პარ, 25-იანვ-17, 01.10
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » 2008 » ივნისი » 22

 

 

როგორც ყოველთვის
ისევ მომენატრე
ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი
ისევ შენ გნატრობ
ისევ შენ გელი
ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი
ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი
ისევ შენს სურათს ვესაუბრები
ისევ აგორდა ფიქრის მორევი
ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის
ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული
ისევ ე მომდის შენი სურნელი
ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი
ისევ გადავშალე სევდის ფურცელი
მე უშენობას ვერ ვეგუები!!!

| ნანახია : 1171 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 

ცრემლს თვალზე მომდგარს გაუმარჯოს ვაჟკაცის ტუჩებით შეკავებულს, სიყვარულს უთქმელს გაუმარჯოს თვალს რომ ვერ უსწორებ შეყვარებულს. გრძნობას დიდებულს გაუმარჯოს რომ ვერ გაუბედავ ახსნას, მტირალა კაცს გაუმარჯოს ცრემლი რომ დაახრჩობს ვაჟკაცს. გრძნობას დიდებულს გაუმარჯოს, დატანჯულ სიყვარულს მარადს!

| ნანახია : 1415 |  კომენტარები : (3)
       

 

 
 

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ისე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის..

| ნანახია : 1226 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
ღამით როდესაც სუყველას ძინავს
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს,
მას გონია რომ მე იგი მიყვარს,
მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალს ეხება,
იგი კრთის, როგორც ჩიტი პატარა,
იმ ღამეს მე მას ვაჩუქე კოცნა,
რომელიც კუბოს კარამდე ატარა.
და ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო,
მე ის მომწონდა და არ მიყვარდა,
მაგრამ მე მაინც სულ მის საფლავზე,
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
და ერთხელ როცა ყვავილი დავდე,
დაღლილ დაქანცულს, უკვე დაკარგულს,
ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი,
თურმე სტიროდა წარსულ სიყვარულს.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავარ და მე დრო მიმყავს.
ხალხო გაიგეთ მე ის გოგონა
ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი  მიყვარს
| ნანახია : 3227 |  კომენტარები : (12)
       

 

 
 
 
როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე
როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა,
უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე,
შორით დამიძახე, ნუ დამელოდებიო.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები,
მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს,
მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები
 
 
 
 
| ნანახია : 1347 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი
| ნანახია : 1123 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
მე ის მიყვარდა სანამ ვნახავდი,
დიახ მიყვარდა ჯერ უნახავი
მიყვარდა ისე როგორც ნახატი
მხატვრისგან ჯერაც დაუხატავი,
მე ის მიყვარდა უფლის ნებართვით
ვით სახარება ანუ განგება,
მე ის მიყვარდა დაბადებამდე,
სიკვდილის მერეც ის მეყვარება.
| ნანახია : 2412 |  კომენტარები : (9)
       

 

 
 
 
 
ხო სიყვარული საჩუქარია,ღვთის წყალობა სასწაული.ის მარადიულია....სიყვარული ყოველთვის მართალია,-მაშინაც, როცა ვნებით დაბრმავებული უფსკრულში იჩეხება,მაშინაც როცა მდუმარეა,გაუბედაობას ზვარაკივით ეწირება,მაშინაც როცა გაუმხელელ სურვილს ჯვარივით ზიდავს...სიყვარული ყოველთვის წრფელია ,-მაშინაც,როცა სიმარტოვეში ფეთქავას და იწვის,მაშიანც ,როცა ხალხმრავალი ტრიბუნების რკალი ატყვია,მაშინაც როცა სატრფოს თვალებთან პირისპირ დგას.სიყვარული ყოველთვის მღელვარეა,მაშინაც ,როცა თანხმობით ფეთქავენ გულები,მაშინაც როცა ეჭვი აბლაბუდად გარს ახვევია,მაშინაც როცა უთქმელობის ბორკილი ადევს.სიყვარული ყოველთვის მწუხარეა,მაშინაც ,როცა გული გულს ხვდება,მაშიანც,როცა საქორწინო ზარები რეკენ,მაშინაც ,როცა ბაგეები ერთურთს ეძებენ..სიყვარული მარადიულია,მაშინაც ,როცა თავს იკლავს,როცა ღალატით კლავენ,მაშინაც,როცა აღარ არის,ან,ჯერ არ არის...რადგან სიყვარული ერთადერთია ადამიანს რო არ გამოუგონია....
| ნანახია : 1305 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 ava rusuli vinc iciT egaa Ria  :D
| ნანახია : 1539 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
მივდივარ...სულ ,სულ მივდივარ ,სამუდამოდ...ძნელია,ძალიან ძნელი...კი ვიცოდი ხანმოკლე მგზავრი ვიყავი მარადისობის ...ვიცოდი...ძალიან ძნელია შეურიგდე იმას ,რო დიაგნოზი საბოლოოა და სასიკვდილო...ხო, ძლივს ვთქვი ეს სიტყვა,საკუთარ თავს პირვლად გავუმხილე... მე ხო ყველაფერი ვიცი ,ნეტა არ ვიცოდე ,ნეტა სულელი ვიყო,ნეტა შემძლებოდა მარტივი ცხოვრება....ხო დასასრული ???????არა ...არ,ა ეგ ჯერ ადრეა ...ხოოო...დასასრულის დასწყისი აი-ეს სწორია...იწყება დასასრულის დასაწყისი.არსებობის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლა...რას წავიღებ იმ ქვეყნად?????????შენს სიყვარულს.მხოლოდ შენს სიყვარულს...ეს იყო ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში,უფრო სწორად ერთადერთი შენი სიყვარული იყო...სხვა არაფერი არ ყოფილა.არა ,იყო ბევრი რამე მაგრამ არაფერიარ მახსენდება !!!!!!!არც არსებულა თითქოს!!!!!!!!!!!...ცხოვრების ერთადერთი გამართლება- შენი სიყვარული იყო ,კარგო...ეს სიყვარული იმ ქვეყნად მიმყვება საგზლად....ხო მეტი ისეთი არაფერი.... და კიდე ერთი, ამ დიდ სიყვარულს ჩემი ერთი ცხოვრება არ ეყო....
| ნანახია : 1161 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
 
