მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....
09.24 მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი.... |
ვიცი წახვედი დაბრუნდები ნეტავ კვლავ როდის?- ჩემს კედლებს შენი, ქრონიკულად შერჩათ სიფითრე.... ლოყაზე კოცნა,- გიტარაზე, ბოლო აკორდი დატოვე.-ხოდა, არ მითხარი რა გაიფიქრე.
უკვე დამღალა თვალხილულმა, უსიზმრო ძილმა, მკლავს სიცხე, მერე უშენობაღამეგანათევს.... ჩემი მზერიდან შენს მზერამდე შორის მანძილი, შემომალეწეს ქარებმა და ბოლოს მკათათვემ.
რაც შენ წახვედი, იცი?-უკვე არც მეღიმება.... მინდა, ხმამაღლა განვაცხადო ეს და მასზედ რომ: ჩემი სიცოცხლე, შენს გარეშე, არ ეღირება, გამოგიტყდები და ლოდინში ისე გადის დრო.-
მოგონებებსაც ამოხაპავს სისხლიდან პეშვით და დიაგნოზი.... მონატრება, გრაფიკით წყვეტილ.... ჩვენ ერთმანეთით მკურნალობა ერთხელ დავუშვით და მგონი დოზა მოგვივიდა ცოტათი მეტი....
|
ნანახია: 938 |
დაამატა: administrators
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 Stumari 4 Users: 0
|