ხუთ, 25-იანვ-16, 22.41
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » მარტი » 10

 

როდესაც ქარი გადაყრის, საწვიმარ ღრუბლებს კაბადონს,
თვალი დაიწყბს ცქრეას შორეთში, გარდასული დრო სურს დაინახოს.
ძველი ქუჩები ცხადში ცოცხლდება, მათზე რამდენჯერ
როდესაც ფეხით ნაბიჯს დგავდა გაუტაცნია ფიქრს და ოცნებებს.
რამდენჯერ სახლში პაწია თითი შეხებია ოთახის კედელს,
რამდენჯერ ღამით ჩაძინებული კუმშავდა ხელებს
და საბნის კუთხეს გულში იკრავდა,
რომელსაც მხოლოდ სიხარული და სიკეთე ქვეყნად სწყუროდა.
ის ანარეკლი აციმციმებს ისევ ძველ ქუჩებს,
ამბობს: არ მინდა ცხოვრება, რომ მარტო დიოდეს.
ჩამჭიდე ხელი და გავუყვეთ ამ ქვეყნის ბილიკს,
შემხედე, ვერ მცნობ? ეს ხომ მე ვარ: შენს ბავშვობაში გადავარდნილი.
ისევ იხსენებს ძველი სახლის დაბზარულ კედლებს,
ამ სახლის ზემოთ გორას აივლის, სიტყვას სულსა და გულს მიაშველებს,
მერე დრო-ჟამი გახარებული დარეკავს ზარებს:
სულ ცოტა წამი ამქვეყნიური ბედნიერებას ღა ჩვენ გვაშორებს.
შემობრუნდება ... [~~სრულიად ნახვა~~]

| ნანახია : 1257 |  კომენტარები : (0)
       

 

ტაძარში ხატის წინ სანთელი დნებოდა
მუხლმოყრით ყმაწვილი ღმერთს ევედრებოდა,
წმინდაო მარიამ, მარტო ნუ დამტოვებ
ჩემს წმინდა სიყვარულს აცადე, ადროვე
მის ლამაზ თვალებში ცრემლები კრთებოდა
და პირველ სიყვარულზე ის ევედრებოდა
სანთელი დნებოდა, გოგო კი კვდებოდა
ბიჭი კი ამ დროს ღმერთს ევედრებოდა

| ნანახია : 1529 |  კომენტარები : (6)
       

 

ვისაც სიყვარული არასოდეს არ განუცდია
არც სხვისი სუნთქვით ცხოვრებაში არ უსუნთქვია,
სხვისი სიცოცხლით არასოდეს არ უცხოვრია,
სიყვარულისთვის ერთი ღამეც არ უთევია.
ვის სიყვარულის წმინდა ცრემლი ჯერ არ სდენია,
სატრფოს დანახვით მუხლი ართხელა არ მოჰკვეთია,
ვის გულის ჩქროლვა არ განუცდია,
როცა მიჯნური დაუნახია .
ვის სიყვარულზე არ უმღერია
და არც ლექსები დაუწერია,
მას ეს ცხოვრება არ შერგებია,
და მისი აზრიც არ გაუგია

| ნანახია : 1576 |  კომენტარები : (6)
       

 

ნუღარ მოხვალ თუ ატყობ რომ არ გჭირდები
არ დაბრუნდე თუ იგრძნობ რომ არ გიყვარვარ,
დამივიწყე, იქნებ შევძლო დაგივიწყო
არ მეძებო თუკი ჩემი აღარა ხარ,
ნუ იფიქრებ თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი ცრემლი აღარ მოდის,
დამიჯერე მაგ თვალებზე ვლოცულობდი
დაგშორდები, ვერასოდეს ვეღარ გნახავ
მაგ თვალები მაგიჟებენ მხოლოდ შენი,
მე არ დაგსჟი, წავალ... მაგარმ ღმერთი დაგსჟის,
ჩემი წასვლა იყოს შენი განაჩენი,
და უშენოდ მაინც დავრჩი გარიყული.
შენ ხარ ჩემი სიყვარულის დაბადება,
არა, აზრი არ ჰქონია თურმე ლოდინს,
ყველა ასაკს ერთნაირი ფერით ვხატავ,
ბავშვობიდან სიჭაბუკეს შევნატროდი,
სიჭაბუკემ კვლავ ბავშვობა მომანატრა.

