ხუთ, 24-ნოე-21, 18.30
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15

 

usmineT da Seafase


| ნანახია : 822 |  კომენტარები : (0)
       

 


რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ აი დავჯექი კომპიუტერთან და გადავწყვიტე რაიმე დამეწერა. ეს დღეები რა მჭირდა არ ვიცი, არც იდეები, არც აზრები, არც რაიმე მოტივაცია, არც კი გამხსენებია რომ ბლოგერობას ვცდილობ. ახლა კი  ერთმა ძალიან ლამაზმა და საყვარელმა გოგონამ დამირეკა მომიკითხა და  უცბათ მივხვდი რომ  უნდა დამეწერა რამე ამ გოგონას და საერთოდ ჩვენს შესახებ.

საერთოდ პატარაობიდანვე სხვანაირი ბავშვი ვიყავი, როდესაც პირველ კლასში შევედი იმ დღიდანვე დავადგი ერთ გოგოს თვალი, მერე მოყვა მეორე, მერე მესამე, და ასე ალბათ 3 ნიშნა ციფრს მივუკაკუნე.

ყოველთვის დიდი, მოაზროვნე, ჭკვიანი გოგონები მიზიდავდა, აზრიანები, რომ დაჯდები და ყველაფერზე რომ შეძლებ მასთან ლაპრაკს და არა მხოლოდ იმაზე თუ დღეს სად იყავი რა გააკეთე იმ გოგოსთან რა გინდოდა იმან რატო მოგწერა და ა.შ. მოკლედ მიდიოდნენ და მოდიოდნენ ჩემს ცხვორებაში გოგოები, ზოგი ცოტა ხნით იყო ჩემთან, ზოდი ცოტა დიდი ხნით, ზოგი 1 დღით. მაგრამ  დადგა დრო როდესაც ჩემი სკოლიდან გამომრიცხეს (მიზეზი იყო სკოლის დაქცევა, პირდაპირ ასე ამიხსნეს) და გადავედი იმ სკოლაში რომელიც მე უკვე დავამთავრე. ხო, გადავედი და თავიდან ძალიან ჩვეულებრივი იყო ყველაფერი, ახალი კლასი ახალი ნაცნობები ცოტა კომპლექსები ახალ ხალხთან და ა.შ  მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი ბევრად ლამაზი გახდა, ერთი სული მქოდნა დაღამებულიყო რომ მალე გათენებულიყო, რადგან წავიდოდი სკოლაში  და იქ დამხვდებოდა ის ერთადერთი ვის გამოც ჩემს თავს აღარ ვგავდი.

გადიოდა დღეები, კვირები თვეები, მე კი ვერ ვბედავდი, მასთან მისვლას და ყველაფერი იმის თქმას რასაც ვფიქრობდი. სხვა შემთხვევაში ალბათ პირდაპირ მივაჭრიდი და დავუწყებდი ეგრეთწოდებულ ”დაკერვას” მაგრამ ეს სხვა იყო, სულ სხვა რამეს ვგრნობდი, რაც აქამდე არასოდეს არ მიგრძვნია. მოკლედ გავიდა დიდი ხანი და ერთ საღამოსაც ჩემს თავს ვუთხარი რომ საკმარისია დუმილი და უკვე დროა ყველაფერი გაიგოს! მოკლედ იმ ღამეს წესიერად არ მეძინა , ვფიქრობდი და ვალაგებდი გეგმას თუ როგორ შევასრულებდი ჩემს რთულ დავალებას. :) დილა ისე დამათენდა ვერც გავიგე, თითქოს ახალი დაწოლილი ვიყავი რომ გათენდა. ავდექი, წავედი სკოლაში და გზაში გული ისე ჩქარა მიცემდა მეოგნა წავიქცეოდი, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა… შევედი კლასში, ის ჯერ არ იყო მოსული. მეორე გაკვეთილზე მოვიდა (ასე კარგად ცხვორებაში არაფერი დამმახსოვრებია) და მეც ვიპოვნე პრობლემის მარტივი და ბანალური გზა, ქაღალდის ნაგლეჯზე დავაკოპირე ჩემი გული და გადავუგდე მას. წაიკითხა, დიდად არ გაკვირვებია რადგან თავისთავად  უკე ხვდებოდა რაღაც-რაღაცებს. მოკლედ უარი მივიღე რაც ძალიან განვიცადე, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია ის რომ თავი დამენებებინა. ამის შემდეგ კიდევ დრო გავიდა და ერთხელაც ჩვენმა კლასელმა მისმა დაქალმა და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დამპატიჟა თავის დაბადების დღეზე, მეც რათქმა უნდა დიდი მონდომებით მოვემზადე და წავედი. და იმ საღამოს გადაწყდა ჩვენი ბედიც, დავთვერი ძალიან, ისიც დათვრა ცოტა, ვიცეკვეთ ბევრი კიდევ გავუმეორე უკვე ალბათ ასჯერ ნათქვანი და პასუხად ”მოვიფიქრებ” მივიღე.  დიდი ხანი არ დამჭირდა მოცდა, ან ძალიან მალე იღებს გადაწყვეტილებებს ან უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰონდა. მეორე დღეს მითხრა პასუხი და უკვე დადებითი პასუხი მივიღე, ალბათ ხვდებით რომ ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა.

