მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » მე ვეძებ მუზას....
|
მე ვეძებ მუზას... ყველა ლამაზ ქალს ერთი ლექსი,ან თუნდაც სიტყვა ლამაზად თქმული ბედნიერს გახდის, მე ყველა ქალში დავეძებ მუზას... მათ არ ჭირდებათ არც სიმდიდრე, არც ოქროს მთები, ერთი ლამაზი სიტყვა უნდათ,ან თუნდაც მზერა თბილი და მწველი და შეესხმევათ ოცნებით ფრთები. მყუდრო ყურეში,ოკიანის სანაპიროზე,ლამაზმა გემმა ჩაუშვა ღუზა... დაშვებულ აფრას გარს ეხვევა მეზღვაურთა მთელი ამქარი, მე კი თვალს მტაცებს თავად ქალი,გემბანზე მდგარი, ქალი,რა ქალი..თუ თავად მუზა,ანდა ზეციდან მოვლენილი მუზების ღმერთი, გაქრა ზღვაც,გემიც,მეზღვაურნიც აფრებთან ერთად,მხოლოდ ჩემს თვალწინ დარჩა ქალი,ის ერთადერთი... და მზეც... ხოლო მე ჩემს თავს ვკითხე:_თუ რომელია უფრო ნათელი? ქალი მზეობდა,მზე კი ცის თაღზე ისე ენთო,როგორც სანთელი, ქალი დღეობდა... დღის სინათლე კი მიმქრალიყო და ცისარტყელა ქალს ჩასწვნოდა ოქროსფერ თმაში, ქალი ქარობდა და მოისმოდა ოკიანის ტალღების მარში,მუსიკის მარში და თმებგაშლილი იდგა ქალი,ვით ქარი ქარში. მე ყველა ქალში ქალღმერთს ვეძებ და არ თქვას ვინმემ:_"სამყაროში ერთია ღმერთი", არა!_თქვენ ცდებით,როცა ფიქრობთ,რომ ის მორიგი ქალი არის ერთ-ერთი, ყველა თავის წილ ღმერთთან ერთად არის მაღალი,არის ნათელი და იდუმალი...და ერთადერთი... ადიდეთ ქალი და იგრძნობთ როგორ ამაღლდებით თავად მთვარემდე, ქალს შეუძლია გიერთგულოთ თვით სამარემდე, და უფრო იქით... თქვენ კი არ გინდათ დაიჯეროთ,რადგანაც ალბათ ერთგულებაარ შეგიძლიათ, ეს ორი მხარე _"ქალი და კაცი",როგორც ოდითგან მიილტვოდნენ ერთმანეთისკენ,ისევ ისეა... და თვალს ნუ ხუჭავთ,თუ კაცნი ხართ გაუსწორეთ სიმართლეს თვალი, რადგანაც ყველა თქვენთაგანში არის ოცნება და აღიარეთ,რომ ეს ოცნება არის თვით ქალი. მიეცი სარკე... ქალმა ღმერთობა რომ შეიგრძნოს სჭირდება შენი თვალების სარკე და მაშინ თავად გახდები ღმერთი , და არასოდეს არ გაგცვლის სხვაზე,რადგანაც მისთვის იქნები ერთი და ერთადერთი. მე ვეძებ მუზას... ყველა ლამაზ ქალს ერთი ლექსი,ან თუნდაც სიტყვა ლამაზად თქმული ბედნიერს გახდის, მე ყველა ქალში დავეძებ მუზას... მათ არ სჭირდებათ არც სიმდიდრე,არც ოქროს მთები, ერთი ლამაზი სიტყვა უნდათ,და ყურადღება...და სიყვარული... და შეესხმევათ ოცნებით ფრთები, მე ყველა ქალში დავეძებ მუზას.
|
ნანახია: 957 |
დაამატა: administrators
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 Stumari 2 Users: 0
|