მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » წამები წვეთავს
|
რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით,მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო,მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივითდა შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს.ვცდილობ სიხშირეს მოვუმატო თვალის დახუჭვის,რომ წამიერი გაელვება წარსულზე ფიქრისწუთებად იქცეს, მოგონებამ კვლავ შემაწუხოსდა დავასრულო დაწყებული სტროფების კვალი.მახსოვს ბავშვობა, უდარდელი აზრების კონა,ფიქრები მხოლოდ არსებულზე და სანატრელზე,ახლა კი დავრჩი უსუსური ფანდების მონადა გადავყურებ საკუთარ თავს მორბენალს ველზე.ქუჩებს დავეძებ უფრო მეტი იმედის სხივით,მინდა მივაგნო საოცნებო მთათა ხეივანს,სადაც მხოლოდ, ღრუბლიანი ცა იტირებს ჩემთვისდა სიგიჟეთი ვემგვანები ფიქრთა ხეიბარს.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1265 |
დაამატა: administrators
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|