| ნანახია : 1217 |  კომენტარები : (0)
       

 

მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
შენც ამ ვარდივით გაწითლდი ვხედავ,
სიყვარულს ნიშნავს წითელი ვარდი
ეს გაწითლება რას ნიშნავს ნეტავ?
თვალს ნუ მარიდებ გემუდარები
გთხოვ გამისწორო მტკიცე თვალები.
არაფერს მეტყვი?- არ გთხოვ ძვირფასო
ყველაფერს მეტყვის შენი თვალები
თვალებს რატომ ხრი?-ნუთუ გრცხვენია?
ნუ გერიდება, მე არ გიწყრები,
სხვა გიყვარს?-კარგი ძვირფასო
მე კი მიყვარხარ თავდავიწყებით.
ხშირად სიზმარში მე გხედავ შენ
ჩემსკენ მოდიხარ, სხვისკენ ბრუნდები,
სხვისკენ მიდიხარ, წადი ძვირფასო
მე წინ სიყვარულს ვერ აღვუდგები
-
გიყვარს? გიყვარდეს, მე ვერ დაგიშლი
მწარედ კი სტირის ეს ჩემი გული,
და იყავ სხვასთან შენ ბედნიერი
მე კი დავრჩები კვლავ უბედური.

| ნანახია : 1170 |  კომენტარები : (0)
       

 

შენს კართან მდგომი,საქმეს ჩემსას თავს ვეღარ ვართმევ,
რადგან ყოველ წამს ველი შენგან გამოძახილს.
თუკი არ მიხმობ საყვედური არ წამომცდება,
თუმც უშენობას მირჩევნია უსინათლობა,
არ დაგამადლი არც მოლოდინს, არც მოცდენას,
და თუ დამითხოვ მაშინაც გეტყვი მადლობას.
ეჭვიანობის აფეთქებას გულშივე ვიქრობ,
თუმცა ვინ იცის, რა ლაღობა გაწევს ცოდვებად,
მწუხარე მონა შენს ლოდინში მხოლოდ ერთს ვფიქრობ,
ვისთანაც შენ ხარ ბედნიერი მას ეწოდება.
თვალნი დამივსო სიყვარულით ალბათ გამჩენმა,
სიავე შენი მე სიკეთედ, რომ მომაჩვენა.

| ნანახია : 1197 |  კომენტარები : (1)
       

 

უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს
მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.

| ნანახია : 2465 |  კომენტარები : (18)
       

 

მე ახლა მივხვდი რატომ სვამენ ღვინოს კაცები,
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ ფიქრებს დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის,
დალევენ ღვინოს და ბახუსის ფრთებით დადიან.
დამისხით ღვინო, მინდა ვიგრძნო ძალა ამ ქვეყნის
თამბაქოს კვამლმა მინდა ღამე გამათევინოს,
დამისხით ღვინო, მაგრამ არც ერთი
სადღეგრძელო არ მათქმევინოთ
მხოლოდ აგიხსნა, რომ წარსულში როგორ მიყვარდი,
მერე კი წადი, ვისზეც გინდა მასზე იფიქრე
კვლავ მომენატრო? არასოდეს არ გაიფიქრო.
ვარდი რომელსაც ყველა აქებს, ყველა ადიდებს,
ერთხელ თუ მოწყდა, პირველ სახელს ვეღარ აღიდგენს.

| ნანახია : 1136 |  კომენტარები : (0)
       

 

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვერჩევ
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

| ნანახია : 1129 |  კომენტარები : (0)
       

 

თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,
ახლაც მინათებს შენი მშვენება,
შენგან შევიტყვე რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.
შენ ცოცხალი ხარ, შენი მგოსნების
და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!
შენს სილამაზის იქით ბნელდება,
დაიხურება ცისკრის კარები.
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად
გულზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,
ათას წელს გაძლებს შენი მშვენება,
შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.

| ნანახია : 1196 |  კომენტარები : (0)
       

 