სიყვარული საწამებლად გავიხადეთ... ყველას უნდა უყვარდეს და უყვარდეთ... იმას კი ვერ აცნობიერებენ,რომ ცრემლი და გულის ტკივილი უფროა მისაღები მათთვის,ვიდრე ღიმილი და სიხარული თვალებში... ფილმებში ნანახი ამბები მოსწონთ... უნდათ მათსავით ეწამონ... "რატომ გახდა "რომეო და ჯულიეტა" მარადიული სიყვარულის ეტალონიო?" პასუხიც აქვთ... "იმიტომ,რომ დაიხოცნენ! ... რომ ეცოცხლათ მომავალში ისეთივე ბანალური იქნებოდა მათი სიყვარული,როგორც უმეტესობისო"... და იმიტომ გინდა შენც,რომ შენს საყვარელ ადამიანს გული ატკინო?!... თითქოს შეგნებულად არ აკეთებ და ამბობ,რომ "ის სხვანაირია!" "მიყვარს,მაგრამ მასთან ვერ გაძლებ!" "ის ჩემთან უბედური იქნება!" "მე მისი ღირსი არ ვარ!"... რატომ აკეთებ ასეთ დასკვნებს?!... დაელაპარაკე?!... ჰკითხე?!... რატომ არ გინდა გაიგო მისი აზრი?!... ქალები ყოველთვის ჩვენით ვიქმნით პრობლემებს სიყვარულში და ჩვენვე ვასრულებთ ჩვენივე დაწყებულს!... სამწუხაროა,რომ გვიან ვხვდებით რაც მართალი შეიძლება ყოფილიყო... თუმცა   სიამაყე უმთავრესია ხომ?!... არ აღიარებ,რომ შეცდი!... არადა შეცდი!....   შორიდან,რომ უყურებ სხვისი სიყვარულის ისტორიებს,ვერ ხედავ როგორ იტანჯებიან?!... მათ ამხნევებ.... ყვირი:"უთხარიო!" "არ გაუშვაო!" "უყვარხარო!" "გიყვარსო!" ... სხვისი სიყვარულის დანგრევა გულს გტკენს და შენი?!... ბრაზდები სულელ ქალებზე,ვინც ანგრევს სიყვარულს და სულელურადვე მიჰყავს ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე... შენ რა ნაკლებად სულელი ხარ?!... ხომ გრძნობ იმ ტკივილს,რასაც ფილმის გმირები განიცდიან?!... ხომ გესმის მათი მწუხარება?!... მათი განცდები?!... შენ გგონია შენთან სხვანაირადააა?!... მათ შემყურეს თუ ტრაგიკული სიყვარული გინდა გქონდეს გასახსენებლად,ისიც გაიხსენე რა ტანჯვა გადაიტანეს და შენ ეწინააღმდეგებოდი... სისულელეა...

