დედაო ღვთისაო ამას გევედრები შენ დაიფარე ჩემი სიყვარული მისი სიცოცხლისთვის ამას გევედრები ცოდვა შეუნდა და აპატიე ეს ყველაფერი. ცოდვად ნუ ჩაუთვლი რომ მას არ ვუყვარდი და ჩემს თავს სხვები ასე ასჯობინა. სიყვარულის ღირსი მე არ ვყოფილვარ მან ეს ყველაფერი ასე მაგრძნობინა. მან სხვას მიულოცა გაზაფხულის მოსვლა ჩემში კი დატოვა ცივი ზამთარი. ზამთარმა თავის სუსხით გამიყინა გული, გული სიყვარულიტ ასე გამთბარი. მან სხვას მიართვა პირველი ყვავილი ყვავილი ნიშნად სიყვარულისა, ,,ია" ყოველთვის არის პირველი ნიშანი სითბოს, სიყვარულისა. ასე სიცივეში მარტოდ-მარტო დავრჩი, გაზაფხული ჩემში ალბათ აღარ მოვა ცივი ზამთარია ჩემი მწარე ხვედრი ცხოვრებამ ამის მეტი არა მარგუნა რა.