ხშირად ჩემზე ჩუმად გეცინება
და მეც სულელივიდ განვიცდი,
შენგან არაფერი მეწყინება-
შენ ხომ სიყვარული არ იცი!
გართობს ძველ ცოდვების გამოკითხვა,
რაღაც ჯალათური ხალისით,
მერე რა, რომ მტკივა ყველა სიტყვა-
შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი!
წუხელ შენზე ფიქრში დამათენდა,
თავქვეშ დარდის მედო ალიზი
იქნებ მოგენატრო, გამახსენდა
შენ ხო მონატრება არ იცი!
ისევ არ მიკარებ, ეჭვის მახრამ,
გახრა იმედები ხვალისი,
ამ გულს რა ვუთხარი რომ უყვარხარ,
რატომ? ეს თვითონაც არ ვიცი

| ნანახია : 1405 |  კომენტარები : (2)
       

 

საღამოს როცა სუყველას სძინავს
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს
იმას გონია რომ მე ის მიყვარს
მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალებს ეძებს
და ის თრთის როგორც ჩიტი პატარა,
და მე იმ ღამეს ვაჩუქე კოცნა
კუბოს ფიცრამდე მან ის ატარა.
მოკვდა ისე რომ ვერც კი გაიგო
რომ ის მომწონდა და არ მიყვარდა
მაგრამ მე მაინც იმის საფლავზე
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
ერთხელ, როდესაც სასაფლაოზე
ყვავილი ვუძღვენ ჩემთვის დაკარგულს
ბრწყინვალე ცრემლი შევნიშნე თვალთან
მივხვდი ვტიროდი წარსულ სიყვარულს.
მე მაშინ გულში ტკივილი ვიგრძენი
და გამახსენდა თვალები მისი
მივხვდი, რომ მე მას ვერ დავივიწყებდი
რომ ვერ შეცვლიან თვალები სხვისი.
და მე იმ დღეიდან ქალი შემძულდა
დროს მე მივყავდი, დრო მე მიმყავდა
ხალხო! გესმოდეთ, რომ ... [~~სრულიად ნახვა~~]

| ნანახია : 1394 |  კომენტარები : (4)
       

 

სიყვარულია რაღაც უზენაესი ძალა, რომელიც ყოველ საგანს აიძულებს მიესწრაფვოდეს თავის ბუნებრის, კანონიერ ადგილს; სიყვარული ეს არის მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ. ის არ არის გარეგნული ძალა. ის არის ყველაზე უფრო ღრმა, იდუმალი, შინაგანი ძალა ადამიანისა... სიყვარული უნდა იყოს სწორისა სწორთან, მორალური და სასარგებლო. სათნოება უფლის სიყვარულია, უზენაესი ფორმა სიყვარულისა.

| ნანახია : 1087 |  კომენტარები : (0)
       

 

ადამიანური სიყვარულის აღორძინებას ხშირად წვრილმანიც ყოფნის, დიდი ხნით გამოკეტილი ოთახის სუნი, ან ნაბიჯების ხმა ქვაფენილზე. მეც ასე მემართება. სიყვარული ჩემთვის მუდამ რაიმეს გაღება უფრო იყო ვიდრე მიღება ან შეძენა, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი დამკლებია, რამეთუ სიყვარული მუდამჟამ საკუთარ თავთან გვაბრუნებს.

| ნანახია : 1254 |  კომენტარები : (0)
       

 

სიყვარული... სიყვარული ადამიანის უზენაესი მადლია, ბუნებით მოვლენილი ბედნიერება, რომელსაც არა აქვს დასასრული, არა აქვს მიჯნა და ზღვარი, ბედნიერება სიყვარულის ყვავილია, მისი მოწყვეტა ძნელია, მაგრამ სიბნელე სუსტს ერევა, ძლიერ ნებისყოფას კი ართობს და აკავებს, უსიყვარულოდ არ არის ბედნიერება და არ აქვს აზრი ცხოვრებას, სიყვარულით ანთებული გული სძლევს ყოველგვარ დაბრკოლებას, სიყვარული დაუშრეტელი ნუგეშის წყაროა, რომელიც თან დაჰყვება ადამიანებს.
სიყვარული, ეს იმას ნიშნავს: ცოცხლობდე იმის სიყვარულით, ვინც გიყვარს.

| ნანახია : 1138 |  კომენტარები : (0)
       

 

