galaktioniada
emi granti/xaxoli/
და-რამ-და,
და-რამ-და,
და-რამ-და.
დაღამდა,
დაღამდა,
დაღამდა.
ღამეა
დღეს ჩემი თამადა
და...მადამ,
და...მადამ,
და..მადამ.
და მთათა,
და თმათა,
და სხვათა
სურნელი დამყვება
თანდათან
და შენზე ოცნებას
ხანდახან
ქარს ვატან,
ქარს ვატან,
ქარს ვატან.
-ვარდებიც
ჭკნებიან ხანდახან,
ჩიტებიც უსტვენენ
განდაგან,
ფარდა კი
ეშვება
თანდათან.
-და მადამ.
და მადამ.
და მადამ.
თუკი ცრის,
თუკი თოვს,
თუკი წვიმს,
ერთხელაც
ამაღამ,
ამაღამ
''ჟეტემ'' მითხარი
მეც მადამ
სადა ხარ?
სადა ხარ?
სადა ხარ???
---დავბერდი,
პარიზში
ავად ვარ ,
თუ მეძებ,
აქამდე სადა ხარ?
თუ ჩემი ოცნება დაგდევდა
ოცნებაც ხელში ჩაგაბერდა?
-და მადამ,
და მადამ,
და მადამ.
და-რამ-და,
და-რამ-და,
და-რამ-და.
ნუთუ პარიზჟიც
დაღამდა?
რაგაც მინდოდა
არადა...
სიცოცხლეს,
სიყვარულს,
ზამთართან
ქარს ვატან,
ქარს ვატან,
ქარს ვატან.
და მაინც ...
მესიზმრე
ახლახან
სადა ხარ?
სადა ხარ??
სადა ხარ???
--თუ ჩემი ოცნება
დაგდევდა,
ხმა გამე,
მითხარი
რამე და.
ოცნება
ოცნებით
დაბერდა
დაღამდა...
გათენდა...
გათენდა.