სინაზე არის იდუმალი ღიმილი თვალებში,როდესაც შენზე ვფიქრობ… ეს არ არის არც "დილის ყავა ლოგინში”,არც "მე შენ მიყვარხარ” სექსის შემდეგ და არც ხელი ,რომელიც კარებს გაგიღებს მანქანაში ჩაჯდომისას…ეს არის ერთმანეთში გადაფსკვნილი ხელის თითები,როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და წამით ეკრობიან,საყვარელი გულის მოსასმენად…
სინაზე არის,როდესაც საყვარელი ადამიანი ძილში გადახდილ საბანას დაგაფარებს ათასჯერ ,გაკოცებს და ჩაგეხუტება,რომ გაგათბოს….
სინაზე არის მზე შენს თვალებში,როდესაც მძინარეს მიყურებ… სინაზე-ჩემი ჩასუნთქვა და შენი ამოსუნთქვაა… სინაზე-სიყვარულის ძალაა…
სინაზე სისუსტე არ არის,ეს ვაჟკაცობაა…მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია მისი გული გიჩვენოს და სინაზე გაგრძნობინოს…
სინაზე-შენი ფოტოა,რომელსაც ჩუმად ვუყურებ და მეღიმება… სინაზე-ეს შენი შეგრძნებაა თითის წვერებით,თუნდაც შორს იყო…
სინაზეა,როდესაც იცი,რომ არსებობს ადგილი,სადაც შენ ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით გელიან…ცოტა მოწყენილიც იმიტომ,რომ ენატრები..გელოდებიან იმისათვის,რომ უბრალოდ გაგიღიმონ და სითბო გაჩუქონ…
გელოდებიან ყოველთვის….თუნდაც ერთი წამით…თუნდაც ერთი წუთით..თუნდაც ერთი კვირით…თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე..