მთავარი » axali arqivi
მე მინდა შენი სადღეგრძელო ისე დავლიო მე მინდა შევსვა მაგ თვალების არდავიწყება წუთი სოფელი შენზე ფიქრში მინდა გავლიო ოღონდ ამისთვის გევედრები ნუ გამიწყრები მე ისიც მინდა ეგ თვალები მე მეკუთნოდეს ჩემზე ფიქრებმა გაგიჩინოს გულში იარა ეკლესიაში შედიოდე სანთელს ანთებდე და მხოლოდ ჩემზე ლოცულობდე სხვაზე კი არა.!
|
რატომ შევედი ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო, მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია, ყველა ხატის წინ დაგვინთია წყვილი სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია... მოვედი, მხოლოდ იმიტომ,რომ შენ გაგიხსენო,მოვედი,ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი.მოვედი,იმიტო რომ აღარ ხარ ჩემთან და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი.შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის, ღვთისმშობლის ხატო, გევედრები... მომისმენ ალბათ. მიეცი ძალა შენს ხატის წინ თავდახრილ წყვილებს, რომ შენს ტაძარში არ აინთოს სანთელი კენტად!....
|
წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს, ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს, თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის. სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს, ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს. დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს, სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს. იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს, ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს. ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს, ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს, სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს . . .
|
"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი. "მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ, "მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. "მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, "მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად: "მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"
|
მე გამაცილებს შენზე ოცნება მე გამაცილებს ჩადრების რიგი მე ერთს დავეძებ სველი თვალებით მაგრამ წავიდა აღარ ჩანს იგი. მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები მხოლოდ ცაცხვები ფოთოლშრიალა მე გამაცილებს ფართო შარა გზა და ის ძვირფასი თვალები არა. მე შემიყვარებს სულ სხვისი გული და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა. სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს და ის ძვირფასი თვალები არა. სხვა გამახარებს მაინც უბედურს და უფრო ძლიერ ავქვითინდები ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ და ერთგულებას ვერ დამპირდები....
|
თუ კი ცრემლები არ დაგდენია, მას ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის... თუ კი არავინ მოგნატრებია, როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის... თუ ღამეები არ გითევია, ვერც სეიგრძნობდი დადგომას დილის... თუ სიყვარული არ გიგემია, ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის... თუ ეს სიტყვები შენთვის Lექსია ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის, მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ, შენთვის უცხოა რასაც განვიცდი...
|
უკვე მოგონება მივეც ანათემას უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი. ღამის მარტოობას ისევ ანათებდა ქუჩის მოწყენილი სველი შუქნიშანი. დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები, მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა - მივხვდი, -აღარასდროს აღარ გავლოთდები. ქუჩა სიბნელეში თითქოს ნახაზია, როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები, ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია, - შენსკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები
|
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა, სიჩუმე არაფრის მთქმელი, ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა ოცნება სათქმელად ძნელი, ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა, შეხვედრა ყველაზე ძნელი, ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა ცხოვრება... ძალზე ძნელი .
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|