ხუთ, 24-ნოე-21, 23.17
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 23 » დღეს ჩემი მდაბადების დღეა !
13.46
დღეს ჩემი მდაბადების დღეა !


ოდესმე ავარდნილხარ ცაზე მაღლა და გიცეკვია ყველაზე თეთრ და სუფთა ღრუბლებთან?!
ოდესმე ავარდნილხარ ვარსკვლავებთან და მთვარეზე ცალი ფეხით დაკიდებულს გითამაშია სამყაროს ციცინათელებთან ერთად დამალობანა?!
ოდესმე ავარდნილხარ ოცნებებზე მაღლა, სადღაც კიდევ უფრო ზევით, გინახავს იქ მზის სხივი და ჩაგიკიდია ხელი, დაგიკოცნია მზის სხივები?!
ოდესმე ჩაგიხედავს ცისარტელასთვის შიგ თვალებში, გინახავს მარტოობის ტკბილი სევდა?!
გაგიჟებულს ოდესმეჩაგიყვია თავი ახალშობილის აკვანში და მისი სურნელი გიგრძვნია?!
ოდესმე ამბორს დახარბებულს ნაზად დაგიყნოსავს ბაგეები, შუბლი, ღაწვები, თვალები, წამწამები, თმები?!…
ოდესმე მოფრენილან შენთან სხვისი ჩუმი ნაფიქრით გაჟღენთილი, დამძიმებული ბაბუაწვერია გაწეწილი ნარჩენები?!
ოდესმე გინახავს დედის თვალები… გაგიჟებული, მზრუნველი, თბილი, მეოცნებე, ამაყი, მკაცრი, სიყვარულის თვალები… თვალები შვილისთვის…
ოდესმე გაგიჟებით მივარდნილხარ ვინმესთან, ჩაგიკრავს გულში, გასრესამდე შემოჭდომიხარ და მიგიცია მთელი შენი გრძნობები?!
ოდესმე გილოცია ცრემლებით?! მითხარი, მითხარი რომ გჭერია შენი ცოდვების სიმძიმით ატირებული სანთელი…
მითხარი… მითხარი, რომ შენც შიშით და კრძალვით, რიდით და სიყვარულით სახეგაფითრებული მიდიხარ შენი ყველაზე ბინძური ცოდვების მოსანანიებლად და შენც ჩემსავით გეკვეთება ფეხები იმ წმინდა ოთახში შესვლისას…
მითხარი, რომ ჩაგისუნთქავს ჰაერი ტაძარში, აგივსია ფილტვები სიწმიდის სუნით და მზად ყოფილხარ გაგუდულიყავი იმ სიწმიდეში ოღონდ შენი სხეულიდან არ ამოგეშვა… მითხარი, უბრალოდ დამეთანხმე…
მითხარი, რომ ერთხელ მაინც წამოგსვლია ცრემლი, ერთხელ მაინც გიტირია…
მითხარი რომ გული გაქვს, მითხარი რომ შენც გრძნობ…
მითხარი, რომ შენც განიცდი და გთხოვ, გევედრები არც ერთი წამით არ იფიქრო რომ გავგიჟდი…
მითხარი, რომ შენც გიგრძვნია ჩაჭიდებულ ხელისგულში ჩემი გულისცემა…
მითხარი, რომ შენც გინახავს მოწყენილი მზე და ატირებული ცისარტყელა…
ოდესმე დაგსიზმრებია შენი ყველაზე წმინდა და ლამაზი ოცნება?!
მითხარი, რომ შენც არ ხარ წარმოსახვით სამყაროშიც კი ბედნიერი და ისიც მითხარი, რომ მარტოობა გიყვარს შენც…
ოდესმე გიპოვია საკუთარი თავი თუნდაც ქარში, უაზრობაში, სიბნელეში, წიგნში, ფურცლის ნაგლეჯში, მიტოვებული ბავშვის განწირულ ტირილში, გადაგდებულ ქოლგაში, დამჭკნარ ფოთოლში, გამწყდარ სიმში, დაკარგულ ნოტში, ცხელ ქვიშაში…
გინახავს შენი თვალები თუნდაც მაწანწალა ძაღლში, ახალდაბადებულ ბავშვში, ყველაზე მოხუცის სევდიან გამოხედვაში…
ოდესმე გიგრძვნია თითოეული ნაოჭის ტკივილი?!
გინახავს ის სევდიანი გამოხედვა ზღვამ რომ იცის ხოლმე?!

მითხარი რაა… მითხარი რომ შენც სული გეხუთება აქ… მითხარი რომ მზად ხარ წამომყვე, წამომყვე არსად.. უბრალოდ გავყვეთ გზაზე გავლებულ დიდ, სწორ, უსასრულოდ ტეთრ ხაზს…
ავფრინდეთ ოცნებებზე მაღლა, ავვარდეთ მზეზე, ვეთამაშოთ სამყაროს ციცინათელებს, ჩავკოცნოთ ცისარტელა გაფითრებამდე და გულში ჩავიკრათ უდაბნო…


ვიცი, რომ ყველაფერზე მეტყვი დაუფიქრებელ ჰო–ს.. და ვიცი, რომ მზად ხარ იყო უბრალოდ ჩემთან და არ მოგბეზრდე… ვიცი რომ ჩემთვის ყველაზე წმიდა ცრემლის დაღვრა შეგიძლია… ვიცი.. უბრალოდ ჩემი ხარ….

უბრალოდ… უბრალოდ მომენატრე დად…

p.s. ჩემი დაბადების დღეა ხომ იცი … და წვიმს და მადლობა… ხომ იცი 17 არ მიყვარს!!! და ცრემლებისგან ანატკივარი თვალებით შევხვდი … მივიღე ყველას მილოცვა (ერთმანეთს გავს.)…. მადლობა უფალს წვიმდა….

დაჩიქილი ლოცვით შევხვდე დაბადების დღეს.. ბოდიში სევდიანობისთვის!!!

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1953 | დაამატა: administrators | რეიტინგი: 3.3/3
სულ კომენტარები: 5
0  
5 maiko   (11-მარ-10 22.55) [Entry]
martla maladec amis damcers.
suls chacvda yoveli sityva

0  
4 mariamina777   (11-იანვ-19 14.25) [Entry]
sad flower heart heart king king king king kiss kiss kiss kiss kiss kiss love love love love love mellow mellow smile smile smile :)dzalian magariaaaaa

0  
3 qeti   (11-იანვ-18 22.49) [Entry]
umagresi umagresi motxroba iyo sagol am motxrbis damwers raaaaaaaaaa

0  
2 marushkebiii4   (11-იანვ-01 15.35) [Entry]
kai iyoooooooo :):):):)

0  
1 Tee   (10-დეკ-31 15.10) [Entry]
am werilis avtors Udziro suli aqvs. momewonaa :)

სახელი *:
Email *:
კოდი *:

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 10
Stumari 10
Users: 0