ხუთ, 24-ნოე-21, 17.43
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12

 



სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არარსებობს წონა... ასაკი...
გიყვარდეს, მაგრამმისწინაშენუდაეცემი,
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი.
თუ შეგიძლია სიყვარული - ბედნიერი ხარ,
რადგან ამქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან ისე კვდებიან....
კატეგორია : პატარა sms | ნანახია : 1229 |  კომენტარები : (2)
       

 




არ იფიქრო, რომ შენი დანაშაული მე გაპატიე... არა...გულმა გაპატია, იმ თვალებმა და იმ უჩვეულო სიყვარულმა ოდესღაც რომ იყო... პატიება არასოდეს გითხოვია, მაგრამ მე გპატიობდი ყოველთვის ამ ხნის მანძილზე...რატომ? რისთვის? არ ღირს ძიებად... ყველაფერი თითქმის შეუმჩნევლად დაიწყო. თავიდანვე გაპატიე უხეში ქცევა, გაპატიე იმიტომ, რომ მიყვარდი... ხანგრძლივი გამოდგა ლოდინი, გული გპატიობდა შენი დუმილით გამოწვეულ მძიმე ტკივილს, ოცნებაში გატარებულ დღეთა სიმრავლეს...გპატიობდი...რატომ?იმიტომ, რომ ტკივილამდე მიყვარდი.ყოველი შენი გახსენება ტკივილს მაყენებდა, ჩემივე ცრემლებით საზრდოობდა ჩემი გული...ჩვენი სიყვარულისთვის ისევ ვდუმდი იმიტომ, რომ მე ბედნიერი ვიყავი. მე შენ მიყვარდი...

დრო გადიოდა, მე ვეღარ ვმალავდი ჩემს სიყვარულს. ბედნიერების სამოსით შებურული, ცრემლიანი თვალებით და იმედით ველოდი ახალი დღის გათენებას და ჩემთვის ტუჩების ოდნავი მოძრაობით ლოცვასავით ვჩურჩულებდი..."ოღონდ შენ მოდი და გული ყველაფერს გაპატიებს" ...

დრო კი ისევ სიჩუმეში გადიოდა...ძლიერი, ჯიუტი და ამაყი გამოდექი, გაწამდა გული, გაილია სული...ჩანელდა ცეცხლი... "ყველაფრის პატიება ღმერთს შეუძლიაო" უთქვამთ და მე, უბრალო მოკვდავმა ვერ შევძელი ყველაფრის პატიება.

ვეღარ გაპატიე შენთვის დაღამებული ღამეების და გათენებული დღეების სიმრავლე.

ვერ გაპატიე შენთვის გაწვიმებული ცრემლების სიწმინდის არ დაფასება, გაღვიძებული იმედის ჩაკვლა, რწმენით დაამებული ტკივილის კვლავ განახლება... 

...მე გპირდებოდი, რომ ყოველთვის დავიცავდი ჩემს სიყვარულს, მაგრამ ვერ შევძელი...მაპატიე!

შენ დამიკარგე ყოველი ნდობა ადამიანის მიმართ ...ჩემი სიყვარული გიწოდე და საპასუხოდ სიყვარულს ველოდი შენგან... 

...მაპატიე...ალბათ დიდი მოვალეობა დაგაკისრე და ჩემი მარტოობის, გულდახურულობის მიზეზი გახდი. დამენგრა ჩემს მიერ აგებული ოცნებისა და სიყვარულის კოშკი და მწარე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი...გაბრაზებული გულით ესეც შენ დაგაბრალე...

მაპატიე.........

| ნანახია : 1373 |  კომენტარები : (2)
       

 




მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე

ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი

და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე

სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,

პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,

დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება

ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით< ... [~~სრულიად ნახვა~~]

| ნანახია : 1687 |  კომენტარები : (6)
       

 




არ მინდა დღეს შენზე კვლავ ვწერო ლექსები,
ცხოვრება ბეჭებზე ტვირთად ავიკიოდო.
და თუ ოცნებებში კვლავ გამელექსები,
უნდა დავიკიდო...

ვენებზე ვერასდროს შემამჩნევ იარას,
სიკვდილის სურვილიც არ ისე დიდია,
შენმა სიყვარულმა უკვე ჩაიარა
და ახლა მკიდია...

წარსულის ფიქრები აწმყოზე გავცვალე
და შენზე ოცნება მტრად გადავიკიდე,
ხვალ სხვაზე ვიფიქრებ, ცხოვრება მაცალე,
მე ხომ დავიკიდე...

მაგრამ კვლავ დამღლიან წუთები, წამები...
გრძნობები გულიდან აღარსად მიდიან
და შენი თვალები ცრემლით ნაწამები,
სულაც არ მ კ ი დ ი ა!!!
| ნანახია : 928 |  კომენტარები : (0)
       

 




ვიცი წახვედი დაბრუნდები ნეტავ კვლავ როდის?-
ჩემს კედლებს შენი, ქრონიკულად შერჩათ სიფითრე....
ლოყაზე კოცნა,- გიტარაზე, ბოლო აკორდი
დატოვე.-ხოდა, არ მითხარი რა გაიფიქრე.

უკვე დამღალა თვალხილულმა, უსიზმრო ძილმა,
მკლავს სიცხე, მერე უშენობაღამეგანათევს....
ჩემი მზერიდან შენს მზერამდე შორის მანძილი,
შემომალეწეს ქარებმა და ბოლოს მკათათვემ.

რაც შენ წახვედი, იცი?-უკვე არც მეღიმება....
მინდა, ხმამაღლა განვაცხადო ეს და მასზედ რომ:
ჩემი სიცოცხლე, შენს გარეშე, არ ეღირება,
გამოგიტყდები და ლოდინში ისე გადის დრო.-

მოგონებებსაც ამოხაპავს სისხლიდან პეშვით
და დიაგნოზი.... მონატრება, გრაფიკით წყვეტილ....
ჩვენ ერთმანეთით მკურნალობა ერთხელ დავუშვით
და მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....

| ნანახია : 937 |  კომენტარები : (0)
       

 



ჩვენ დავიღლებით უსასრულოდ თვალებში ცქერით,
ვიცი გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ამ ემოციას, დავიწყება უთუოდ ელის,
ჩვენ ერთმანეთის, არაფერი, სულაც არ გვმართებს.

კვლავ დაიწყება დამქანცველი თავის მართლება,
რომ ვერ გხიბლავენ სიტყვები და ხშირად აზრებიც,
მე უშენობის ამნეზია დამემართება....
და ძველებურად, თბილად ვეღარ "გაგიბრაზდები".

ვერაფერს დავწერ არ მექნება რადგან სათქმელი,
სამაგიეროდ სხვას მივუძღვნი სტროფებს უბელოს,
შენც აღარ მეტყვი: "მე უთუოდ აქვე მოგელი,
თუნდაც ხვალ თბილისს ქარბორბალამ გადაურბინოს".

ახლა კი, სანამ შენი თავი მეიმედება,
ამ ერთხელ კიდევ, ძველ სიყვარულს ნუ დამამადლი....
და როცა წახვალ, მე თუ გულზე ხელი მედება,
გთხოვ, ნუ იდარდებ ამაზე და შენ მაინც წადი.

მერეც, ნელ-ნელა უხალისოდ გავა ცხოვრება,
რადგან გადაღლა გულგრილობის გრძნობას ამართლებს,
ჩვენ დავიწყებას ვეცდებით და გვემახსოვრება,
რომ ერთმანეთის არაფერი, სულაც არ გვმართებს....
| ნანახია : 895 |  კომენტარები : (0)
       

 



ნასვამმა,
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....
| ნანახია : 1050 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0