"სიყვარულის ისტორია" გინახავს ხომ?!... ტრაგიკულია... ერთად იყვნენე,მაგრამ... იტყვი:"ბედნიერებას არ უწერია დიდი დროო!"... შენ ეს არ იცი!... რა იცი რომ სხვასაც ასეთი ბედი ეწია?!... რომ გადარჩენილიყო მაგას ხომ არ იტყოდი?!... იტყოდი:"რა ბანალურია!"... სიყვარული ბანალურია?!... სიყვარული ბანალურიაააააა?!... მაშინ ნუ შეგიყვარდება.... ნუ გეტკინება გული იმაზე,რომ არ გამჩნევს... ნუ მოგინდება სითბო სხვისგან,როცა შენ ცივი ხარ... ნუ მოგინდება,რომ უყვარდე... შენ ხომ არ გიყვარს?!... ბანალური ხომ არ იქნები?!... ბანალურობა ხომ არ არის მოდაში?!... იცი რააა?!... სიყვარული თუ ბანალურობააა,მაშინ მე ბანალური ვარ... სენტიმენტალური ვარ... დებილი ვარ... სულელი ვარ... გიჟი ვარ.... ყველაფერი რაც კი ცუდია და მიუღებელი შენთვის ის ვარ!... დაე ვიყო!... ვიყო!... წინააღმდეგი არ ვარ!... არ მინდა წუთი მაინც ვიცხოვრო სიყვარულის გარეშე...
"უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე!"
"ტყუილიაო!" -იტყვი ამაზედაც... ამასაც დაგიმტკიცებ,რომ ცდები... ცდები... ყველაფერში ცდები... ყველაზე მთავარი კი... სიყვარულში ცდები და ვერ ხვდები... ან ხვდები და ჯიუტი ხარ!... მეც ჯიუტი ვარ, მაგრამ ერთადერთი რაშიც ვთმობ ჯიუტობას- ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა ! ! ! სიყვარულს არ სჭირდება შენი სიჯიუტე!... მოვიდა იმიტომ,რომ შენი გული უხმობდა.... შენ გჭირდებოდა... ვისაც არ ჭირდება იმასთან არც მიდის!... არ აღიარებ,რომ გჭირდებოდა?!...   იგრძნობ... აღიარება და სიტყვების თქმა არაა აუცილებელი... გული ხომ ყველაფერს გრძნობს... გული გამხელს.... მთავარია შენმა გულმა აღიაროს და სხვებს არ აინტერესებთ შენი აღსარება...
"სიყვარულის ისტორიას" არ ქმნი... შენ მას ანგრევ... ბანალური შენი ცხოვრებაცააა,მაგრამ ცხოვრობ... აცადე იცხოვროს..
| ნანახია : 1681 |  კომენტარები : (5)
       

 

 
 
 
 
