯიუტეც მიყვარს
სულში ნაკირწლი ქვისა...
თმების სურნელი მიყვარს
თითქოს ნაბანი წვიმით...
შენი ღიმილი მიყვარს
გაგიჟებული ხიბლით...
შენ სცენა ხარ და მე კი
შენი საღამო მიმყავს...
ფარდის დაშვების მერე
ის მარტოობა მიყვარს.
იქ სარკეში, რომ კრთება
შუქის ანარეკლს იჭერს
ეს სიახლოვე შენთან
ვიცი, რომ გამაგიჟებს...
მერე აწყვეტილ ულაყს
ვეღარ დაიჭერს გონი...
შენს გვერდით ყოფნა მიყვარს
და უშენობაც მგონი...
გადარეულა მარტი
დარაბებს მიმტვრევს ძალით,
შენ ოცნება ხარ ჩემი

შეყვარებული ქალის!
| ნანახია : 1041 |  კომენტარები : (0)
       

 



ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი!
| ნანახია : 933 |  კომენტარები : (0)
       

 



მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს,
იფარავდეს შინდი 
შეციებულ ჩიტებს
და შენ ჩემი დიდი 
სიყვარული გჭირდეს.
გიკითხავდე ლექსებს, 
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე დიდხანს 
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს...

| ნანახია : 2217 |  კომენტარები : (0)
       

 



.. ჩემო სატრფოვ, მინდა ჩაგხედო იმ უძირო ტბას, რასაც ჩემი სული ჰქვია ...
... მინდა ჩემთან ერთად გაშალო ფრთები და ნათელს შევერთოთ ... და იგრძნო უზენაესი - სიყვარული ... ჩემკენ იარე ... ბნელეთში მოციმციმე სანთლებით გაჩირაღდნებულ ბილიკს გამოჰყევი ... სცადე ... შენ ფრენა შეგიძლია - გწამდეს ეს ... თამამად გაშალე ფრთები ... უფრო თამამად ... ჩემო უნაზესო, სიფრიფანა ანგელოზო ... ჰო, ანგელოზი ხარ .... უბრალოდ, შენ ჯერ არ იცი ეს ... და მე შენს სპეტაკ შუბლს შევამკობ ღვთიური შარავანდედით ...
| ნანახია : 902 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
Stumari 4
Users: 0