სიყვარული "სინათლის" ის ნაკადია , რომელიც ადამიანს უფლისაგან მოეწოდება სიყვარულის ჩამომტანი მიწაზე არის სული . ის ზეციური მადლია . სიყვარული "სიცოცხლის ხეა " . ის ფესვებს გულსა და გონებასთან კავშირში იდგამს , მას სული ასაზრდოებს . ჭეშმარიტი სიყვარული უფლის სიყვარულია . დედამიწაზე დედაშვილობა ყველაზე ამაღლებული და ფასეულია ჭეშმარიტი სიყვარულის შემდეგ . მას უფლის ვალს-ე.ი. მოვალეობასაც ვეძახით. არის მოყვასის სიყვარული , რაც თავისთავად ფესვით – ჭეშმარიტი სიყვარულით ისაზრდოება . ქალისა და მამაკაცის სიყვარული განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ტანია "სიცოცხლის ხისა " . ქალისა და მამაკაცის სიყვარულისათვის საჭიროა გულის , გონებისა და სულის თანაფარდი ერთობლიობა უფლის ჯვრით შეკრული . მხოლოდ ასეთი სიყვარული მისცემს დედამიწას ჯანსაღ კაცობრიობას . "