რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ აი დავჯექი კომპიუტერთან და გადავწყვიტე რაიმე დამეწერა. ეს დღეები რა მჭირდა არ ვიცი, არც იდეები, არც აზრები, არც რაიმე მოტივაცია, არც კი გამხსენებია რომ ბლოგერობას ვცდილობ. ახლა კი ერთმა ძალიან ლამაზმა და საყვარელმა გოგონამ დამირეკა მომიკითხა და უცბათ მივხვდი რომ უნდა დამეწერა რამე ამ გოგონას და საერთოდ ჩვენს შესახებ.
საერთოდ პატარაობიდანვე სხვანაირი ბავშვი ვიყავი, როდესაც პირველ კლასში შევედი იმ დღიდანვე დავადგი ერთ გოგოს თვალი, მერე მოყვა მეორე, მერე მესამე, და ასე ალბათ 3 ნიშნა ციფრს მივუკაკუნე.
ყოველთვის დიდი, მოაზროვნე, ჭკვიანი გოგონები მიზიდავდა, აზრიანები, რომ დაჯდები და ყველაფერზე რომ შეძლებ მასთან ლაპრაკს და არა მხოლოდ იმაზე თუ დღეს სად იყავი რა გააკეთე იმ გოგოსთან რა გინდოდა იმან რატო მოგწერა და ა.შ. მოკლედ მიდიოდნენ და მოდიოდნენ ჩემს ცხვორებაში გოგოები, ზოგი ცოტა ხნით იყო ჩემთან, ზოდი ცოტა დიდი ხნით, ზოგი 1 დღით. მაგრამ დადგა დრო როდესაც ჩემი სკოლიდან გამომრიცხეს (მიზეზი იყო სკოლის დაქცევა, პირდაპირ ასე ამიხსნეს) და გადავედი იმ სკოლაში რომელიც მე უკვე დავამთავრე. ხო, გადავედი და თავიდან ძალიან ჩვეულებრივი იყო ყველაფერი, ახალი კლასი ახალი ნაცნობები ცოტა კომპლექსები ახალ ხალხთან და ა.შ მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი ბევრად ლამაზი გახდა, ერთი სული მქოდნა დაღამებულიყო რომ მალე გათენებულიყო, რადგან წავიდოდი სკოლაში და იქ დამხვდებოდა ის ერთადერთი ვის გამოც ჩემს თავს აღარ ვგავდი.
გადიოდა დღეები, კვირები თვეები, მე კი ვერ ვბედავდი, მასთან მისვლას და ყველაფერი იმის თქმას რასაც ვფიქრობდი. სხვა შემთხვევაში ალბათ პირდაპირ მივაჭრიდი და დავუწყებდი ეგრეთწოდებულ ”დაკერვას” მაგრამ ეს სხვა იყო, სულ სხვა რამეს ვგრნობდი, რაც აქამდე არასოდეს არ მიგრძვნია. მოკლედ გავიდა დიდი ხანი და ერთ საღამოსაც ჩემს თავს ვუთხარი რომ საკმარისია დუმილი და უკვე დროა ყველაფერი გაიგოს! მოკლედ იმ ღამეს წესიერად არ მეძინა , ვფიქრობდი და ვალაგებდი გეგმას თუ როგორ შევასრულებდი ჩემს რთულ დავალებას. დილა ისე დამათენდა ვერც გავიგე, თითქოს ახალი დაწოლილი ვიყავი რომ გათენდა. ავდექი, წავედი სკოლაში და გზაში გული ისე ჩქარა მიცემდა მეოგნა წავიქცეოდი, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა… შევედი კლასში, ის ჯერ არ იყო მოსული. მეორე გაკვეთილზე მოვიდა (ასე კარგად ცხვორებაში არაფერი დამმახსოვრებია) და მეც ვიპოვნე პრობლემის მარტივი და ბანალური გზა, ქაღალდის ნაგლეჯზე დავაკოპირე ჩემი გული და გადავუგდე მას. წაიკითხა, დიდად არ გაკვირვებია რადგან თავისთავად უკე ხვდებოდა რაღაც-რაღაცებს. მოკლედ უარი მივიღე რაც ძალიან განვიცადე, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია ის რომ თავი დამენებებინა. ამის შემდეგ კიდევ დრო გავიდა და ერთხელაც ჩვენმა კლასელმა მისმა დაქალმა და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დამპატიჟა თავის დაბადების დღეზე, მეც რათქმა უნდა დიდი მონდომებით მოვემზადე და წავედი. და იმ საღამოს გადაწყდა ჩვენი ბედიც, დავთვერი ძალიან, ისიც დათვრა ცოტა, ვიცეკვეთ ბევრი კიდევ გავუმეორე უკვე ალბათ ასჯერ ნათქვანი და პასუხად ”მოვიფიქრებ” მივიღე. დიდი ხანი არ დამჭირდა მოცდა, ან ძალიან მალე იღებს გადაწყვეტილებებს ან უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰონდა. მეორე დღეს მითხრა პასუხი და უკვე დადებითი პასუხი მივიღე, ალბათ ხვდებით რომ ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა.
მე და ის ადამიანი დღესაც ერთად ვართ და ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი როგროც თავიდან, იმ გრძნობის მეასედიც კი არ გამქრალა რაც თავიდან გვქონდა ერთმანეთის მიმართ, როდესაც უნდა შევხვდე, ყოველთვის ისევ ისე მიცემს გული როცა ჩვენი პირველი პაემნისას, (acid bar) უკვე ხუთი წელია მე მიყვარს და 4 წელია ერთად ვართ, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ გამოჩნდებოდა გოგო რომელსაც ამდენ ხანს იქნებოდა ჩემს გვერდით, ჩვენ პირველ რიგში ძალიან კარგი მეოგბრები ვართ, და გვიყვარს ერთმანეთი უზომოდ. ის, ის ერთადერთია ვინც მე სრულყოფილ ბედნიერებას მანიჭებს და მინდა რომ ეს მარადიული იყოს, ის, ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მარადიულად სიცოცხლეს ვისურვებდი.
მიყვარხარ …