სიყვარულია რაღაც უზენაესი ძალა, რომელიც ყოველ საგანს აიძულებს მიესწრაფვოდეს თავის ბუნებრის, კანონიერ ადგილს; სიყვარული ეს არის მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ. ის არ არის გარეგნული ძალა. ის არის ყველაზე უფრო ღრმა, იდუმალი, შინაგანი ძალა ადამიანისა... სიყვარული უნდა იყოს სწორისა სწორთან, მორალური და სასარგებლო. სათნოება უფლის სიყვარულია, უზენაესი ფორმა სიყვარულისა.

| ნანახია : 1188 |  კომენტარები : (0)
       

 

ადამიანური სიყვარულის აღორძინებას ხშირად წვრილმანიც ყოფნის, დიდი ხნით გამოკეტილი ოთახის სუნი, ან ნაბიჯების ხმა ქვაფენილზე. მეც ასე მემართება. სიყვარული ჩემთვის მუდამ რაიმეს გაღება უფრო იყო ვიდრე მიღება ან შეძენა, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი დამკლებია, რამეთუ სიყვარული მუდამჟამ საკუთარ თავთან გვაბრუნებს.

| ნანახია : 1212 |  კომენტარები : (1)
       

 

ბევრად უმჯობესია თვითონ დაემორჩილდე ნიჭიერ კაცს ვიდრე რეგვენს უხელმძღვანელო, რომ ახალგაზრდა ცოლი, რომელიც იძულებულია ქმრის მაგივრად იფიქროს და იმოქმედოს. არც კაცია და არც ქალია, გარდა ამისა ასეთი ქალი თავისი წმინდა ქალური ნიშნების უარყოფით ყველა ქალურ ღირსებას კარგავს. სამაგიეროდ ვერ იღებს იმ პრივილეგიებს რომლითაც ძლიერი სქესის წარმომადგენლები კანონით ფლობენ

| ნანახია : 1213 |  კომენტარები : (0)
       

 

ერთი პატარა გოგო მიყვარდა როგორც იყო და არა იყო რა. მისმა ალერსმა გადამიყოლა, მისმა ფერებამ გადამიყოლა, როგორ ვაკოცე ან რა ვუთხარი ყველას უამბო თურმე სულელმა ვერაფერს გავხდი ხვეწნა მუდარით. მე მამტყუნებდა მერე სუყველა. პატარას კარგი დედა ჰყოლია თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია, მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა დედამისს გული არა ჰქონია. ერთი პატარა გოგო მიყვარდა, ერთი პატარა ჩია გოგონა. ჩემი ოცნების ციცინათელა, ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა

| ნანახია : 1273 |  კომენტარები : (0)
       

 

ვინა ვარ ნეტა სად მივდივარ, ან სად მოვედი?!
სიკვილთან ბრძოლა აღარ მინდა, დავაგდე ხმალი...
გიჟის თვალებით შევცქერივარ სიცოცხლის ნექტარს
და შეშლილივით მივუყვები საოცარ ზეცას...

რისთვის ვიცხოვრე? რისთვის ვკვდები? რა გავაკეთე?!
ნუთუ უაზროდ მომიწია ცხოვრებამ ქვეყნად?
ვერ შევასრულე ის მისია ღმერთმა რომ მომცა!
და მე სიცოცხლით დამძიმებულს ცოდვები მბორგავს.

როგორც ეშმაკი ისე მიზის სულში სიცოცხლე
და ახლა როცა მე სატანას უნდა გავშორდე
მისკენ მივიწევ და არ მინდა მისგან სიშორე.

მაგრამ ვაი რომ მე გავფრინდი, გზა ამერია
ნუთუ სიკვდილმა თავის წყალი დამალევია?!
ალბათ სიცოცხლეს ვეღარ ვნახავ, საკვირველია...
| ნანახია : 1151 |  კომენტარები : (1)
       

 

უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე...
არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე.
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ მოფერებით-გელოდები!
ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს,როცა მისი მოსვლა შეუძლებელია.
მოულოდნელად თავდატეხილი გრძნობა მინდა მოგაბარო,თორე მე მარტო ვერ ველევი,ვერც ვერავისთვის მიმინდვია,ვერც ვერავინ გამიმეტებია ამხელა სილამაზისთვის.
ადგილს ვერ ვპოულობ,ზოგჯერ მეჩვენება,რომ აქვე ხარ ახლოს,ასე მგონია,რომ მოვიხედო,შენს ამაყ თვალებს შევეფეთები,ამიტომ არ მინდა მოვიხედო,არადა მინდა შემოგხედო,დაგინახო და გითხრა,რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელი ხარ!
ვიცი შეუძლებელია,მაგრამ მაინც მინდა გნახო,მენატრები!
არ მინდა ეს დღეები მხოლოდ გულსა და მეხსიეებას მივანდო შესანახად,ამიტომ ვწერ...
ნეტა საიდან მოვიდა მონატრება?
სიკვდილის დასასრულია თუ დასაწყისი?
სწორედ ახლა შეგიძლია დაეუფლო ჩემს გულს,მიყვარხარ და მენატრები,ყოველთვის წმინდა სიყვარულით.
ვიცი!ძვირფასო,როდესმე გაიგებ,მიხვდები მერე შეიძლება მოხვიდე,მაგრამ მე ისევ ისეთი მონატრებული და შეყვარებული არ დაგხვდები...
სწორედ მონატრების ტკივილი დამეხმარა ეს საიდუმლო გამენდო."
ღმერთი გფარავდეს!!!

| ნანახია : 1226 |  კომენტარები : (1)
       

 

ადამიანმა მართლაც შეიძლება ისურვოს სიკვდილი, რამე თუ სიცოცხლის გამჭვირვალობისა და სინათლის ფონზე ყოველივე ჰკარგავს მნიშვნელობას. ადამიანი იტანჯება და ფეხარეულს ქვა აღმართში ეწევა, მაგრამ იგი არაფეტს იმჩნევს და მორჩილად მიჰყვება გზას. ამ შეუპოვრობისათვის მას პატივს მიაგებენ, მაგრამ ერთ მშვენიერ საღამოს ყოველივეს ბოლო ეღება. იგი ხვდება მეგობარს, რომელიც ოდესღაც ძალიან უყვარდა, მეგობარი უგულოდ ესაუბრება. კაცი შინ ბრუნდება და თავს იკლავს. ნაცნობები თვითმკვლელობას კაეშანს და ფარულ სევდას აბრალებენ. ნურასუკაცრავად თუ კი მაინც და მაინც ახსნას ეძებთ მიზეზი ერთია, იმ დღეს მეგობარი შეხვდა და გულცივად ელაპარაკა. ამრიგად როცა კი სამყაროს ღრმა აზრს ვუფიქრდები მე მისი უბრალოება ამიფორიაქებს სულს.

| ნანახია : 1327 |  კომენტარები : (0)
       

 

ქალისაგან გაბედნიერებული კაცი ღმერთმაც ვერ გააუბედურა და ღმერთისაგან გაუბედურებული კაცი ქალმა გააბედნიერაო, ნათქვამია. მაშ ღმერთზე ძლიერია? არა, ღმერთზე კი არა, კაცზე ძლიერია, მიუწვდომელი და ამოუხსნელი, თუ მოინდომა გაგაბედნიერებს, თუ განარისხე-გაგაუბედურებს, თუ უნდა თავის ჭკუაზე გათამაშებს, "დაგაჩოქებს, აგატირებს, წამოგაყენებს და კაცად გაქცევსო"- ხან მრისხანე სტიქიას ემსგავსება, ხან მზის სხივივით თბილი და საამოა. მაგრამ კაცს უჭირს დაინახოს; რომ დაინახოს უნდა დაიჯეროს, რომ დაიჯეროს უნდა დააფასოს; აი დაფასება კი....

 

| ნანახია : 1414 |  კომენტარები : (2)
       

 

 
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!"
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, ... [~~სრულიად ნახვა~~]
| ნანახია : 1216 |  კომენტარები : (2)
       

 

რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!
 
| ნანახია : 1105 |  კომენტარები : (0)
       

 

განა ვინმეს, სადმე, როდისმე, ვისთვისმე და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია? უფლება შეიძლება მოიპოვო, მიიტაცო, მიითვისო, გამოსძალო, ეშმაკობით ჩაიგდო ხელში, მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე, რადგან ისტორიამ დაამტკიცა სავარძელში მჯდომი მუცელზე მოხოხიალეს პანღურის მეტს არაფერს უბოძებს.
| ნანახია : 1128 |  კომენტარები : (0)
       

 

როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია.
 
| ნანახია : 1235 |  კომენტარები : (2)
       

 

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...
| ნანახია : 1556 |  კომენტარები : (6)
       

 

1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.

2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.

