მთავარი » 2011 » თებერვალი » 13
"ხო და,რას ვიძახდი,მომენატრე მეთქი?"...უკვე რა ხანია ასე ძლიერ გნატრობ...განა შენ გაკადრე მხოლოდ სტროფი ერთი?!მთელი პოემები მოგიძღვენი,კარგო...ბნელ ღამეს ვათევდი,თვალი ვერ მოვხუჭე,შენზე ოცნებების ქვეყანას ვესტუმრე...ღამის გუშაგებად იქ ისხდნენ მუზები,კალმის მოწოდებით მხვდებოდნენ ულევნი...იქვე იღვრებოდა პატარა სანთელი,წვეთებით დაწერა მან შენი სახელი,კალამთან ეძინა დაღლილ ფურცლის ნაგლეჯს,სადაც გავიხედე,ყველგან შენი სახე...სხვა გზაც აღარ მქონდა თითქოს მე იმ წუთას,ყველა ჩურჩულებდა: ნახე, როგორ უყვარს...იმ ფურცლის ნაგლეჯზე სტროფი წავაჯღაბნე,ამით სიყვარულიც თითქოს გავაღრმავე...თითქოს, ეხლა წამიც უშენოდ ტანჯვაა და თითქოს ცხოვრება ამან გაამძაფრა.თითქოს უშენობა მე სასჯელად მექცა,თითქოს სიყვარულის ეხლა მართლა მჯერა...
|
მთვარიანი ღამის ორი საათია, შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე. ფიქრში უიმედო ხმები გადადიან, როცა სიშორეზე ტირის როიალი.
ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა, ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით. ჩემი იმედები ისევ გაიბზარა, უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.
სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის. მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.
ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის, მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე. გული ასვენია მაღალ სიჩუმეში, თანაც სიშორეზე ტირის როიალი...
|
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . ორი ათასი წელი განვიცდი . . . ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა ! - დღესაც აქ არის არ გაიგუდა .
|
მოდის ზამთარი სუსხით და თოვლითმოდის ნაზი და მშვიდი ფანტელითიტყვის: ვერაფერს მივაღწევ მოვლითამიტომ უნდა მოვიდე თოვლითმოდის ზამთარი გვიყინავს ხელებსულევ თოვლს მისცემს მყინვარ-წვერებსჩვენ ჩავეხუტებით გავათბობთ გულებსასე გადავიტანთ ზამთრის სუსხებსზამთარი მოიტანს ლამაზ ფიფქებსბავშვები ვაკეთებთ ულევ გუნდებსასე ვატარებთ ჩვენ უკვე ზამთრებსდა ველოდებით გაზაფხულის სურნელს
|
შენი მონატრება მტანჯავს, შენი სიყვარულით ცად ვარ... შენთან მოსვლა მინდა მაგრამ... ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს, მე შენს ჩახუტებას ვნატრობ, შენთან ახლოს მოსვლას ვლამობ... იმ ცრემლიან წუთებს ვნატრობ, მე და შენ რომ ტკბილად გვახსოვს... ოხ ეს მელოდია მახრჩობს... გულის ტკივილამდე გნატრობ..
|
როცა სიცოცხლე მიხაროდა, გული სითბოსგან დამიცალე, როცა სიყვარული დავაპირე, შენთან სიახლოვე ამიკრძალე, ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა, ყველა ამირიე, წამიშალე... შენი გაღიმება შემიყვარდა, მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე... მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე... შენი სიყვარული მიხაროდა, ღიმილი ცრემლით შემიცვალე... ასე მკაცრად როცა განმსაჯე, თვალი ცრემლისაგან დამიცალე... შენი დავიწყება დავაპირე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...
|
დღესაც ძველებურად გამებუტეალბათ, შენ მე უნდა გამაგიჟო უსაშველოდ ვიტანჯები აბა სხვა ვინ უნდა დამამშვიდოს...