მე და ის ადამიანი დღესაც ერთად ვართ და ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი როგროც თავიდან, იმ გრძნობის მეასედიც კი არ გამქრალა რაც თავიდან გვქონდა ერთმანეთის მიმართ, როდესაც უნდა შევხვდე, ყოველთვის ისევ ისე მიცემს გული როცა ჩვენი პირველი პაემნისას, (acid bar)  უკვე ხუთი წელია მე მიყვარს და 4 წელია ერთად ვართ, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ გამოჩნდებოდა გოგო რომელსაც ამდენ ხანს იქნებოდა ჩემს გვერდით, ჩვენ პირველ რიგში ძალიან კარგი მეოგბრები ვართ, და გვიყვარს ერთმანეთი უზომოდ. ის, ის ერთადერთია ვინც მე სრულყოფილ ბედნიერებას მანიჭებს და მინდა რომ ეს მარადიული იყოს, ის, ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მარადიულად სიცოცხლეს ვისურვებდი.

მიყვარხარ …

კატეგორია : ჩანახატები | ნანახია : 1792 |  კომენტარები : (4)
       

 



მე მარტი მიყვარს შენი
არეული და ცელქი...
მე ღვინო მიყვარს შენი
და დოქის ფსკერზე ლექიც...
მე ლექსი მიყვარს შენი
ჯერ მაჭარივით ტკბილი...
სიზმარი მიყვარს ღამით
შემოფეთება დილის...
თითები მიყვარს შენი
გრძელი, ნატიფი, თლილი...
მოღერებული ყელი
დაბმულ-შეკრული ღილით...
თვალები მიყვარს შენი
მზერა უძირო ტბისა...
ეს სიჯიუტეც მიყვარს
სულში ნაკირწლი ქვისა...
თმების სურნელი მიყვარს
თითქოს ნაბანი წვიმით...
შენი ღიმილი მიყვარს
გაგიჟებული ხიბლით...
შენ სცენა ხარ და მე კი
შენი საღამო მიმყავს...
ფარდის დაშვების მერე
ის მარტოობა მიყვარს.
იქ სარკეში, რომ კრთება
შუქის ანარეკლს იჭერს
ეს სიახლოვე შენთან
ვიცი, რომ გამაგიჟებს...
მერე აწყვეტილ ულაყს
ვეღარ დაიჭერს გონი...
შენს გვერდით ყოფნა მიყვარს
და უშენობაც მგონი...
გადარეულა მარტი
დარაბებს მიმტვრევს ძალით,
შენ ოცნება ხარ ჩემი

შეყვარებული ქალის!

| ნანახია : 1145 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი!

| ნანახია : 1456 |  კომენტარები : (0)
       

 

რაც უნდა იყოს, ესა ვარ რაც ვარ,
არც არაფერი მაქვს დასამალი;
გავხდები შენთვის სიცხეში ჩრდილი,
წვიმის დროს შენი თავშესაფარი,,,
ყელში მაქვს უკვე ამონთხეული,
აღარ მჭირდება მე ბედთან ზავი;
შენით გავცოცხლდი და შენით ვცოცხლობ,
შენთვის მზადა ვარ მოვიკლა თავი.
თითქოს მომბეზრდა უაზროდ წერა;
უკვე ჩემს გრძნობებს ედება ხავსი,
მაგრამ ვერასდროს, ვერაფრით, ვერა,
ვერსად ვიპოვე მე შენი მსგავსი,,,
შემომენთება ისევ სანთელი,
შენთვის დავიწყებ ლოცვას და ხვეწნას;
ნამდვილი ცეცხლი მწველია, მაგრამ
გულის ცეცხლივით ის მაინც ვერ წვავს!!.
რაც უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს,
შენ არ იქნები მიუსაფარი:
გავხდები შენთვის სიცხეში ჩრდილი,
წვიმის დროს შენი თავშესაფარი,,,..
ატაკა: სურათი 1
| ნანახია : 826 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
Stumari 3
Users: 0