3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.

4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.

5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.

6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.

7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.

8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.

9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.

10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...
| ნანახია : 1185 |  კომენტარები : (2)
       

 

მადლობელი ვარ იმ თითოეული წამისთვის, რომელიც შენ მაჩუქე...
მადლობელი ვარ გვერდში დგომისთვის ჭირშიც და ლხინშიც...
მადლობელი ვარ, რადგან მუდამ იყავი ჩემს გვერდით მაშინ,
როცა ყველაზე უფრო მჭირდებოდი...
მადლობელი ვარ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ შენ არსებობ!"
 
| ნანახია : 1153 |  კომენტარები : (1)
       

 

როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე, როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა, უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, შორით დამიძახე, ნუ დამელოდები.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს, მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები
| ნანახია : 1373 |  კომენტარები : (0)
       

 

შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!
| ნანახია : 1243 |  კომენტარები : (3)
       

 

ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი ,
სანთელს უნთებდა ღვთისმშობლის ხატებს ,
შეყვარებულზე ფიქრობდა იგი ,
ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს .
იწვოდა სანთელი ნელა ,
თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი ,
ყველა ერთ სანთელს შესცქერის მარტო ,
ქურდმა ბიჭმა კი ლექსი დაწერა :
" ჩემო სიცოცხლე როგორ მიყვარხარ ,
მე უშენობით არ მყოფნის გონი ,
მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ და თავს მოვიკლავ .
მოვიკლავ მგონი .
თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი ,
რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი ?
და თუ სიყვაულმა ტანჯვა მომიტანა ,
ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა ?? "
- ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი
და შესცქეროდა ანთებულ სანთელს .
- რა არის ქალი ? - ფიქრობდა იგი .
- რა შეუზლია ამ ქვეყნად ქალებს
და ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა ,
მზე დამანახა და ცის ნათელი .
ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა
და მხოლოდ ენთო ქურდის სანთელი . . .
| ნანახია : 1340 |  კომენტარები : (0)
       

 

უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ,
გვერდით როგორ დავუწვები, სერ.
მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ,
ხომ სირცხვილით დავიწვები, სერ.
მე ისეთი პატარა ვარ,
მე ისეთი პატარა ვარ ჯერ,
მე რომ დედას მომაშოროთ,
ცოვა არის, ადრე არის, სერ.
დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,
წითელ-ყვითელ საკინძებით, სერ
ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი,
თქვენ რომ გვერდით დაგიწვებით სერ.
შემოდგომის უქმე უკვე გავიდა.
გრძელი არის ზამთრის გამე სერ.
მე იმ ღAმეს სხვსთან როგორ ავიტან,
არ მეყოფა სითამამე სერ.
აგერ ქარმაც ამოყარა ფიფქები,
ფოთოლიც კი არ სჩანს მწვანე, სერ.
გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები.
მოდი მაშინ წამიყვანე სერ...
| ნანახია : 1246 |  კომენტარები : (0)
       

 

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი
ძვირფასო მოსვლა რათ გაგიძნელდა
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე,
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხლებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ?
და ვიცი მომეფერები...
თუმცა იქნება ღამე წამების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ჩემი თვალები
ლურჯი თვალები, ისევ მოგელის...
| ნანახია : 1338 |  კომენტარები : (1)
       

 

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

 

| ნანახია : 1374 |  კომენტარები : (2)
       

 

წუხელ თოვდა, ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი,
გენახე და ძილში თბილად დაგეხურე.
მე ავდექი პირველ თოვლზე, განთიადში
და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს.

დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე,
თოვლი, თეთრად დასახული
ასე თეთრად გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე
იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული.

ჰყვავის ასე და განთიადს მიხალისებს,
ეს ზამთარიც, დეკემბერში თოვლის ხვავი
ის თბილისის ხეივნებში კიპარისებს
ძველებურად გამოასხავს ტყემლის ყვავილს

რა თოვლია, ვენახებს და ბახში ხარდანს
ფარავს, თეთრად დასახული
ეს პპირველი თოვაც ისე გამიხარდა
როგორც გუშინ მიხაროდა გაზაფხული.