 
ბედავ და ამბობ "მარტო ვარო"?!.... თვალებს ხუჭავ და სიბნელეში ამბობ ხომ?!... საერთოდ იცი სიმარტოვე რას ნიშნავს?!... რა გრძნობაა?!.. როგორი ტკივილია?!... არ იცი!... არ იცი და ფანტაზიას შეეშვი.... მარტო არ ხარ!... უბრალოდ ის არ გაქცევს ყურადღებას და ჩათვალე რომ მსოფლიომ დაგივიწყა.... რომ შენს გარეშეც ასეთივე იქნება ცხოვრება... რომ არაფერი შეიცლება.... რომ ნული ხარ...
საერთოდ არ ვფიქრობდი ესეთ სისულელეებზე... მაგრამ ერთ დღეს შემომაწვა დარდი და ვიტირე... დავფიქრდი... ცხოვრებაში ესე არ შემშინებია არასდროს!... თვალები დავხუჭე და... "რა მოხდება რომ არ ვარსებობდე?!... რომ გავქრე?!... ვის რა დააკლდება?!... არაფერი... არაფერი ხომ?!"... იცი?!... ჩემზე ბედნიერი მაგ დღეს არავინ იყო!...   იცი რატომ?!... პირველად და უკანასკნელად დავსვი ეგ კითხვა... პასუხი გავეცი და ... ბედნიერი ვარ... რომ არ ვარსებობდე,მე ვერ ვნახავ სიცოცხლეს... იმ საჩუქარს,რომელიც ღმერთმა გვარგუნა... მე ვერ ვიქნებოდი ჩემს მშობლებთან,მეგობრებთან ერთად... იმ ადამიანებს ვერ გავიცნობდი,ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ... რომ გავქრე?!... მშობლებს გული დასწყდებათ... დაქალები დაღონდებიან... ბევრს ეწყინება ჩემი ღიმილის გაქრობა... ვის რა დააკლდება?!...   მე დავაკლდები ყველას და ..... მე დამაკლდებიან ისინი... არაფერი კი არა ... ყველაფერი!... ამ ადამიანების გარეშე აქ კი არა,იქ არ მინდა ყოფნა... მინდა სულ ერთად ვიყოთ... მინდა ვხედავდე მათ ბედნიერ სახეებს... მათ ღიმილს... მათ ცრემლსაც კი.... მათ!...
მარტო?!... მე არასდროს ვარ მარტო... შეიძლება ოთახში არავინ იყოს, მაგრამ სულით,გულით და ფიქრით ხომ არიან ჩემთან?!... ან... უფალი დაგავიწყდა?!... შენი ცხოვრების მძიმე წუთებში ხომ ხელში აყვანილს დაგატარებს... მარტო არასოდეს ხარ... ნუ აწყენინებ შენს მფარველ ანგელოზს... ისიც შენნაირი საყვარელია და შენნაირად ეტკინება გული... მარტო მაშინ აღმოჩნდები,როცა არავის გაახსენდები... როცა მე დამავიწყდები... მე კი   არასოდეს დამავიწყდები... არ იფიქრო,რომ მარტო "იმის" გამო ხარ.... იფიქრე,რომ "ის" შენს გარეშეა მარტო... და ბევრს კარგავს...
ანგელოზს ნუ აწყენინებ... უფალს ნუ ატკენ გულს უმადურობით... მეგობრებს ნუ ააცრემლებ... სიმარტოვეს ნუ ახსენებ,მაშინ,როცა ამდენს უყვარხარ...   მიყვარხარ....
| ნანახია : 1358 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
დრო გავა და ყველაფერი თავისით დალაგდება, უნდა გჯეროდეს ამის.....
ყველაფერი დალაგდება.....
ის სიტყვებიც, რომელიც მაშინ გითხარი, როცა ძალიან მტკიოდა.... აგიხდება, ან აგვიხდება......
ბედნიერებაც მოაკაკუნებს ერთხელ ჩვენი ან შენი სახლის კარებზე და შემოგისახლდება... აღარსად აღარ წავა.....
შესცივდება და შენ გაათბობ...
მისთვის გააკეთებ ყველაფერს... მისთვის ისუნთქებ... და ყოველ დილით ნაზი მოფერებით გააღვიძებ....
შენ შენი ან ჩვენი ბედნიერებისთვის იბრძოლებ...
და ეს ბედნიერება არასდროს არ წავა შენგან...
არასდროს!!!....
მერე დრო გაივლის და ბებერი, დანაოჭებული ხელებით ისევ მოეფერები შენს ბედნიერებას....
ისევ აკოცებ , ჩაიხუტებ და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს მის გარეშე.....
შეიძლება ახლა ფიქრობ, რომ შეძლებ, შეძლებ ყველაფერს, რასაც ჩაიფიქრებ, მაგრამ მერე..... მერე მიხვდები, რომ იმას რასაც აკეთებ ან გააკეთებ, ყველაფერს "მისი" სახელი ქვია...
ჰო, "მისი"... შენი ბედნიერების.....
ბევრჯერ დაღამდება და გათენდება სევდისფრად....
მაგრამ მოვა დრო, როცა მოვა შენთან, ხელს ჩაგკიდებს და გეტყვის, რომ მასაც ისევე უყვარხარ, როგორც შენ გიყვარს.....
მოხდება... აუცილებლად ასე მოხდება.....
შევძლებ და მოვალ...
მე შენი ბედნიერება მქვია....
| ნანახია : 1056 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
გავბედე და გწერ, ისევ წვიმს. ფანჯარაში ვიხედები და შენ გხედავ, შენი ხატება არასდროს არ მცილდება წვიმის დროს , თავს მარტოსულად არ ვგრძნობ რადგან შენზე ფიქრი არ მანებებს თავს. სარკმელს ვაღებ და წვიმის წვეთებს ვეთამაშები, სახეს ვუშვერ და ისინიც თამამად მეფერებიან, ალბად სურთ შენზე მიამბონ რამე..... მეც თვალდახუჭული ვუყურადებ და ..... აი მომესმა შენზე ნათქვამიც, გულს ძგერა მემატება და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ არასდროს დამთავრდეს თხრობა, სუნთქვა მიხშირდება....... სახეზე ჩამოვარდნილ თმებს ვისწორებ, ვეღარ ვხვდები წვიმის წვეთებია თუ ცრემლებია, ფანჯარას ვხურავ და ოთახის გულში ვჯდები,გაიჩექა, შენზე ფიქრი ამერია. თავს მუხლებზე ვდებ და ვცდილობ შენი შეხება შევიგრძნო. გრძნობას აყოლილი მელანქოლიას ვნებდები და გარინდული გულის ძგერას ვუსმენ. სუნთქვის ხმაც განიბნევა ჰაერში და გარშემო მშფითვარე სიჩუმე ისადგურებს. ველი ....... არაფერი იცვლება. მხოლოდ წამებში წუთებად და წუთებში საათობად გადაქცეული დრო მიდის. მაგრამ მე მაინც მჯერა , რომ ზემოთ ავიხედავ და სასოებით აღვსილი თვალებით მას ვთხოვ, რომ კიდევ ერთხელ მომცეს შენთან შეხვერდის უფლება, რათა თვალებში შემოგხედო და გითხრა , რომ მე შენ....
| ნანახია : 1274 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
 
მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო, ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები... დამჭირდები რომ მომცე ძალა ბრძოლისთვის, არ დავნებდე რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები, მზერა..... გავიგონო შენი ხმა, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.... როცა გისმენ ასე მგონია არ მოიძებნება ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი..... მე არასდროს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან... და ეს სიტყვები.... სიტყვები რომლებსაც ვწერ მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც მინდა გითხრა..... და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი....
მჭირდები ჩემო სიყვარულო.........!!
| ნანახია : 1482 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
 
 
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთან ფერები არაფერია
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.

შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო,
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.

ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი
ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი
როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?!
სიყვარულია ნიჭი ყოველი.

სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ
სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი
| ნანახია : 1963 |  კომენტარები : (2)
       

 

 
 
 
 
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,

დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,

ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?

შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,

ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,

ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,

თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,

მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ

ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .
| ნანახია : 1044 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
 
P.S.    ნახეთ რა აზრიანი სურათია .
| ნანახია : 1145 |  კომენტარები : (1)
       

 

 
 
me Tu avtirdi amatirebs uSenod yofna,
Cems bnel oTaxSi isev sevda daisadgurebs,
gamaxsendeba Seni nazi tuCebis kocna,
Seni tkbili xma Cems arsebas rom anadgurebs
Senc atirdebi wamogiva Tvaildan cremli.
gagaxsendeba ras velodiT da ra gxvda wilad,
Seni Tvalidan mowyvetili umanko cremli
dedamiwis guls gaaRviZebs, rom sZinavs mSvidad,
me Seviyvare xma romelic exlac Camesmis
xma varskvlavia miuwvdomlad rom gvimzers cidan.
SenTvis me albaT Semodgomis monatreba var,
foTol cvenis qveS moyolili yvavili cidan,
maS avtirdebi, amatirebs kvlav uSenoba,
Senc atirdebi wamogiva Tvalidan cremli,
gagaxsendeba rom am qveynad arsebobs gogo…
gogo romelic Tval cremlian biWunas elis...
 
 
 
 პ.ს.     ჩემი საყვარელი ლექსია ამაზე დამიკომენტარეთ
| ნანახია : 2747 |  კომენტარები : (5)
       

 

 
 



დედაო ღვთისაო ამას გევედრები
შენ დაიფარე ჩემი სიყვარული
მისი სიცოცხლისთვის ამას გევედრები
ცოდვა შეუნდა და აპატიე ეს ყველაფერი.
ცოდვად ნუ ჩაუთვლი რომ მას არ ვუყვარდი
და ჩემს თავს სხვები ასე ასჯობინა.
სიყვარულის ღირსი მე არ ვყოფილვარ
მან ეს ყველაფერი ასე მაგრძნობინა.
მან სხვას მიულოცა გაზაფხულის მოსვლა
ჩემში კი დატოვა ცივი ზამთარი.
ზამთარმა თავის სუსხით გამიყინა გული,
გული სიყვარულიტ ასე გამთბარი.
მან სხვას მიართვა პირველი ყვავილი
ყვავილი ნიშნად სიყვარულისა,
,,ია" ყოველთვის არის პირველი
ნიშანი სითბოს, სიყვარულისა.
ასე სიცივეში მარტოდ-მარტო დავრჩი,
გაზაფხული ჩემში ალბათ აღარ მოვა
ცივი ზამთარია ჩემი მწარე ხვედრი
ცხოვრებამ ამის მეტი არა მარგუნა რა.

| ნანახია : 1481 |  კომენტარები : (7)
       

 

| ნანახია : 1392 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 
აქ ყვავილებიც მოიპოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩენი ცხოვრება მხოლოდ ლექსია.
| ნანახია : 1069 |  კომენტარები : (0)
       

 

 
 
 

"სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი,
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი;
თუ შეგიძლია შეყვარება,ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან"

 

| ნანახია : 2311 |  კომენტარები : (0)
       

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0