ხუთ, 24-ნოე-21, 23.36
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » თემო ელიავა / ამოხეული გვერდი
13.04
თემო ელიავა / ამოხეული გვერდი





ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი ,როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

მას მეოცნებე მკითხველის ნაცვლად
ესალმებოდა დახრილი კედრი,
ფრთხილად დაეცა ნაწვიმარ ასფალტს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

აყვითლებული,პაწია,ციცქნა,
გვერდი ,რომელიც არავის ერგო,
მკვდარი ჩიტივით დაეცა მიწას,
მკვდარი ჩიტივით ასფალტზე ეგდო.

მას კითხულობდა შრიალით ვერხვი,
სხვა მეოცნებე მკითხველის ნაცვლად,
შენც დააბიჯე,ძვირფასო ,ფეხი,
ვერ შეამჩნიე ტალახში ალბათ.

ღამენათევი პოეტის თვალებს
დაღალულ ფიქრთა მოადგა ცრემლი:
სიკვდილი ტკბილი,სიკვდილი მწარე,
აუხდენელი ოცნებით მწველი.

სიცარიელეს ვატარებ მკერდით,
ახლა ვიგრძენი არყოფნა სრული,
ამოხეული წიგნიდან გვერდი
იყო მწუხარე პოეტის გული.

ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი
და ჩემი გული ასფალტზე ეგდო,–
ამოხეული წიგნიდან გვერდი,
გვერდი ,რომელიც არავის ერგო.

კატეგორია: თემო ელიავა | ნანახია: 1219 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
0  
3 Francisco   (12-ოქტ-15 09.05) [Entry]
Super excited to see more of this kind of stuff onnlie.

0  
2 teona   (11-იანვ-02 12.55) [Entry]
მასე გააგრდზელე და ბევრს მიაღწევ.. ;)

0  
1 roxana   (10-დეკ-24 14.35) [Entry]
კარგ ლექსებს წერ, მართლა ძალიან კარგს.

სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 6
Stumari 6
Users: 0