მიხარია ცხელ ზაფხულის დაბრუნებაც,
წვიმაც, ქარიც უსაქმურად დანაბერი.
ბევრი კარგი რამ სცოდნია ამ ბინებას,

| ნანახია : 1222 |  კომენტარები : (2)
       

 

თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი
| ნანახია : 1237 |  კომენტარები : (1)
       

 

ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...

ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან...

| ნანახია : 1248 |  კომენტარები : (2)
       

 

ვიგონებ წარსულს გამეს მტვარიანს მგიმარე გოგოს მოკლე კაბიანს სისველი მკერდი ცისფერი ტვალი და ეტყობოდა რომ იყო მტვრალი მივედი ახლოს მან გამიგიმა სახელი ვტხოვე ის კი ატირდა გოგონამ უცებ იცვალა ფერი და მიპასუხა რომ ქვია მერი ცრემლის მიზეზი არ დამიმალა და ეკლესია ტან მიმასცავლა იქ არის ცჰემი დზვირფასი საქმრო დგეს ის ჯვარს იცერს ვერც ვხვდები რატო მე ვიყავ მისი სატრფო ერტგული ცემტან რა უნდა მე რას მენდურის ტუმცა სწორი ხარ დზვირფასო საქმრო მსობელმა დედამ დამგუპა ხალხო უცებ გიმილმა გამომაფხიზლა გოგონამ ტვალზე ცრემლი სჰეისჰრო იდზგერა გულმა სისხლის ნაკადმა და გულ წასული იქვე დავარდა ასეტი იყო ეს მოგონება და მე კალამს გაუსჰვი ხელი ნეტავ სად არის ან სად მარხია ის დატანჯული ლამაზი მერი.

| ნანახია : 1170 |  კომენტარები : (1)
       

 

მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა
| ნანახია : 1278 |  კომენტარები : (2)
       

 

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია

 

| ნანახია : 1310 |  კომენტარები : (1)
       

 

სატკივარი გამანდეს,
ისემომენატრაშენიმოფერება
,
როგორცარასდროსაქამდე
.
წარსულსუმღეროდაძველიროიალი
,
თითქოსშეთავიდამავიწყესძველმასონეტებმა
,
ძველინცმეძახდიშორიდან
,
პირჯვარსისახავდაღამემთვარიანი
,
გარეთხეტიალიმომინდა
.
ფიქრთაჩირაღდანზეწლებიაელვარდნენ
,
გაქრაყველაფერიუკვალოდ
,
ისემომენატრე,ისემომენატრე
,
ვერცკიწარმოიდგენუბრალოდ
!

| ნანახია : 1508 |  კომენტარები : (0)
       

 

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი
ძვირფასო მოსვლა რათ გაგიძნელდა
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე,
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხლებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ?
და ვიცი მომეფერები...
თუმცა იქნება ღამე წამების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ჩემი თვალები
ლურჯი თვალები, ისევ მოგელის...
 

| ნანახია : 1336 |  კომენტარები : (0)
       

 

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი
ძვირფასო მოსვლა რათ გაგიძნელდა
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე,
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხლებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ?
და ვიცი მომეფერები...
თუმცა იქნება ღამე წამების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ჩემი თვალები
ლურჯი თვალები, ისევ მოგელის...
 

| ნანახია : 1304 |  კომენტარები : (1)
       

 

თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი
| ნანახია : 1442 |  კომენტარები : (0)
       

 

ვიგონებ წარსულს გამეს მტვარიანს მგიმარე გოგოს მოკლე კაბიანს სისველი მკერდი ცისფერი ტვალი და ეტყობოდა რომ იყო მტვრალი მივედი ახლოს მან გამიგიმა სახელი ვტხოვე ის კი ატირდა გოგონამ უცებ იცვალა ფერი და მიპასუხა რომ ქვია მერი ცრემლის მიზეზი არ დამიმალა და ეკლესია ტან მიმასცავლა იქ არის ცჰემი დზვირფასი საქმრო დგეს ის ჯვარს იცერს ვერც ვხვდები რატო მე ვიყავ მისი სატრფო ერტგული ცემტან რა უნდა მე რას მენდურის ტუმცა სწორი ხარ დზვირფასო საქმრო მსობელმა დედამ დამგუპა ხალხო უცებ გიმილმა გამომაფხიზლა გოგონამ ტვალზე ცრემლი სჰეისჰრო იდზგერა გულმა სისხლის ნაკადმა და გულ წასული იქვე დავარდა ასეტი იყო ეს მოგონება და მე კალამს გაუსჰვი ხელი ნეტავ სად არის ან სად მარხია ის დატანჯული ლამაზი მერი.

| ნანახია : 1372 |  კომენტარები : (1)
       

 

მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა

| ნანახია : 1399 |  კომენტარები : (3)
       

 

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია

| ნანახია : 1368 |  კომენტარები : (1)
       

 

ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.