რისთვის და რატომ ვერ გაგიგია რომ სიცოცხლისთვის შემიყვარდი და თუ უსაშველოდ კეკლუცი ვარ რომ მაპატიო ჩემი ხათრით
რა ვქნა ჩემს თავსაც კი ვეპრანჭები რა ვქნა პირველ რიგში ქალი მქვია მაგრამ ჩაკეტილი სხვისთვის გული შენთვის სულ ბოლომდე გამიღია
|
ხან გაელვებას გავხარ, ხან მზის ამოსვლას ცაზე, შენ რომ ამ ქვეყნად მყავხარ, როგორ ვიფიქრო სხვაზე?*** შენი თვალები არის სურვილი, შენი ღიმილი - ჩემი ვედრება, შენი ტუჩები არის ლოდინი და მე ეს არც ერთი არ მომბეზრდება***რამდენჯერ შენი ლამაზი თვალები, ათას თვალებში ჩუმად მინატრია, რამდენჯერ შენი ლამაზი კოცნა ჩუმად ბევრჯერაც მომნატრებია
|
ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკანგავატანო ქარს?ჩემი სიყვარული თვითონ შემიქმნია დაროგორ გავატანო სხვას?შენი სიყვარულით გამთბარიროგორმივეკედლო სხვას?მე ხომ მაგ თვალების მჯერა და როგორდავუჯერო სხვას?ქარის მოტანილი არ ხარ და რა ვქნა?ვერ გაგატან ქარს...
|
ჩამოშლილ თმაზე გაბნეულითეთრი გვირილა.ოცნებით სავსე იდუმალიბავშური მზერა.ხელის გულებით განდობილიგრძნობა და ვნება,მთვარის სხივებით დამალულიგულების სევდა.ჩუმი ჩურჩული და სულში კიყვირილი ეთხმად,დიდი ტყუილიც და სიმართლეცორივე ერთად.დიდი სევდაც და სიხარულიცგრძნობაც და ვნებაც.მე ამ ყველაფრით გიხსენებშენ დარასაც დაგპირდი მე შევასრულე-აღარ მიყვარხარ ეხლა !!!
|
რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით,მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო,მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივითდა შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს.ვცდილობ სიხშირეს მოვუმატო თვალის დახუჭვის,რომ წამიერი გაელვება წარსულზე ფიქრისწუთებად იქცეს, მოგონებამ კვლავ შემაწუხოსდა დავასრულო დაწყებული სტროფების კვალი.მახსოვს ბავშვობა, უდარდელი აზრების კონა,ფიქრები მხოლოდ არსებულზე და სანატრელზე,ახლა კი დავრჩი უსუსური ფანდების მონადა გადავყურებ საკუთარ თავს მორბენალს ველზე.ქუჩებს დავეძებ უფრო მეტი იმედის სხივით,მინდა მივაგნო საოცნებო მთათა ხეივანს,სადაც მხოლოდ, ღრუბლიანი ცა იტირებს ჩემთვისდა სიგიჟეთი ვემგვანები ფიქრთა ხეიბარს.
|
1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა. 2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო. 3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია. 4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს. 5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული. 6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო. 7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება. 8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის. 9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას. 10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ..
|
უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ... დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს... მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს, სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ.. არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ, იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...
|
გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად... ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს ასე,რომ გასუქდა!
თითები შემახეთ გათოშილ თითებზე დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე ჩემთვის, რომ დაგმალო!
ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე... წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ ზამთრამდე!
დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ... გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა ჰაერი მაჩუქეთ!
|
ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ და სიყვარულის ამბებს ყვებიან მარტო დარჩენის ნუ გეშინია დაგიბრუნდები ჩემო ფერია აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ? მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ როცა მე წავალ ნუ ატირდები შენი ცრემლები დარდად გამყვება მწარე წარსულად გამყვება გულში მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით განშორება ხომ შეხვედრას უხმობს და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
|
იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს,
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს, მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები და ცრემლებისას დააყენებ გუბეს, იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ
|
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას, ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და კოცნას!
|
ჩამოასხი,
მერიქიფევ, აბა, მალე, პირნაკლულიყველაფერი მეზარება, სულ პირამდე
ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინცმიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ჩამოასხი,
მადლიანი ყურძნის წვენი, კიდევვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება, ჩამოასხი,
აბა რად ღირს ყოფა ჩვენი, თუღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება.
|
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს, მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს. თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა, როგორ გამაწამა სიმარტოვემ, ისევ უშენობის სევდა მოაქვთ ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ. ო,რა მონდომებით ვამზადებდი შენთვის ფერად–ფერად მისალოცებ
|
დავბერდი? -
არა
ცხოვრებისაგან
წყალწაღებული მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული,
გალაღებული მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი?
არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს
რა დააბერებს, სულზე უტკბესო!
ვინ
დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში
ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში - სიყვარულს.
|
ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა, ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად, "მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია, როდესაც გულში დამალული სიყვარულია...
ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია, მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი, დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...
|
რომ ავყოლოდი გულისთქმასჭკუას არ დავიხმარებდი.შენთან დავლევდი ჩემს დღეებსშენს გულში გავიხარებდი...ზურგს საფქვავს წამოვიგდებდიგზას წისქვილისკენ გავლევდი...პატარაც რამე გწყენოდა,სულს ხოხობივით დავლევდი...
|
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ რა ვუყოთ
თითებს? იმ ხელს, რომელიც თრთის და მოფერებასაც ითმენს....
არ
მიყვარხარო, არა, მაგრამ მაგ თვალთა კრთომა? პატარა ბავშვიც
ჰპოვებს იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?.. ძვირფასო,
ხომ არ გცივა?... ხომ არ შეგემთხვა ავი და გული ხომ არ გტკივა...
გულში
დამალავ გრძნობას, ჩააქრობ ტრფობის ალებს, მაგრამ რას უზამ
თითებს?.. თვალებს....რას უზამ თვალებს?....
|
დილით ადრიან ტაძარში გოგონა ვიხილე
სანთელით ხელში მუხლებზე იდგა გაყინულ ქვაზე ცრემლი სდიოდა ორივე
თვალზე ის ჩუმად კვნესოდა იტანჯებოდა ის ჩურჩულებდა ხატს შესცქეროდა მიშველე
ღმერთო რა დაგიშავე? ასე რო მტანჯავ არ გებრალები? შენ ხომ იცოდი
ვერ ავიტანდი შეყვარებული რომ მომიკალი? . . . . . . . . .
საღამოს გვაიან გაყინულ ქვაზე მას სამუდაომოდ ჩასძინებოდა
|
ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ცრემლი
ჩამოგორდა თვალიდან
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით
იქნებ
დაგვეწყო თავიდან
ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან
ლოყა
ამომიწვა ცხელმა ცრემლმა
მაგრამ ამასაც ავიტან
გული დამიფუფქეს
ფიქრებმა მწველმა
მაგრამ ამასაც ავიტან
მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის
მცველმა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან
თავი გამახსენა ღამემ საშინელმა
მაგრამ
ამასაც ავიტან
ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:
იქნებ დაგვეწყო
თავიდან.
|
ღვინოს აირჩევ სუფრის მშვენებად დალევ ,გაფანტავ გულის დარდებს, დამწველს ,დამდაგველს, მერე,მოგისვრის ლაჩარივით დარდის მორევში, დაგაფქვევინებს საიდუმლო გულის არაკებს. ხანაც გაგლექსავს,ხან აგამღერებს, ხან წვიმად დაგღვრის ,მეტს არას გავნებს, ნიკალასავით გახეტიალებს და გაქარგიებს უცხო ტილოებს. ხან ვაჟასავით მთებს დაგაჭიდებს, ოქროს საწმისებს ცრემლით აგივსებს, მუზების მეფე აღსარებების სავსე ფიალებს დაგაცლევიებს. მერეეე...,მოგივლენს გიჟმაჟ ქარიშხლებს, მაჯლაჯუნებით გზა-კვალს აგირევს, გიჟ-პოეტობით სამოთხის ჩიტსაც ერთი შეხედვით მოგინადირებს... მოდით დავლიოთ წვეთწვეთობით სულის შარბათი, და თავი მივცეთ ამ ცხოვრების უწყვეტ შაირებს, მერე,თუნდ მოვხვდეთ ჯოჯოხეთის ბასრა კლანჭებში რაა სიცოცხლე ,თუ სიკვდილთან არ დავაჭიდეთ.'''
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|