კვ, 24-ნოე-24, 16.12
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » ვის ვუყვარვარ , ვის ვძულვარ
13.58
ვის ვუყვარვარ , ვის ვძულვარ


ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,
ორნივ მართალნი არიან ცამდე,
ვძულვარ_ვინც ახლო მოვუშვი გულთან,
მათ, ვისაც მთელი არსება ვანდე.
ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები,
ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად...
ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი,
გაუშიფრავი დავურჩი ვისაც.
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ
ცამდე მართალნი არიან ალბათ,
ვინაც ახლობლად მიიღო გულმა
რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს.
რა გითხრათ, ხშირად ვიბნევი კიდეც
და სიახლოვე მაშინებს კაცთა,
ვმარტოობ... კვლავაც რომ აღარ ვზიდო
ადამიანის დაკარგვის განცდა...
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,_
მაინც მართალნი არიან ორნივ
ვძულვარ ვინც ახლო მიიღო გულმა,
ვუყვარვარ, ვისაც დავურჩი შორი.
ნანახია: 1100 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
Stumari 2
Users: 0