მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24
გარეთ ავდარია წვეთები ცვივა და ცვივა გარეთ ქარი ქრის საშინლად მცივა და მცივა ირგვლივ მარტოობა ბურუსით დაფარული გზები წინ ვეგარ მივდივარ უკან კი ვერ დავბრუნდები და მე მარტოსული გავყურებ წვიმიან ქუჩებს ცრემლები მიკოცნის სიცივით გაყინულ ტუჩებს ფოთლების შრიალით ყური წაუგია ქარებს უიმედობაც დაეტყო ჩემს დაგლილ თვალებს ჩემს ოთახს სიბნელე მარტოობის სევდა ადევს თითქოს ეს სიჩუმეც პანაშვიდის ტირილს გავდეს სადგაც გაზაფხული ხეებს თეთრი ბაფთით რთავდეს მეკი ლამაზი დგის მოსვლა არასოდეს მწამდეს მეკი სულ ყოველთვის მარტოობის დარდი მკლავდეს მეკი უიმედო სევდიანი ფიქრი დამდევს მეკი გათენება კვლავაც მიხაროდეს ამდგეს სადამდე გავუძლო მითხარით სადამდე ამდენს
|
ჩვენ დავშორდებით უსასრულოდ მიდიხარ ჩემგან ცას შევხედავ და შენი სახე მგონია ყველგან და მწუხარებით შეჭკნობია ფურცლებიც ვარდებს ხვალე წახვალ და ვერავის ვეტყვი ალბათ ჩემს დარდებს მე გული მტკივა მალე გაივლის ალბათ ქარები არ დამივიწყო ძალიან გთხოვ გემუდარები.....
|
დგეს აგარც ქარია უკვე აგარ ცივა და თითქმის დაწყნარდა ირგვლივ ყველაფერი მოვიდა გამე განათდა მთვარეც და მაინც ვერ მივხვდი თითქმის ვერაფერი ქუჩაში დავდიოდი სიბნელეს ვერეოდი თითქოს მე სიბნელემ შორს სადგაც წამიგო გულში ვიხსენებდი ჩემს სევდიან წარსულს მივხვდი რომ ამქვეყნად ვერავინ გამიგო და მაინც მე მიყვარს როცა ვარ გამეში თითქოს ბნელი გამე წინ სივრცეს გამიშლის ყველაფერს ვუყვები მე მთვარიან გამეს და ვიცი რომ ამას ვერავინ დამიშლის ვიცი რომ ეს გამე ყველაფერს გამიგებს არც მისაყვედურებს ალბათ ბევრ რამეში და ასე ვიქნები სანამ გათენდება სანამ გათენდება მთვარიან გამეში ტუმცა კი მთავრდება უკვე ყველაფერი ცაზე ვარსკვლავებიც ვხედავ დაიმალა ვერავინ მიხვდება ალბათ გამის გარდა გიორგი ხალაძე როგორ დაიგალა
|
მე როცა მოვკვდები ვეგარ ვიხილავ მთვარეს. მე როცა მოვკვდები ცრემლი დაგისველებს თვალებს, მე როცა მოვკვდები ალბათ ატირდები მალე, მე როცა მოვკვდები ჩემზე ფიქრს დაიწყებ გამე, და მერომ მოვკვდები ალბათ ბევრს გავუცენ დარდებს, ჩემს საფლავთან მოხვალ გულზე მაწყობ წითელ ვარდებს, მაგრამ ისიც ვიცი არ დავენანები რამდენს, ამასაც ვერ ვხვდები ეს ფიქრები რატომ დამდევს თუმცა რომ მოვკვდები ტირილს თან მოყვება გლოვა ვიგაც დაბრუნდება მეკი აგარასდროს მოვალ გულში დაიწყება ალბათ უსასრულო თოვა ჩემტვის კი მზე ჩავა არასდროს აგარ ამოვა გულში ჩამიკრავს მე მუხის შავი ფიცრები არსად გამიშვებს მარტოდ სიბნელეში ვიქნები აგარ მომესმება შენი სევდიანი სიტყვები ვეგარც ლექსებს დავწერ აგარ მომაწვება რითმები ყველაფერი ქრება იტყვით მოკვდა და წავიდა შენც სულ დამივიწყე ის გახსოვს მარტო რომ მკვდარივარ სიცოცხლე გრძელდება ცხოვრებას დაიწყებთ თავიდან სულ დამივიწყებთ გაცნობის იმპირველ წამიდან არასდროს დაგივიწყებ თურმე რა ტყუილად დამპირდი არცკი გამიხსენეთ მკვდარი აგარავის დავჭირდი ჭიქას აიგებთ და მოსაგონებლადაც გავჭირდი არასდროს დაგივიწყებ როგორ სულ ტყუილად დამპირდი მაგრამ ეს ცხოვრება მოულოდნელობით სავსეა და თუ დამივიწყეთ ალბათ გირსი ვიყავ ასეა მხოლოდ ეს ზამთარი საფლავს თოვლის ფიფქით დამათოვს მარტო ეს ფიფქები ეს ცივი ზამთარი გამათბობს.....
