მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!!! -ეს სიტყვები რომ გითხარი გაგიხარდა.. ბავშვივით გაგიჯდი...გულში დამცინე და გაოცებულმა მკითხე: ”მართლა გიყვარვარო?!!” შენ ვერც კი მიხვდი ეს გრძნობა რამდენად დიდი და გულწრფელი იყო ..ვერ მიხვდი როგორ უყვარდი გოგონას,რომელიც შენი გულისთვის სიცოცხლეს დათმობდა.. ის დიდი და უმანკო სიყვარული რაღაც უბრალო,უმნიშვნელო,ბავშვური ”სამაგიეროს გადახდის” სულელურ მიზანში გაცვალე..გაცვალე ისე რომ ერთხელ არ დაფიქრებულხარ... =(( მიუხედავად იმისა რომ სამი წლის მანძილზე გულისტკენის გარდა,შენგან არაფერი მიგრძვნია,მაინც იმ უმანკო და წრფელი გრძნობით დავდივარ,რაც მაშინ ვიგრძენი როცა გაგიცანიი... გრძნობით,რომელიც გულს საშინლად მიმძიმებს... გულს არ ვუტყდები რომ აგარ დაბრუნდები... შენ ხომ ვერასდროს ვერავინ შეგიყვარებს ისე როგორც მე შეგიყვარე..... სულის ტკივილამდე.... ვიცი ოდესღაც რაღაცას წარმოვადგენდი შენთვის...შეცდომა ყველას მოსდის..და ყველა თავის შეცდომაზე სწავლობს..მეც ჩემს შეცდომაზე ვისწავლე და იმ დღიდან მოყოლებული რაც დაგშორდი,ყოველდღე ამ გაკვეთილს ვიმეორებ...იმ ბავშვს ვგავარ,გამოცდაზე გასვლის წინ დაზეპირებულ ფრაზებს უაზროდ რომ იმეორებს... ერთხელ...ორჯერ...... სამჯერ.... და ისევ თავიდან....სამწუხაროდ ჩემთვის გამოცდის დრო არ მოვიდა... ვიცი არც არასდროს მოვა...... ვიცი..... აღსარებაზე მისულს მოძღვარი რომ თვალთახედვიდან დაეკარგება..... ელოდება.... გათენდება.... დაღამდება... ისევ გათენდება.. ისევ დაღამდება....და ასე დაუსრულებლად.. ის კი დგას და მორჩილად ელოდება...უფლის რწმენით,სწორედ ამ ღრმა რწმენით დგას საკურთხეველთან.... იცი?! ის ცოდვილი მე ვარ... შენ კი უნდა მაპატიო..... ღმერთს არ შეგადარებ არასოდეს.....ღმერთი შეგვადარებს ჩვენ... დაე, განგებამ გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი...... იმ გრძნობის (რომელსაც ამ პატარა გულით ვატარებ) პაწაწკინტელა ნაწილით მაინც რომ გიყვარდე...უბრალოდ მაპატიებდი........... დღე არ გადის შენზე არ ვიფიქრო... დღე არ გადის უფალს შენი დაბრუნება არ შევევედრო......
ყოველი ღამე ”მეორე დღის” იმედით იწყება...იმედით: ” რომ დაბრუნდები”” ””თურმე მყვარებიხარ” =((