არ შეიძლება იყო ქართველი და ვაჟკაცობის არა იცოდე არ შეიძლება ენთოს სანთელი და არავისთვის არსად იწვოდეს არ შეიძლება გქონდეს სათქმელი და ერის ჭირზე თვალებს ხუჭავდე არ შეიძლება ტაძრის სარკმელი სიყვარულისთვის რომ არ ბჟუტავდეს არ შეიძლება მზე არ გათბობდეს და არსებობა მისი უარყო არ შეიძლება მიწას ათოვდეს და ციცქნა ფიფქმა რამე მოაკლოს არ შეიძლება იყო ნამდვილი და არ წამოგცდეს დიდება ღმერთო სიკვდილი არის ყოვლად ადვილი მაგრამ ქართველი სულ უნდა ენთო გვისმინე ღმერთო!