მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » რაში გჭირდები
|
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. წარსული ახლა ჩემი მტერია. საიდანღაც კი ხმა შორეული წამიჩურჩულებს: - არაფერია!
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. შენი ცხოვრება ახლად იწყება. და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.
შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: განა ეს მართლა არაფერია?!
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება იანვრის სითბოც და მეც სულ ისე დაგავიწყდები...
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1010 |
დაამატა: administrators
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 6 Stumari 6 Users: 0
|