|
მაინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა, ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი, შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი.
ეს ფიქრნაკრავი ისტერია ვინ დამიტოვა, ბანალურია... შეძარცვული განცდა ვიგემე, სოფელში მინდა... ხეივანში უსიტყვოდ წოლა, ქარს გავყვები და ვენახებში ვიბორიალებ.
ხელებზე წენგოს ოქროსფერი ნაჟური ბრწყინავს, შენი ხელები გამახსენდა დახუნძლულ ბაღში, იმ უზარმაზარ კაკლის ხესთან ტირილი მინდა, ცრემლდაფიფქული მონატრება გამიჩნდეს ხმაში.
მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ, გადაზნექილი სიმარტოვე ყმუოდა კართან, შორეულ ტკივილს შემოდგომას ჩურჩულით ვუმხელ, ამ უცნაური შეგრძნებების ტყვე რომ გამხადა.
შენი თვალები დამიწყვილდა სხეულზე მზერად, ესკიზებისგან ძლივს ავაწყვე ძველი ნახატი, გამაჟრიალა და მე ამის ჯერ კიდევ მჯერა და ვიცი, უნდა მოვიხადო როგორც სახადი.
ბროწეულივით იხლიჩება სხეულში ვნება, მწიფე მტევანი საკოცნელად ბაგეს მიღერებს, აქ ჩემთან ერთად მსხმოიარე ვენახი თვრება, ეს სიზმარია? თუ გავგიჟდი და დავიჯერე.
გონდაკარგული მაჭარივით ვისვრი ნაპერწკლებს და სისხლძარღვებში ბნედასავით დავხეტიალობ, შენივ სხეულში მე შენივე სუნთქვით დაგეძებ, იქნებ სულიდან ექოსავით შეგეხმიანო.
იქნება ჩხაზე დაგეკიდო როგორც აკიდო, მოტკბილო წვენმა მოადუნოს შენი კუნთები, იქნება ჩემი ღამისთევა მინდა გაგიყო, იქნებ წავედი, მაგრამ ვიცი რომ დავბრუნდები.
ივსება ქვევრი წვეთწვეთობით სისხლის ცრემლებით, ნობათი ხანჯლად შემოურტყავს ხანდაზმულ მარანს, და სევდანარევ შემოდგომას უცებ ვნებდები, ალეწილ სახეს მის ოქროსფერ სამოსში ვმალავ.
მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ, და შენი სუნთქვა შევიგრძენი დაფენილ თმებთან, შემოდგომაა... და ამ სურათს შორიდან ვუმზერ, შორიდან ვუმზერ და რატომღაც მინდება შენთან.
მაინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა, ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი, შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ, თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი...