ისევ თვალები და ცისკენ მზერა,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
იყავი კარგი, ხარ გაიძვერა
და შენში მოკვდა დამიანი.

მივდივარ, მიმაქვს ფიქრი ასეთი,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
მე შენ სრულიად არ მაფასებდი
და შენში გაჰქრა ადამიანი.

ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.

| ნანახია : 1463 |  კომენტარები : (1)
       

 

თავი დამავიწყეს ძველმა სონეტებმა,
ძველი სატკივარი გამანდეს,
ისე მომენატრა შენი მოფერება,
როგორც არასდროს აქამდე.
წარსულს უმღეროდა ძველი როიალი,
თითქოს შენც მეძახდი შორიდან,
პირჯვარს ისახავდა ღამე მთვარიანი,
გარეთ ხეტიალი მომინდა.
ფიქრთა ჩირაღდანზე წლები აელვარდნენ,
გაქრა ყველაფერი უკვალოდ,
ისე მომენატრე,ისე მომენატრე,
ვერც კი წარმოიდგენ უბრალოდ!

| ნანახია : 1830 |  კომენტარები : (1)
       

 

იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ.

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 2769 |  კომენტარები : (8)
       

 

მე მინდა შენი სადღეგრძელო ისე დავლიო
მე მინდა შევსვა მაგ თვალების არდავიწყება
წუთი სოფელი შენზე ფიქრში მინდა გავლიო
ოღონდ ამისთვის გევედრები ნუ გამიწყრები
მე ისიც მინდა ეგ თვალები მე მეკუთნოდეს
ჩემზე ფიქრებმა გაგიჩინოს გულში იარა
ეკლესიაში შედიოდე სანთელს ანთებდე
და მხოლოდ ჩემზე ლოცულობდე სხვაზე კი არა.!

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 4093 |  კომენტარები : (3)
       

 

რატომ შევედი ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო, მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია, ყველა ხატის წინ დაგვინთია წყვილი სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია...
მოვედი, მხოლოდ იმიტომ,რომ შენ გაგიხსენო,მოვედი,ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი.მოვედი,იმიტო რომ აღარ ხარ ჩემთან და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი.შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის, ღვთისმშობლის ხატო, გევედრები... მომისმენ ალბათ. მიეცი ძალა შენს ხატის წინ თავდახრილ წყვილებს, რომ შენს ტაძარში არ აინთოს სანთელი კენტად!....

| ნანახია : 1590 |  კომენტარები : (1)
       

 

წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს
იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის.
სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს,
ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს.
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს . . .

კატეგორია : სადღეგრძელოები | ნანახია : 2412 |  კომენტარები : (4)
       

 




"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"

| ნანახია : 5136 |  კომენტარები : (11)
       

 

მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ წავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები ფოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ძვირფასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.
...

| ნანახია : 1559 |  კომენტარები : (0)
       

 

თუ კი ცრემლები არ დაგდენია,
მას ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის...
თუ კი არავინ მოგნატრებია,
როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის...
თუ ღამეები არ გითევია,
ვერც სეიგრძნობდი დადგომას დილის...
თუ სიყვარული არ გიგემია,
ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის...
თუ ეს სიტყვები შენთვის Lექსია
ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის,
მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,
შენთვის უცხოა რასაც განვიცდი...

| ნანახია : 3117 |  კომენტარები : (3)
       

 

უკვე მოგონება მივეც ანათემას
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას
ისევ ანათებდა ქუჩის მოწყენილი სველი შუქნიშანი.
დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა
- მივხვდი, -აღარასდროს აღარ გავლოთდები.
ქუჩა სიბნელეში თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
- შენსკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები

| ნანახია : 2546 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა
ცხოვრება... ძალზე ძნელი .
| ნანახია : 1727 |  კომენტარები : (8)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0