კართან მდგომი,საქმეს ჩემსას თავს ვეღარ ვართმევ, რადგან ყოველ წამს ველი შენგან გამოძახილს. თუკი არ მიხმობ საყვედური არ წამომცდება, თუმც უშენობას მირჩევნია უსინათლობა, არ დაგამადლი არც მოლოდინს, არც მოცდენას, და თუ დამითხოვ მაშინაც გეტყვი მადლობას. ეჭვიანობის აფეთქებას გულშივე ვიქრობ, თუმცა ვინ იცის, რა ლაღობა გაწევს ცოდვებად, მწუხარე მონა შენს ლოდინში მხოლოდ ერთს ვფიქრობ, ვისთანაც შენ ხარ ბედნიერი მას ეწოდება. თვალნი დამივსო სიყვარულით ალბათ გამჩენმა, სიავე შენი მე სიკეთედ, რომ მომაჩვენა.