|
შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ, ცოცხალთა შორის მე არ ვიქნები, მაგრამ, კთილო, მიხვდი, გაიგე, ადრე წასული კაცის ფიქრები. მიხვდი, გაიგე, რომ მეც შენსავით ერთ დროს ამქვეყნად კაცი ვიყავი, მეც მყავდა შვილი და ნათესავი, კაცი ვიყავი გაურიყავი. მეს ვოცნებობდი ოპერის ბაღში და ჩემი ტვინიც მღეროდა მაშინ... ჭაბუკი ვიყავ, ქარბუქი ვიყავ... მე ერთი მქონდა მგოსანს ქონება,- კადნიერება არწივებური. და მეც შენსავით მქონდა გონება კახური ღვინით გაბრწყინვებული. მეც განვიზრახე ლამის სიკვდილი, სიყვარული რომ გულს ჩამეწვეთა. ეჰ... მეც მიყვარდა და ფერმიხდილი, მეც დავდიოდი რუსთაველზედა. მეც მიხაროდა, მეც ვღონდებოდი, ეს მზე, მეც შენებრ, მახვევდა თავბრუს; და, ეჰ... მეც შენებრ ვემონებოდი, თბილისის ცას და ღამეებს ზღაპრულს. მეც მნახულობდნენ იქ, ავლაბარში, მეც შენნაირად ვიყავ ლამაზი, მეც მეოცნებე თვალები მქონდა და გავყურებდი დილის ცის კარებს, სხეულში ცხელი სისხლი მიჰქროდა, მიჰქონდათ ლამაზ თბილისის ქალებს, თბილისის ქალებს - დილის ცისკარებს, ნაირ-ნაირი ძოწეულებით, სქელ ბაგეებს რომ დაისისხლავენ, ვით თეირანის ბროწეულები. ახლა ხომ ხედავ? ვინა ვარ, რა ვარ- უკანასკნელი, პირვანდელს ვგავარ. მზეს და სინათლეს გამოვექეცი , მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი. ვიშვი, ვიცხოვრე-ვითამაშე რა... "მანვე დამშალა, ვინც აღმშენა". შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ, ხელად მიხვდები, ხელად გაიგებ, რად გეძახიან ჩემი ფიქრები- რა იყავ, რა ხარ და რა იქნები!
ლ.ასათიანი
|
მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას, მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ... შევქმნიდი მხოლოდ შენს ქანდაკებას, ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ... შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას, მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ... შენზე დავწერდი ყველა სიმღერას, მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე... გადედოფლებდი მე შენ დალებთან, მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან, და არ გეგონოს, რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი, ბედი რომ მქონდეს, როგორიცა ვარ, ასე უბრალოს შემიყვარებდი...!
|
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. წარსული ახლა ჩემი მტერია. საიდანღაც კი ხმა შორეული წამიჩურჩულებს: - არაფერია!
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. შენი ცხოვრება ახლად იწყება. და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.
შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: განა ეს მართლა არაფერია?!
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება იანვრის სითბოც და მეც სულ ისე დაგავიწყდები...
|
თუმცა ცხოვრება შენით მეწყება და დასასრულიც შენა ხარ მისი თუმც მონატრება შენს მოლოდინში წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის... ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა რით დაგანახო ეს სიყვარული? როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული... მე ბევრი ღამე შენზე ოცნებით თავზე უაზროდ დამთენებია, და შენნაირი კარგი არავინ ქვეყნად არასდროს არ მყვარებია...
|
თუ ძალგიძს დარჩე, ძველებურად მშვიდი და მტკიცე, და არ დაიბნე,როცა თავგზა ებნევა ყველას. თუ ძლგიძს სიმხნედ,შემართებად და რწმენად იქცე, როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა.
თუ ძლგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს, ცრუს გაუტანელს, არ მიარგო სიცრუე ავი, მოძულეს შენსას, მძულვარება შეუნდო მალე და თან არც ქრისტედ არ ჩვენო არავის თავი...
თუ შეგიძია სულში მარად ოცნება რეკდეს, მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად. გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად.
თუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენი, ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად. იხილო ერთ დღეს დანგრეული ცხოვრების დღენი, რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად.
თუ შეგწევს ძალა მაგიდაზე დაყარო ჩალად, რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით. წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად, იშოვნი კვლავაც და სასწორზე შეაგდო რისკით.
თუ შეგიძლია წარბი შეჰკრა, მოთოკო გული, მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ას წელს. ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს, ნებისყოფა გეუბნება, წინ მეთქი, გასწი.
თუ შეგიძია ბრბოში იყო და დარჩე კაცად. მეფეებს ახლდე და გახსოვდეს მუდამჟამს ხალხი. შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად, მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი.
თუ შეგიძლია გაიაზრო ყოველი წუთი, აზრით დატვირთო, სამოცივე ფეხმარდი წამი, მაშინ შენია, შვილო ჩემო, ეს მიწის ბურთი, ადამიანიც მაშინ გქვია,დე გერქვას, ამინ...
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|