ღვინოს აირჩევ სუფრის მშვენებად დალევ ,გაფანტავ გულის დარდებს, დამწველს ,დამდაგველს, მერე,მოგისვრის ლაჩარივით დარდის მორევში, დაგაფქვევინებს საიდუმლო გულის არაკებს. ხანაც გაგლექსავს,ხან აგამღერებს, ხან წვიმად დაგღვრის ,მეტს არას გავნებს, ნიკალასავით გახეტიალებს და გაქარგიებს უცხო ტილოებს. ხან ვაჟასავით მთებს დაგაჭიდებს, ოქროს საწმისებს ცრემლით აგივსებს, მუზების მეფე აღსარებების სავსე ფიალებს დაგაცლევიებს. მერეეე...,მოგივლენს გიჟმაჟ ქარიშხლებს, მაჯლაჯუნებით გზა-კვალს აგირევს, გიჟ-პოეტობით სამოთხის ჩიტსაც ერთი შეხედვით მოგინადირებს... მოდით დავლიოთ წვეთწვეთობით სულის შარბათი, და თავი მივცეთ ამ ცხოვრების უწყვეტ შაირებს, მერე,თუნდ მოვხვდეთ ჯოჯოხეთის ბასრა კლანჭებში რაა სიცოცხლე ,თუ სიკვდილთან არ დავაჭიდეთ.'''
|