რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო"
მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"
მე შენს ბუჩქებში ვით ჩამოვხდე გზას ვეშურები,
ღვინოს არ დავლევ, გავიჩქარებ, ძილიც არ მინდა.
არაგველებო, წამოდექით არაგველებო,
ცხელი გულღვიძლი ამოჰგლიჯეს მტრებმა ამირანს.
დარდიან თვალებს აღარ ულხინთ შენი მშვენება,
დაბერებულა ანანურთან მზევარის ბიჭი.
სიკვდილი მინდა, ჰო, სიკვდილი მეადვილება,
მე ვერკვლის ციხეს დღეს ნაძრახი სიცოცხლე მიჭირს.
კრწანისის ბოლოს ყაყაჩოებს ჩაუმუხლიათ
ორასი წლისა სისხლი აწვიმთ ბეჩავებს მხრებზე
ეჰა არაგვო, ჩემი ისევ ფიქრის ფიქრი ხარ
და ბედი ჩემი დაწინდული ქართლისა ბედზე.
დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა,
ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი.
რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო"
მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"