ერთ ძველ იგავში ასე წერია: კაცი იესოს წინაშე წარსდგა, ნაფეხურების სახით ქვიშაზე მთელი თავისი ცხოვრება ნახა. იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან ნაფეხურების რიგია ერთი, ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.” უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა: "განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი? აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.” იესომ ტკბილად გასცა პასუხი: "გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით, რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში დაგატარებდი აყვანილს ხელით.”