გაბედნიერებული კაცი ღმერთმაც ვერ გააუბედურა და ღმერთისაგან გაუბედურებული კაცი ქალმა გააბედნიერაო, ნათქვამია. მაშ ღმერთზე ძლიერია? არა, ღმერთზე კი არა, კაცზე ძლიერია, მიუწვდომელი და ამოუხსნელი, თუ მოინდომა გაგაბედნიერებს, თუ განარისხე-გაგაუბედურებს, თუ უნდა თავის ჭკუაზე გათამაშებს, "დაგაჩოქებს, აგატირებს, წამოგაყენებს და კაცად გაქცევსო"- ხან მრისხანე სტიქიას ემსგავსება, ხან მზის სხივივით თბილი და საამოა. მაგრამ კაცს უჭირს დაინახოს; რომ დაინახოს უნდა დაიჯეროს, რომ დაიჯეროს უნდა დააფასოს; აი დაფასება კი....